რა ელის "რომას": ისტორია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს
ანდრე ვილაშ-ბოაშს თავი ქუდში აქვს, მისი "ზენიტი" უკვე გასულია პლეი ოფში. ამიტომაც რუსთა პორტუგალიელი თავკაცი წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ყურებამდე იღიმოდა, მას "ვალენსიასთან" ბრძოლის შედეგი აღარ აღელვებს, "ზენიტის" დაწევის თეორიული შანსი ჯგუფში მხოლოდ "ვალენსიას" აქვს.

სანაკრებო პაუზების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ბოლოსწინა ტურით განახლდება...

ვის რა სჭირდება

შეჯიბრება 4 ქვეჯგუფში განახლდება და საინტერესოა, როგორი სატურნირო სიტუაციაა ჯგუფებში.

E ჯგუფში "ბარსელონას" მხოლოდ ფრეც კი ჰყოფნის, რომ არა მარტო გავიდეს, არამედ პირველი ადგილიც დაიბევოს. მეტიც, ლუის ენრიკეს კრებულს შეუძლია, წაგების შემთხვევაშიც მოიპოვოს დღეს პლეი ოფის საგზური. საამისოდ, "ლევერკუზენმა" არ უნდა მოიგოს. "რომასაც" შეუძლია საგზურის დაბევება, მაგრამ ეს უფრო რთული უნდა იყოს - კლასიკოს მომგებ "ბარსელონას" უნდა აჯობოს და მეორე მატჩში ფრე დაფიქსირდეს.

F ჯგუფში ლიდერებს სიტუაცია მარტივად აქვთ - თუკი "ბაიერნი" და "ოლიმპიაკოსი" ფრით გაიყრებიან, ისინი მშვიდად მოიპოვებენ პლეი ოფის საგზურს. ამ ორ გუნდში გამარჯვებული თავისთავად გასულია, ოღონდ "ბაიერნი", ანგარიშის მიუხედავად, პირველ ადგილს დაიბევებს.

"არსენალი" "ბაიერნს" ვეღარ გაუსწრებს, ამიტომ ლონდონელებს "ოლიმპიაკოსის" მარცხი და თავიანთი გამარჯვება აწყობთ შანსის შესანარჩუნებლად. ზაგრებელთა შანსები თეორიულზე თეორიულია.

G ჯგუფში "პორტუს" ფრე ჰყოფნის, პორტუგალიელებს შეუძლიათ პირველი ადგილის დაბევებაც: თუ ისინი მოიგებენ და ლონდონელები ვერ მოუგებენ "მაკაბის" ან პორტუგალიელები ფრედ ითამაშებენ და ინგლისელები წააგებენ.

H ჯგუფში "ზენიტი" უკვე გასულია, ფრის შემთხვევაში რუსული კლუბი პირველ ადგილს დაიბევებს. ეს შეიძლება წაგების შემთხვევაშიც მოხდეს. "ვალენსია" საგზურს დაიბევებს, თუ იმარჯვებს და თავის მხრივ, ვერ მოიგებს "გენტი".

დღის მატჩი

"კამპ ნოუ" მადრიდის ტრიუმფატორებს ელის, თანაც, "ბარსას" ჩემპიონთა ლიგაზეც შეუძლია წლევანდელ მიზანს მიაღწიოს და საქმე ბოლო ტურისთვის არ გადადოს. მოკლედ, კატალონიაში შესანიშნავი განწყობაა და იქ "რომას" ელიან. რაფინიამაც კი გაიხარა, რომელიც სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს ტრავმის გამო, უმცროს ალკანტარასთან "ბარსამ" ახალი კონტრაქტი დადო.

უქმეებზე გუნდებს სხვადასხვანაირი განწყობა ჰქონდათ, "ბარსამ" კლასიკოზე "რეალს" 4:0 მოუგო ლუის სუარესის დუბლით, თითო გოლი ნეიმარმა და ანდრეს ინიესტამ გაიტანეს. იტალიაში "რომამ" სტუმრად ვერ მოახერხა "ბოლონიას" დამარცხება - 2:2. მირალემ პიანიჩმა და ედინ ჯეკომ გაიტანეს, ორივემ პენალტით.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ჩვენ ამ მატჩს ვუყურებთ, როგორც საშუალებას, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ უკეთ თამაში შეგვიძლია, ვიდრე ეს "რეალთან" გამოგვივიდა. იმ 4:0-ს, რა თქმა უნდა, ვერ შევადარებ 2009 წლის 6:2-ს, თუმცა ჩვენი გამარჯვებითაც დიდად კმაყოფილნი დავრჩით. "რომასთან" რთულ თამაშს ველით, მეტოქეს გამარჯვება ესაჭიროება, ამიტომ შემტევ ფეხბურთს უნდა ველოდოთ. მოხარული ვარ, რომ ლეო მესი დაბრუნდა".

რუდი გარსია (რომა): "ფეხბურთი ლამაზი თამაშია, რომელშიც ყოველთვის საუკეთესო არ იმარჯვებს. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე გუნდი დაუმარცხებელია. საკუთარი ძალების თუ არ გჯერა, "კამპ ნოუზე" გასვლას და თამაშს არ აქვს აზრი, აუცილებლად წააგებ. ძალიან ბევრი უნდა ვიბრძოლოთ, რომ შანსები მოგვეცეს და მერე ის შანსები გამოვიყენოთ. "ბარსელონას" დამარცხებამ შეიძლება "რომას" ისტორია შეცვალოს".

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი 16 სექტემბერს რომში 1:1 დასრულდა. მაშინ ალესანდრო ფლორენციმ მოედნის ცენტრიდან გაუტანა კატალონიელებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ტერ შტეგენი - ალვეში, პიკე, ვერმალენი, ალბა - ბუსკეტსი, რობერტო, ინიესტა - მესი, სუარესი, ნეიმარი

რომა: შჩესნი - მაიკონი, რიუდიგერი, მანოლასი, დინი - დე როსი - ფლორენცი, ნაინგოლანი, პიანიჩი, ფალკე - ჯეკო

სამშაბათი. 24 ნოემბერი

E ჯგუფი

ბატე-ლევერკუზენი 21:00

დისკვალიფიკაცია: თოფრაქი, პაპადოპულოსი (ლევ)

ტრავმა: როდიონოვი, სტასევიჩი - ჰილბერტი, იედვაი, კისლინგი, რიუ, ბენდერი (?)

ბარსელონა-რომა 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დუგლასი, რაფინია, მასკერანო (?) - კაპრადოსი, ჟერვინიო, სალაჰი, ტოტი, დე როსი (?)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 4 3 1 0 8-2 10

2. რომა 4 1 2 1 10-10 5

3. ლევერკუზენი 4 1 1 2 11-10 4

4. ბატე 4 1 0 3 4-11 3

F ჯგუფი

არსენალი-დინამო ზ. 23:45

დისკვალიფიკაცია: პივარიჩი (დინ)

ტრავმა: არტეტა, კოკლენი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, რემზი, როსიცკი, უოლკოტი, უელბეკი, უილშირი - ანტოლიჩი, შინდელფელდი

ბაიერნი-ოლიმპიაკოსი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბერნატი, გიოტცე, რიბერი, ტ. ალკანტარა, ალაბა (?) - დომინგესი, მანიატისი, ბოტია (?), ბუხალაკისი (?)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 4 3 0 1 13-3 9

2. ოლიმპიაკოსი 4 3 0 1 6-6 9

3. არსენალი 4 1 0 3 6-10 3

4. დინამო ზ. 4 1 0 3 3-9 3

G ჯგუფი

პორტუ-დინამო კ. 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მაიკონი, ბრაჰიმი (?) - ბურდა, კრანჩარი, მოროზიუკი, მიაკუშკო, ვიდა

მაკაბი-ჩელსი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რადონიჩი, ბენ ხაიმი (?) - კურტუა, ფალკაო

თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუ 4 3 1 0 9-4 10

2. ჩელსი 4 2 1 1 7-3 7

3. დინამო კ. 4 1 2 1 5-4 5

4. მაკაბი 4 0 0 4 1-11 0

H ჯგუფი

ზენიტი-ვალენსია 21:00

დისკვალიფიკაცია: ანიუკოვი (ზენ)

ტრავმა: ფაიზულინი - ბარაგანი, მუსტაფი, ნეგრედო, პიატი, როდრიგო, ფუეგო (?)

ლიონი-გენტი 23:45

დისკვალიფიკაცია: გონალონი (ლიონ)

ტრავმა: ფეკირი, კალულუ, გრენიე, ბიშევაცი (?), მალბრანკი (?) - მატონი, პედერსენი, დეპუატრი (?), იოჰანსონი (?), მილიჩევიჩი (?), ვან დერ ბრუგენი (?)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ზენიტი 4 4 0 0 10-4 12

2. ვალენსია 4 2 0 2 5-5 6

3. გენტი 4 1 1 2 4-5 4

4. ლიონი 4 0 1 3 2-7 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
[VIDEO] ენდრიკის ჰეთ-თრიკი - წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" "ლიონთან" დამარცხდა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური რეკორდი დაამყარა
"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს" მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
დამალული ფორვარდი ვერავინ დაინახა - საბერძნეთში სასწაული გოლი გავიდა [VIDEO]
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
ჩემპიონთა ლიგა. VI ტურის წინ: ითამაშებს ხოჭოლავა დღის ცენტრალურ მატჩში?
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"ლივერპულმა" "ოლიმპიაკოსის" მცველი 13 მილიონად შეიძინა
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა