ჯერმინ დეფო პრემიერლიგაში ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-11 ადგილზეა
ჯერმინ დეფო "სანდერლენდის" 21 წლის ფეხბურთელს, დანკან უოტმორს გარეთ ბეილს ადარებს და მიაჩნია, რომ უოტმორს დიდი მომავალი აქვს.

დანკანს, როგორც ფლანგის მოიერიშედ, ასევე ცენტრალურ თავდამსხმელად შეუძლია თამაში და მართლაც ნიჭიერია. მანჩესტერში დაბადებული მოთამაშე 4 წლის განმავლობაში "იუნაიტედის" აკადემიაში ირიცხებოდა, მაგრამ იქ დაიწუნეს და "ოლტრინგემში" გადაბარგდა. სწორედ ამ გუნდში ჰქონდა პროფესიონალური დებიუტი. 2013 წელს იგი "შავმა კატებმა" შეიძინეს, 2014 წელს "ჰიბერნიანში" იყო განათხოვრებული, ახლა კი "სანდერლენდის" შემადგენლობაში იმკვიდრებს თავს. მას ინგლისის 20-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.

"ნახევრად ხუმრობით თუ ვიტყვით, ის ბეილს მაგონებს. როდესაც გარეთი "ტოტენჰემში" გამოჩნდა, ოღონდ კი ბურთი ჩაეგდო და გაქცეულიყო. დანკანიც ასეა, ის ძალიან კარგი ბიჭია. არა მგონია, ახალი კონტრაქტის შესახებ ნერვიულობდეს და ამან შეცვალოს. მას, უბრალოდ, ფეხბურთის თამაში და გუნდისთვის სარგებლის მოტანა უნდა. თუ უოტმორი ბეილის დონეზე ავა, ეს ფანტასტიკური იქნება. ის კლუბის მომავალია" - აღნიშნა დეფომ.

იქამდე კი "სანდერლენდს" სარგებელი თავად ვეტერანმა მოუტანა, მოაგებინა რა "შავ კატებს" "კრისტალ პალასთან" მძიმე მატჩში. გარდა იმისა, რომ დეფომ "სანდერლენდს" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა "ჩაუჯიბა", პირადად მისთვის ეს გოლი 132-ე იყო პრემიერლიგაში და ყველა დროის ბომბარდირთა დავაში იგი მე-11 ადგილზეა. რობინ ვან პერსიმდე, ანუ ათეულში შესვლამდე 12 ბურთიღა რჩება.

"33 წლის ვარ, მაგრამ ასაკი ჯერჯერობით ხელს არ მიშლის. ასე რომ იყოს, ისე ვერ ვითამაშებდი, როგორც ეს "კრისტალ პალასთან" შევძელი. თუ არ მათამაშებენ, არც ამაზე ვბრაზდები, პირიქით, საკუთარ თავზე უფრო მეტს ვმუშაობ, რადგან თუ ფორმაში არ იქნები, როდესაც შანსს მიიღებ, ამ შანსს ვერც გამოიყენებ" - განაცხადა დეფომ.

სხვათა შორის, ეს სემ ელარდაისის საიუბილეო, 150-ე მოგება იყო პრემიერლიგაში, მასზე მეტი გამარჯვება მხოლოდ 4 მწვრთნელს აქვს მოპოვებული - სერ ალექს ფერგიუსონს (528), არსენ ვენგერს (422), ჰარი რედნაპს (236) და დევიდ მოიესს (190).

ფეხბურთელები, რომლებსაც პრემიერლიგაში 100 და მეტი გოლი აქვთ გატანილი:

ფეხბურთელი გოლი

ალან შირერი 260

ენდი კოული 187

უეინ რუნი 187

ფრენკ ლამპარდი 177

ტიერი ანრი 175

რობი ფაულერი 163

მაიკლ ოუენი 150

ლეს ფერდინანდი 149

ტედი შერინგემი 146

რობინ ვან პერსი 144

ჯერმინ დეფო 132

ჯიმი ფლ. ჰასელბაინკი 127

რობი კინი 126

ნიკოლა ანელკა 125

დუაით იორკი 123

სტივენ ჯერარდი 120

იან რაიტი 113

დიონ დაბლინი 111

ემილ ჰესკი 110

რაიან გიგსი 109

პოლ სქოულზი 107

დარენ ბენტი 106

დიდიე დროგბა 104

მეტიუ ლე ტისიე 100

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
პრემიერლიგა. XXXI ტურის ფაქტები და სტატისტიკა: პირველად პრემიერლიგის ისტორიაში
ცრემლიანი ჯერმინ დეფო - ემოციების მოზღვავება "ლაითზე"
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ევროუქმეების შემდეგ. სტატისტიკა და ფაქტები: დარჩა სამი დაუმარცხებელი
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა