"დალას მავერიკსი" თანაშტატელ "სან ანტონიოს" ეწვია და "სპურსთან" დაძაბულ ბრძოლაში - 83:88 წააგო
ზედიზედ შესრულებული 4 ორმაგი დუბლის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ წარმატებული სერია შეწყვიტა.

"დალას მავერიკსი" თანაშტატელ "სან ანტონიოს" ეწვია და "სპურსთან" დაძაბულ ბრძოლაში - 83:88 წააგო.

მატჩი ქართველი ცენტრისთვის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე უშედეგო გამოდგა. ზაზამ 4 ქულა მიითვალა და მოედანი მოხსნის გარეშე დატოვა.

"სან ანტონიო" დაცვით კალათბურთს ქადაგებს და კარგადაც მისდევს. გრეგ პოპოვიჩის გუნდის დაცვითი მარწუხები საკუთარ თავზე გამოსცადა ფაჩულიამ, რომელმაც მოედანზე გატარებულ 21 წუთში, როგორც აღვნიშნეთ, ფარიდან ასხლეტილი ბურთი ვერ მოიხელთა და მხოლოდ 4 ქულას დასჯერდა. ფაჩულიამ 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

დალასელთა შორის საუკეთესო იყო დირკ ნოვიცკი, რომელმაც 14 ქულა დააგროვა.

უშუალო კონკურენტთან მარცხმა დალასელები "სან ანტონიოს" დასავლეთ კონფერენციის ცხრილში დააშორა. 9 მოგებითა და 7 მარცხით ფაჩულიას გუნდი მე-5 ადგილზე დაქვეითდა და "მემფისს" ხომ გაუთანაბრდა, "ოკლაჰომა" წინ გაექცა.

"დალასი" მორიგ მატჩს ჩვენი დროით 29 ნოემბრის დილის 5:30 საათზე, "დენვერ ნაგეტსთან" შინაურ არენაზე გამართავს.

მოხსნების ნომინაციაში მთელ ლიგაში 9 ორმაგი დუბლით კვლავ მესამეზეა ზაზა ფაჩულია, რომელსაც 4 მდევრიდან - დემარკუს ქაზენსი, კარლ-ენტონი თოუნსი, დეანდრე ჯორდანი, კევინ ლავი - ეს უკანასკნელი წამოეწია. დღესვე კევინ ლავმა "ტორონტოსთან" წაგებულ მატჩში 21 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, რაც მისი მე-9 "დაბლ-დაბლი" გახლდათ ამ სეზონში.

რაც შეეხებათ მოწინავეებს, ანდრე დრამონდმაც და რასელ ვესტბრუკმაც ორმაგი დუბლები მიითვალეს და ფაჩულიასთა სხვაობა, შესაბამისად, 5 და 2 ერთეულით გაზარდეს.

იხილეთ ვიდეო: დალასი - სან ანტონიო 83:88

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

jaba
ორმაგს რომ ვერ დადებდა პოპოვიჩის ბიჭებთან,მოსალოდნელი კი იყო,მაგრამ ასეთ მწირქულიან შეხვედრაში,ბევრი აცილებების ფონზე 0 მოხსნა ცოტა უცნაურია ცენტრისთვის.რა შეიძლება ითქვას?ხდება ხოლმე...
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ