რაფა და რონალდო პირველები არიან
წუხელ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტური. გუშინდლამდე ცნობილი იყო ხუთი გუნდის ვინაობა, რომლებიც შემდეგ ეტაპზე უკვე გავიდნენ: "ზენიტი", "რეალი", "სიტი", "ბარსელონა" და "ბაიერნი". წუხელ მათ "პარი სენ-ჟერმენი", "ატლეტიკო", "ბენფიკა" და "იუვენტუსი" შეუერთდნენ.

A ჯგუფი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ყოფილ გუნდ "მალმიოს" ერთი გოლი აკმარა, მაგრამ მისმა პარიზელმა თანაგუნდელებმა არ დაინდეს შვედები - 5:0. მადრიდის "რეალი" დონეცკის "შახტარს" 4:0-ს უგებდა და კინაღამ ვერ შეინარჩუნა ამხელა უპირატესობა.

იხილეთ ვიდეო

რაფა ბენიტესის გუნდმა საბოლოოდ 4:3 მოიგო. კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზე ორი გოლი და ორი საგოლე პასია. პორტუგალიელი ლიგის წლევანდელ სეზონში ერთპიროვნული ლიდერია. "რეალი" ისედაც გასული იყო, პსჟ მას მიჰყვა. "სამეფო კლუბმა" პირველი ადგილი გაინაღდა.

იხილეთ ვიდეო

B ჯგუფი

"ვოლფსბურგმა" სტუმრად დაამარცხა მოსკოვის ცსკა და რუსული კლუბი ჯგუფში ჩატოვა. ორივე გოლი გერმანელებმა მეორე ტაიმში გაიტანეს, პირველი მეკარე აკინფეევის ავტოგოლია. ამით მან ანდრე შურლეს დუბლის შესრულება არ დაანება, რადგან 88-ე წუთზე სწორედ შურლემ დაუსვა შეხვედრას წერტილი.

იხილეთ ვიდეო

"ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედმა" ვერ აჯობა პსვ-ს და ძალიან გაირთულა საქმე. ჯგუფში, რუსების გარდა, ყველას აქვს შანსი.

იხილეთ ვიდეო

C ჯგუფი

ლისაბონის "ბენფიკამ" მისთვის უჩვეულო დროსა და უჩვეულო ადგილას ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მატჩი. შესაძლოა, ესეც იყო მიზეზი, რომ უკვე ნახევარი საათის მერე "ასტანა" სენსაციურად იგებდა 2:0-ს. ყაზახებმა ვერ შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება - ეს მათ მექსიკელმა რაულ ხიმენესმა არ დაანებათ.

24 წლის ექსატლეტიკოელმა დუბლი შეასრულა და "ბენფიკას" ქულა გადაურჩინა. ამით "ასტანა" ლიგას დაემშვიდობა, ხოლო "ბენფიკამ" ვერ მიაღწია მიზანს და ადრიანად ვერ გაიფორმა საგზური, თუმცა მას მადრიდულმა მატჩმა უშველა.

იხილეთ ვიდეო

მადრიდში "ატლეტიკომ" "გალათასარაი" ანტუან გრიზმანის დუბლის წყალობით დაამარცხა - 2:0. ამით დიეგო სიმეონეს გუნდმა თავადაც დაიბევა პლეი ოფში ადგილი და "ბენფიკაც" თან გაიყოლა.

ახლა ლისაბონში ეს გუნდები პირველადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ, ხოლო სტამბოლში "გალათასარაი" შეეცდება, არ წააგოს და ევროპალიგაზე მაინც გადაერთოს.

იხილეთ ვიდეო

D ჯგუფი

"სიკვდილის ჯგუფში" მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" ფსკერისკენ "სევილია" წაიყოლა - 4:2 მოუგო და ევროპალიგის საგზურისთვის უპირატესობა შეიქმნა. ლარს შტინდლის ანგარიშზე დუბლია.

იხილეთ ვიდეო

ტურინში "იუვენტუსმა" 1:0 მოუგო "სიტის" დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში. გამარჯვების გოლი მარიო მანჯუკიჩის ანგარიშზეა. "ბებერმა ქალბატონმა", "სიტის" მსგავსად, გაიფორმა პლეი ოფის საგზური და თან უშუალო კონკურენტს პირველი ადგილისთვის ბრძოლაში 2 ქულით გადაასწრო.

იხილეთ ვიდეო

25 ნოემბერი

A ჯგუფი

მალმიო-პსჟ 0:5

გოლები: 0:1 რაბიო (3), 0:2 დი მარია (14), 0:3 იბრაჰიმოვიჩი (49), 0:4 დი მარია (68), 0:5 მოურა (82)

მალმიო (4-4-2): ვილანდი - ტინერჰოლმი, ბენგსტონი, ბრორსონი, კონატე - როდიჩი (60. ელკრემი), ადუ (81. რაკიპი), ლევიცკი, ბერგეტი - როზენბორგი, დურდიჩი (69. კრუნი)

პსჟ (4-3-3): ტრაპი - ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - რაბიო, მოტა (69. მოურა), მატუიდი - დი მარია (69. სტამბული), კავანი, იბრაჰიმოვიჩი (85. აუგუსტინი)

გაფრთხილება: როზენბორგი (მალმიო)

კუთხური: 7-4; ჯარიმა: 9-6; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 6-12 (3-6); ბურთის ფლობა: 42%-58%

მაყურებელი: 24 000

შახტარი-რეალი 3:4

გოლები: 0:1 რონალდო (18), 0:2 მოდრიჩი (50), 0:3 კარვახალი (52), 0:4 რონალდო (70), 1:4 ტეიშეირა (77-პენ.), 2:4 დენტინიო (83), 3:4 ტეიშეირა (88)

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - კობინი, ორდეცი, რაკიცკი, აზევედო (64. დენტინიო) - სტეპანენკო, ფრედი - მარლოში (62. ტაისონი), ტეიშეირა, ბერნარდი - გლადკი (74. ფერეირა)

რეალი (4-3-3): კასილია - კარვახალი, პეპე, ვარანი (33. დანილო), ნაჩო - მოდრიჩი (62. კროოსი), კაზემირო, კოვაჩიჩი - ისკო, ბეილი (71. ბენზემა), რონალდო

გაფრთხილება: სტეპანენკო - კარვახალი, დანილო

კუთხური: 3-4; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 9-14 (5-9); ბურთის ფლობა: 45%-55%

მაყურებელი: 34 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 5 4 1 0 11-3 13

2. პსჟ 5 3 1 1 10-1 10

3. შახტარი 5 1 0 4 7-12 3

4. მალმიო 5 1 0 4 1-13 3

ბოლო ტური

8 დეკემბერი:

პსჟ-შახტარი, რეალი-მალმიო.

B ჯგუფი

ცსკა-ვოლფსბურგი 0:2

გოლები: 0:1 შურლე (67), 0:2 შურლე (88)

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდესი, ა. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი (46. ვასინი), ნაბაბკინი (75. ნატხო) - ძაგოევი (90. პანჩენკო), ვერმბლუმი - ტოშიჩი, მილანოვი, მუსა - დუმბია

ვოლფსბურგი (4-4-2): ბენალიო - ტრაში, ნალდო, დანტე, შაფერი - ვიეირინია, გილავოგი, არნოლდი, კალიჯური (61. შურლე) - დოსტი (86. ბენდტნერი), კრუზე (81. იონგი)

გაფრთხილება: ფერნანდესი, ვერმბლუმი, მუსა, ნატხო (ცსკა)

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 9-6; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 10-9 (5-4); ბურთის ფლობა: 45%-55%

მაყურებელი: 16 000

მანჩესტერი-პსვ 0:0

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დარმიანი (85. მატა), სმოლინგი, ბლინდი, როხო - შნეიდერლინი, შვაინშტაიგერი (58. ფელაინი) - ლინგარდი, რუნი, დეპაი (59. იანგი) - მარსიალი

პსვ (4-3-3): ზოეტი - არიასი, ბრუმა, ბორენო, ბრენეტი - გუარდადო, პროპერი, ჰენდრიქსი (60. ისიმატი) - ნარსინგი (18. პერეირო), ლოკადია, დე იონგი

გაფრთხილება: ლინგარდი - არიასი, დე იონგი

კუთხური: 9-3; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 10-8 (7-4); ბურთის ფლობა: 58%-42%

მაყურებელი: 75 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. ვოლფსბურგი 5 3 0 2 6-4 9

2. მანჩესტერი 5 2 2 1 5-4 8

3. პსვ 5 2 1 2 6-6 7

4. ცსკა 5 1 1 3 4-7 4

ბოლო ტური

8 დეკემბერი:

ვოლფსბურგი-მანჩესტერი, პსვ-ცსკა.

C ჯგუფი

ასტანა-ბენფიკა 2:2

გოლები: 1:0 ტვუმასი (19), 2:0 ანიჩიჩი (31), 2:1 ხიმენესი (40), 2:2 ხიმენესი (72)

ასტანა (4-4-2): ერიკი - ილიჩი, პოსტნიკოვი, ანიჩიჩი, შომკო - ტვუმასი (90+1. დედეჩკო), კანასი, მაქსიმოვიჩი, კეტევოამა (87. ჟუკოვი) - კაბანანგა (84. შჩეტკინი), მუჟიკოვი

ბენფიკა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - სილვიო (65. ალმეიდა), ლოპესი, ჟარდელი, ელიზეუ - სანჩესი, სამარისი (65. ტალისკა) - გუედესი, ჟონასი (80. კრისტანტე), პიცი - ხიმენესი

გაფრთხილება: კანასი, შჩეტკინი - ხიმენესი, ლოპესი, ჟონასი

კუთხური: 3-4; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11-17 (5-8); ბურთის ფლობა: 42%-58%.

მაყურებელი: 15 089

ატლეტიკო-გალათასარაი 2:0

გოლები: 1:0 გრიზმანი (13), 2:0 გრიზმანი (65)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - გამესი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ფერეირა-კარასკო (71. ოლივერ ტორესი), ტიაგო (75. საული), გაბი, კოკე - გრიზმანი (68. ვიეტო), ტორესი

გალათასარაი (4-2-3-1): მუსლერა - დენაიერი (25. ადინი), შეჯუ, კაია, ბალთა (78. გიუმიუში) - კისა (63. უმუთ ბულუთი), კარაჯანი - სარიოღლუ, სნეიდერი, იოზთექინი - პოდოლსკი

გაფრთხილება: - ადინი

კუთხური: 8-3; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 25-3 (12-1); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 35 753

თ მ ფ წ ბ ქ

1. ატლეტიკო 5 3 1 1 9-2 10

2. ბენფიკა 5 3 1 1 9-6 10

3. გალათასარაი 5 1 1 3 5-9 4

4. ასტანა 5 0 3 2 4-10 3

ბოლო ტური

8 დეკემბერი:

ბენფიკა-ატლეტიკო, გალათასარაი-ასტანა.

D ჯგუფი

იუვენტუსი-სიტი 1:0

გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (18)

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, სტურარო, მარკიზიო, პოგბა, ალექს სანდრო (78. ევრა) - დიბალა (82. კუადრადო), მანჯუკიჩი (55. მორატა)

სიტი (4-1-4-1): ჰარტი (81. კაბალიერო) - სანია, დემიკელისი, ოტამენდი, კლიში - ფერნანდო - ხესუს ნავასი, იაია ტურე, ფერნანდინიო (60. დელფი), დე ბრუინი — აგუერო (69. სტერლინგი)

გაფრთხილება: - ფერნანდინიო, ხესუს ნავასი, სანია

კუთხური: 2-8; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12-13 (5-2); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 33 900

გლადბახი-სევილია 4:2

გოლები: 1:0 შტინდლი (29), 2:0 ჯონსონი (68), 3:0 რაფაელი (78), 3:1 ვიტოლო (82), 4:1 შტინდლი (83), 4:2 ბანეგა (91-პენ.)

გლადბახი (4-4-2): ზომერი - კორბი, კრისტენსენი, ნორდტვეიტი, ვენდტი - ტრაორე (13. დრმიჩი), დაუდი (79. შულცი), ჯაკა, ჯონსონი (87. ელვედი) - შტინდლი, რაფაელი

სევილია (4-2-3-1): სერხიო რიკო - კოკე (82. მარიანო), რამი, კოლოჯეიჩაკი, ტრემულინა - კრიხოვიაკი, კრონ-დელი (64. ნ’ზონზი) - ვიტოლო, ბანეგა, კონოპლიანკა — გამეირო (76. ლორენტე)

გაფრთხილება: დაუდი, დრმიჩი - ბანეგა

კუთხური: 6-8; ჯარიმა: 9-3; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 27-16 (13-7); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 45 177

თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 5 3 2 0 6-2 11

2. სიტი 5 3 0 2 8-6 9

3. გლადბახი 5 1 2 2 6-8 5

4. სევილია 5 1 0 4 7-11 3

ბოლო ტური

8 დეკემბერი:

სიტი-გლადბახი, სევილია-იუვენტუსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო - საოცარი ამბავი "ბენფიკას" მატჩში - გახსენება [VIDEO]
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"დორტმუნდმა" იულიან ვაიგლი 20 მილიონად გაყიდა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"ბენფიკას" მწვრთნელი: 20 მილიონი რომ ვღირდე, ცოლი გასაყიდად გამომიტანდა
თურქული კლუბი მაკარიძეს ემუქრება: არ ჩამოვა და...
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
A bola: "სპორტინგსა" და "ბენფიკას" მაკარიძე სურთ - "ვიტორიამ" ქართველს ფასი დაადო
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა