მიუხედავად იმისა, რომ ელენე გედევანიშვილმა მოკლე პროგრამაში სეზონის საუკეთესო მიღწევა აჩვენა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა...

მიუხედავად იმისა, რომ ელენე გედევანიშვილმა მოკლე პროგრამაში სეზონის საუკეთესო მიღწევა აჩვენა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ბერნში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოწინავე სამეულში დასამკვიდრებლად, ქართველი სპორტსმენი მეხუთეა პირველი დისციპლინის შემდეგ, თუმცა მედლის შანსს ინარჩუნებს. შეგახსენებთ, რომ ელენე კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია და ბერნშიც ერთ-ერთი ფავორიტის რანგში წარსდგა გულშემატკივართა წინაშე.

უკვე დავწერეთ, რომ ქართველმა კარგად ისრიალა, თუმცა შარშანდელი პირველობისგან განსხვავებით, უკეთ იასპარეზეს მისმა მთავარმა კონკურენტებმა, რომელთაგანაც ელენემ მხოლოდ ევროპის სამგზის ჩემპიონ იტალიელს, კაროლინა კოსტნერს აჯობა.

ქართველმა 53,68 ქულას მოუყარა თავი, აქედან 27,03 ქულა მან ტექნიკურ სეგმენტში მოაგროვა, 26,65 კი - პროგრამულში. პირველი დღის შემდეგ ლიდერობს ფინელი ლამაზმანი კიირა კორპი, რომელსაც საუკეთესო სეზონი აქვს, კორპიმ შესანიშნავად ისრიალა ბერნში და 63,50 ქულა დააგროვა. სხვათა შორის, კორპის შარშან ევროპის ჩემპიონატზე კიდევ უფრო უკეთესი მოკლე პროგრამა ჰქონდა, ელენემ მას თავისუფალში აჯობა და ცხვირწინ ააცალა ბრინჯაოს მედალი. მეორე ადგილზე რუსი ქსენია მაკაროვაა - 60,35 ქულა, მესამეზე კი ვეტერანი მასპინძელი სარა მაიერი - 58,56.

დღეს თავისუფალი პროგრამაა 24 მონაწილეს შორის ელენე ერთ-ერთი ბოლო გამოვა ყინულზე, ის ფინალურ ჯგუფშია, ქართველის შემდეგ მხოლოდ ვიქტორია ჰელგესონი და სარა მაიერი გამოვლენ.

ევროპის ჩემპიონატი. ქალები

მოკლე პროგრამა

1. კიირა კორპი (ფინეთი) 63,50

2. ქსენია მაკაროვა (რუსეთი) 60,35

3. სარა მაიერი (შვეიცარია) 58,56

4. ვიქტორია ჰელგესონი (შვედეთი) 54,70

5. ელენე გედევანიშვილი (საქართველო) 53,68

6. კაროლინა კოსტნერი (იტალია) 53,17

7. მაე მეიტე (საფრანგეთი) 51,61

8. ვალენტინა მარკეი (იტალია) 51,24

9. სარა ჰეკენი (გერმანია) 51,12

10. ირა ვანუ (ბელგია) 50,90

პ.ს. წუხელ ევროპის ჩემპიონატზე დაასრულეს ასპარეზობა ყინულზე ცეკვებში მონაწილე ელისონ რიდმა და ოთარ ჯაფარიძემ. თავისუფალ პროგრამაში ქართულმა წყვილმა 67,87 ქულა მიიღო. ჯამში ჩვენებმა 114,73 ქულა დააგროვეს.

მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა