ჯოკოვიჩმა ბოლო რვა მატჩში მეშვიდედ დაამარცხა ნადალი
რაფაელ ნადალისთვის კვლავაც გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა ნოვაკ ჯოკოვიჩი და ლონდონურმა პუბლიკამ წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ისევ სერბისა და შვეიცარიელი როჯერ ფედერერის დუელი იხილა.

ესპანელმა ბრწყინვალედ ჩაატარა ჯგუფური ეტაპი, სამივე მატჩი მოიგო, მაგრამ არ გაუმართლა, რადგან ნახევარფინალში მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელს გადაეყარა. რაფასა და ნოვაკს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში - 23:22 იყო ნადალის სასარგებლოდ.

ნოვაკის სასარგებლოდ ის ფაქტი ლაპარაკობდა, რომ პარასკევს მან დაისვენა, ნადალმა კი, იმის მიუხედავად, რომ ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა, ორსაათნახევრიანი მარათონი გამართა დავიდ ფერერთან. ამან გავლენა იქონია ნახევარფინალზე.

ესპანელმა აქტიურად დაიწყო და მიღებაზე კარგი გეიმიც ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ჯოკოვიჩის მოწოდებაზე ნადალის საუკეთესო თამაში. ამის შემდეგ, ნოვაკი იდეალურად მოქმედებდა საკუთარ მოწოდებაზე და მთელი მატჩის განმავლობაში, ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მეტოქეს.

შემდეგ კი სერბი თავადაც გააქტიურდა და ბრწყინვალე სტილში შეასრულა ბრეიკი. ამით, პირველ სეტში ბრძოლა ფაქტობრივად მომთავრებული იყო - 6:3. ეს ანგარიში აბსოლუტურად ასახავს პირველი პარტიის ხასიათს. ჯოკოვიჩის უპირატესობა ძალიან დიდი არ იყო, მაგრამ საკმარისად დამაჯერებელი.

ანგარიშის მიხედვით, მეორე სეტის დასაწყისი თანაბარი გამოვიდა, მაგრამ თამაშის მიხედვით ამას ვერ ვიტყოდით. ნადალი დიდი გაჭირვებით იგებდა საკუთარ მოწოდებებს, ჯოკოვიჩს კი წუთი სჭირდებოდა თავისი გეიმების ასაღებად.

სერბმა გადამწყვეტი დარტყმა მეტოქეს მეხუთე გეიმში მიაყენა, როცა მეორე ბრეიკი შეასრულა. თითქოს, ესპანელი ცუდად არ თამაშობდა, მაგრამ მაინც ვერაფერს სთავაზობდა მეტოქეს. შედეგად, მეორე სეტის ანგარიშიც იგივე აღმოჩნდა - 6:3. ჯოკოვიჩი გახდა პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც სეზონში 30 მატჩი მოიგო ტოპ-ათეულის წევრების წინააღმდეგ.

ღამის მატჩში შვეიცარიული დერბი შედგა - როჯერ ფედერერი სტენ ვავრინკას წინააღმდეგ. მათ უნდა გაერკვიათ ფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე. პირად შეხვედრებში ფედერერი ანადგურებდა თანამემამულეს - 18:3. ბოლო დროს, ვავრინკა ახერხებდა როჯერისთვის პრობლემების შექმნას, მაგრამ, ამჯერად, ლეგენდისთვის ყველაფერმა მარტივად ჩაიარა.

ჩოგბურთელებმა კარგად დაიწყეს საკუთარ მოწოდებაზე. მხოლოდ მე-12 გათამაშებაში შეძლო მიმღებმა ქულის მოპოვება. ეს ვავრინკამ გააკეთა 0:40-ზე, თუმცა ფედერერმა მაინც მოიგო საკუთარი გეიმი. თუმცა შემდეგ ჩაწოდებაზე როჯერს არ გაუმართლა - ორჯერ ბადემ შეუშალა ხელი. ვავრინკამ ბრეიკის უპირატესობა მიიღო, მაგრამ სეტის მეორე ნაწილი ცუდად ჩაატარა - შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. შედეგად, ფედერერმა არა მხოლოდ მოასწრო დაკარგული მოწოდების დაბრუნება, არამედ ტაი-ბრეიკამდეც არ მიიყვანა საქმე - 7:5.

წინა მატჩისგან განსხვავებით, გრძელი გათამაშებები არ ყოფილა. ფედერერი სწრაფად თამაშობდა და ხშირად გადიოდა ბადესთან - 32 ასეთი შემთხვევიდან 24 ქულა აიღო. ვავრინკას საკუთარი მოწოდების იმედი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ეს იარაღიც არ მუშაობდა.

მეორე პარტიის დასაწყისი მისთვის კატასტროფული გამოვიდა - 0:3 და 15:40. სტენმა გადაარჩინა მეოთხე გეიმი, მაგრამ ამას თამაშის სურათი არ შეუცვლია. როჯერი საიმედოდ მოქმედებდა და ბოლო ორი გეიმი მატჩში "მშრალი" ანგარიშით მოიგო - 7:5, 6:3.

ასე რომ, ლონდონში ჯოკოვიჩი და ფედერერი მეორედ უნდა შეხვედროდენ ერთმანეთს. ჯგუფში შვეიცარიელმა შეძლო სერბის დამარცხება, თუმცა გადამწყვეტი მატჩის წინ, მაინც ფავორიტად რჩებოდა.

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რაფაელ ნადალი (ესპ, 5) 6:3, 6:3.

როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 4) 7:5, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა