ბიწაძე ტრიბუნალის თავმჯდომარის პოსტზე აღდგენას საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელით ცდილობს
სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ბიწაძე, შესაძლოა, თანამდებობაზე დაბრუნდეს.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა. ბიწაძე ტრიბუნალის თავმჯდომარის პოსტზე აღდგენას საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელით ცდილობს.

"ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი სარჩელი ჩვენ წინააღმდეგ, რომელიც აღმასკომის სხდომაზე იყო წარმოდგენილი. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ტრიბუნალი ხელმძღვანელის გარეშეა. იმ პიროვნებამ, რომელიც წინა აღმასკომმა ბიწაძის შემცვლელად დაამტკიცა, თავისი ნებით დატოვა თანამდებობა, ახლა კი ტრიბუნალს ხელმძღვანელი არ ჰყავს. მომდევნო აღმასკომის სხდომაზე განვიხილავთ ამ საკითხს, დაუბრუნდეს თუ არა ბიწაძე თანამდებობას, თუ დაინიშნოს ახალი ხელმძღვანელი", - განაცხადა დავით მუჯირმა.

ზურაბ ბიწაძე აღმასკომის ბოლო შემადგენლობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგან რაჭისა და გურიის დელეგატებთან დაკავშირებით, ბიწაძის გადაწყვეტილება ყოფილი ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ბიწაძემ სამართლებრივი დასაბუთება მოითხოვა, რომელიც ვერ მიიღო. სწორედ ამიტომ ტრიბუნალის ყოფილმა ხელმძღვანელმა 1-ელ ოქტომბერს საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა და თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.

როგორც გაირკვა, მუჯირისთვის ამ სარჩელის არსებობის შესახებ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა აღმასკომის მომავალ სხდომაზე, რომელიც 1-ელ დეკემბერს გაიმართება, ბიწაძის პოსტზე აღდგენის საკითხზეც იმსჯელებენ.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
პრობლემები, რომლებიც სფფ-ის ახალმა პრეზიდენტმა უნდა მოაგვაროს
საფეხბურთო დავების ტრიბუნალმა ფოთის "კოლხეთის" 3 ფეხბურთელს სასჯელი შეუმსუბუქა
ფუტსალის ასოციაციას სფფ-ის წევრობა დროებით შეუჩერდა
მამუკა კვარაცხელიამ ფედერაციას წითელი ბარათი უჩვენა
იყო თუ არა ზეწოლა ტრიბუნალზე?
ბათუმელები სახტად დატოვეს... რატომ დაუმძიმდა სანქცია "დინამოს"?