ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთში გამართულ ტურნირში, სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით, ვერაფერი დაგვანახვეს
ქართველი ძიუდოისტები იმდენად წარუმატებლად გამოვიდნენ ჩინურ ჩინდაოში დამთავრებულ "დიდ პრიზზე", რომ სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით, ვერაფერი დაგვანახვეს. თითქოს სწრაფ წაგებებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ისე ადრე დაამთავრეს ჭიდაობები.

შეგახსენებთ, რომ იქ ვაჟთა ტურნირში მხოლოდ იმ წონებში გამოვდიოდით, სადაც ლიცენზია ჯერ კიდევ არ გვაქვს განაღდებული - 66-სა და 100 კილოგრამებში, სადაც, შესაბამისად, ვაჟა მარგველაშვილი-თორნიკე თათარაშვილისა და გურამ თუშიშვილი-ალექსანდრე მსხალაძის დუეტები ჭიდაობდნენ.

ქალთა ტურნირშიც გვყავდა ორი წარმომადგენელი - მარიამ ჯანაშვილი (52) და ესტერ სტამი (70), თუმცა ჯანაშვილი ადგილზე ჩასვლისას შეუძლოდ გახდა და არ უასპარეზია.

ამათგან მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილი (66) მივიდა დამამშვიდებელ ეტაპამდე და საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა, სხვები კი ადრევე გამოვარდნენ და ამდენის შანსიც არ მიეცათ. იმათგან მხოლოდ თუშიშვილის წაგებაა გასაგები - ამ ტურნირისთვის ძალიან ბევრი დაიკლო. აი, მომდევნო უქმეებზე კორეულ ჯეჯუში კი ვნახოთ, როგორ გამოვა, გვაჩვენებს თუ ვერა პროგრესს.

სამწუხაროდ, ჩვენებურთა ჭიდაობის დეტალებზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან კომუნისტურ ჩინეთში ინტერნეტი ჯერაც დიდი პრობლემაა და მხოლოდ ფინალური ბლოკი გვაჩვენეს, იქამდე კი, როგორც გითხარით, ჩვენები ვერ მივიდნენ. თუმცა წმინდა სტატისტიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ახალი ამ ტურნირმა ვერაფერი მოგვცა, ვერაფერი გვაჩვენა - ისევ იგივე შეცდომები, ისევ უპერსპექტივო ჭიდაობა, გაუმართლებლად ბევრი გაფრთხილება დაწინაურების შემდეგ, ბოლო წამზე გაშვებული იპონი, ისევ მძაფრი ბრძოლა ყოველი სალიცენზიო ქულისთვის...

ერთი სიტყვით, ნაცნობი სურათი ვიხილეთ, ისიც - უარყოფითი, თორემ სიახლე - არაფერი.

66 კგ

მარგველაშვილი ვერაფრით ახერხებს, შეამციროს დისტანცია საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის ძიუდოისტებთან და ცოტათი ძლიერი მეტოქე მისთვის გადაულახავი ბარიერია... თავიდან შედარებით სუსტებს იოლად გაუსწორდა - საუდის არაბეთის წარმომადგენელი სულაიმან ჰამადი დააიპონა, პორტუგალიელ ანდრე სოარესს კი ვაზარით აჯობა. ამათგან სოარესი სალიცენზიო ზონაში შედის და მთლად აუტსაიდერიც არაა, მაგრამ წონის ლიდერებამდეც ბევრი უკლია.

აი, ამათ შემდეგ უფრო ძლიერებს რომ შეხვდა, იმათთან ვერაფერი გააწყო - მეოთხედფინალში მონღოლთა აზიის ორგზის ჩემპიონ ტუმურკულეგ დავაადორჯთან ვაზარიც გაუშვა და სამი გაფრთხილებაც დაკარგა, დამამშვიდებელში კი იტალიელთა მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოსპრიზიორ ელიო ვერდესთან კი (ოღონდ ის ადრე 60-ში გამოდიოდა) ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ შეხვედრის შუაწელში, 17-წამიან მონაკვეთში ჯერ ვაზარი, ხოლო მერე იპონიც გაუშვა!

კიდევ ვიმეორებთ - ჩვენებურთა შეხვედრები არ გვინახავს და ვერც ამ პაექრობას შევაფასებთ დაწვრილებით, თუმცა ჩვენებს დაწინაურების შემდეგ ანგარიშის შენარჩუნება რომ უჭირთ, ტაქტიკურად რომ მოიკოჭლებენ, არახალია. ისიც ნაცნობია, რომ მარგველაშვილს, ზოგადად, უჭირს ძალების გადანაწილება, შეხვედრის დალაგება ისე, რომ დაზოგოს ენერგია, გაიყვანოს დრო - ჯერ კიდევ აკლია საამისო გამოცდილება.

ჩინდაოში მარგველაშვილის გამოსვლის ერთადერთ პლუსად იმას თუ დავასახელებთ, რომ 48 სარეიტინგო ქულა შეიძინა და ახლა 460 გაუხდა, ოღონდ რეიტინგში მხოლოდ 5-6 ადგილით თუ წაიწევს წინ და 30-ეულში შევა. სამაგიეროდ, სალიცენზიო 22-კაციან სიაში კვლავაც დარჩება.

ვეჭვობთ, თათარაშვილი მომდევნო კვირას კორეულ ჯეჯუში წაიყვანონ, ასევე "დიდ პრიზზე", რადგან აქ მეოთხედფინალამდეც ვერ მივიდა, სანუგეშოში მაინც რომ გადასულიყო. არადა, მეორე წრეში გერმანელ რენე შნაიდერს დასრულებამდე 3 წამით (!) ადრე იუკოთი და გაფრთხილებით უგებდა, თუმცა ამ სამიოდე წამში როგორ მოახერხა იპონზე დავარდნა, ვერ გეტყვით... მტკივნეული იყო, მეტოქემ შებოჭა თუ რა მოხდა, ვერც ამას გეტყვით... ჩვენებური ჩინეთს მასპინძელ დაგა ჩინთან გაფრთხილებებით მოგებას გამორჩა, თუმცა საბოლოოდ ოლიმპიურ პერსპექტივაში ბევრი ვერაფერი დაგვანახვა.

100 კგ

აქ ჩვენი მთავარი იმედი თუშიშვილს უკავშირდებოდა - შეძლებდა თუ ვერა თავისი ფორმის დაბრუნებას და სალიცენზიო მარათონში წარმატებით ჩაბმას, თორემ ამ წონაში კონტინენტურ კვოტაშიც ვერ შევდივართ. სამწუხაროდ, იმედები არ გაგვიმართლდა, თუმცა ეს რომ ლოგიკურად იყო მოსალოდნელი, თავშივე გითხარით.

ჩვენი დუეტი პირველ წრეში ისვენებდა, მერე თითო შეხვედრა მოიგო და მესამე წრეში დამარცხდა, მერვედფინალში. თუშიშვილმა მასპინძელი ჯუნ ჭანი დააიპონა, მსხალაძემ კი დანიელ ფრედერიკ იორგენსენს ვაზარით მოუგო.

თუშიშვილისთვის გადაულახავი ბარიერი აზერბაიჯანელი ევროპის მედალოსანი ელმარ გასიმოვი აღმოჩნდა, ვისთანაც წმინდად დამარცხდა; მსხალაძისთვის - უკრაინელი არტემ ბლოშენკო, ვაზარით დამარცხდა.

პირველივე ბრძოლა იუკოთი წააგო სტამმა - ბრიტანელ მეგან ფლეტჩერთან. ის და ჯანაშვილი მომდევნო კვირის ბოლოს კორეაშიც გამოვლენ. იქ თავიდან მარგველაშვილის, მსხალაძის და თუშიშვილის გამოსვლაც დაგეგმილი იყო და ვნახოთ, ამ შეჯიბრების შედეგების გათვალისწინებით, შეცვლის თუ არა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე რამეს, თუმცა, სავარაუდოდ, თუშიშვილსა და მარგველაშვილს მაინც წაიყვანს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
ჰავანას გრან-პრი: ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა
ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ჩინეთის "დიდი პრიზი": ჩვენი ექვსეულის რთული შანსი
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ჩინდაოს გრან-პრიზე მარგველაშვილი და თათარაშვილი უმედლოდ დარჩნენ
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: აწევს ლაშა ტალახაძე "ბევერლი ჰილს"? [VIDEO]
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს წარუმატებლად გამოვიდნენ
აფრიკის ღია კონტინენტური თასი: ქართველთა ვერცხლ-ბრინჯაო ტუნისიდან
ალექსანდრე მსხალაძემ პრაღაში ძიუდოს დაუწერელი კანონი დაარღვია
[VIDEO] ძიუდო. სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს
ჰავანას გრან-პრი: თითქმის განაღდებული ლიცენზია
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ტოკაიში დაიწყეს
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
სამსუნის გრან-პრი. წილისყრა: ბექა ღვინიაშვილს არ გაუმართლა
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
აბუ-დაბის გრან სლემი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ირაკლი უზნაძე: მატიაშვილი და თუშიშვილი სრულ მზადყოფნაში არ იმყოფებიან
ექვსი ქართველი ძიუდოისტი "აფრიკის ღია კონტინენტურ თასზე" იასპარეზებს
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს
ალმათის გრან პრი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები სტარტზევე დამარცხდნენ
თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლიცენზიების დილემა გადაჭრილია - თბილისის გრან-პრის შეფასება
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე