რუსული პრემიერლიგის განვლილ ტურს ერთი მთავარი გმირი ჰყავდა და ის საქართველოს ნაკრების 29 წლის მეკარე იყო
რუსული პრემიერლიგის განვლილ ტურს ერთი მთავარი გმირი ჰყავდა და ის საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მეკარე გიორგი ლორია გახლდათ. ლორია დიდებულად გაისარჯა ცსკა-სთან მატჩში, სამარის "კრილია სოვეტოვმა" კი ქართველი მეკარის არნახული თამაშით სენსაციური საგარეო გამარჯვება მოიპოვა...

გიორგისთვის კარგი თამაში კიდევ ერთი ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი - ის "კრილიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას ცდილობს. მას რუსულ კლუბში ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოუხდა მისვლა და შესაძლებლობების დამტკიცება თავიდან უწევს.

"ლელო" ლორიას სამარაში შეეხმიანა...

- პირველ რიგში, ცსკა-სთან მატჩი შეაფასეთ. ფაქტია, "კრილია სოვეტოვის" გამარჯვებას ბევრი არ ელოდა...

- რთული თამაში იყო, რადგან ცსკა ძალიან ძლიერი გუნდია, ცხრილის სათავეში დგას, ჩემპიონთა ლიგაშიც თამაშობს, შესანიშნავადაა დაკომპლექტებული და მცოდნე მწვრთნელი ხელმძღვანელობს.

ამას დაემატა ჩვენი პრობლემები. საქმე ისაა, რომ თვითმფრინავის გაუმართაობის გამო წინა დღით ვერ გავფრინდით მოსკოვში. დავბრუნდით ჩვენს ბაზაზე და მეორე დილას, გამთენიისას, ხუთ საათზე მოგვიხდა ადგომა. გამოუძინებლები ვიყავით. მერე ფრენა, თამაში... მოკლედ, პრაქტიკულად, არც გვიძინია, ისე გავედით სათამაშოდ.

- ფეხბურთზე მწერალმა ყველა რუსულმა გამოცემამ სიმბოლურ ნაკრებში შეგიყვანათ. რა ჩაიდინეთ ასეთი? არ იშურებენ ეპითეტებს - "გმირი", "ბრწყინვალე", "ლორიას 3 ქულა"...

- ძალიან გამახარა ამ აღიარებამ. რაც შეეხება ჩემს თამაშს, მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. გავაკეთე ის, რაც მეკარემ უნდა გააკეთოს. მეკარე იმიტომ არის, რომ გუნდი გადაარჩინოს.

- წესით, ამ მატჩის შემდეგ უნდა დაიხუროს თემა, ვინ არის "კრილიაში" ნომერი პირველი მეკარე. გუნდის ბელგიელ მთავარ მწვრთნელთან, ფრენკი ვერკოტერენთან ხომ არ გისაუბრიათ ამ თემაზე?

- არა, მწვრთნელთან ამაზე არ მილაპარაკია. ისე, ერთი თამაშით არ წყდება ყველაფერი. მთავარია სტაბილურობა.

- როგორ ფიქრობთ, რა არის "კრილია სოვეტოვის" საამსეზონო მიზანი?

- ალბათ, რუსეთის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება.

- დაბოლოს, უნდა გთხოვოთ უკანასკნელი ორი სანაკრებო მატჩის შეფასება...

- ვფიქრობ, ალბანეთში ცუდად არ გვითამაშია. ბოლო წუთებზე დააღწიეს მარცხს თავი მასპინძლებმა... რაც შეეხება ესტონეთთან შეხვედრას... მხოლოდ ერთი დღის შეკრებილი იყო გუნდი და ჩემი აზრით, ამანაც განაპირობა, თამაში რომ არ გამოგვივიდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგენი
ლორიას ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია...მაგრამ ცსკამ საკუთარ მოედანზე რომ წააგო ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის მებრძოლ "კრილია სოვეტოვთან"- ლორიას დამსახურების გაბუქვა ცსკას ერთგვარი გამართლების მცდელობაა. ფაქტია,რომ აკინფეევი მიუტევებელ შეცდომებს უშვებს(ვინც უყურა,დამეთანხმება,რომ ვოლფსბურგთანაც ასე იყო)იმ ორი ბურთის აღებაც შეეძლო "კრილიასთან",სწორად რომ ემოქმედა.განსაკუთრებით პირველ შემთხვევაში:უაზროდ გამოვარდა კარიდან ... ამ ფონზეც ლორია შესანიშნავად გამოიყურებოდა და რუსებმაც დაუჶასეს...თან ცსკას გამართლების მიზნით მაქსიმალურად გაბუქეს...
odala
არც ერთი რთული ბურთი არ მოუგერიებია მე რაც ვნახე ვიდეოში. ისე მართლა კარგი მეკარეა ლორია. მაგრამ ამათ რომ ნამეტანი იციან ეგეც ფაქტია. 1 კვირაა წაიღეს ტვინი. არა და მართლა არაფერი ისეთი არ ყოფილა. ცსკა-ს ჩემპიონთა ლიგაში უმნიშვნელოვანესი თამაში ჰქონდა და ვერ განეწყო ეტყობა ამ მატჩისთვის. ასე ავარდებიან, აფრინდებიან ხოლმე ერთ პატარა წარმატებაზე და მერე წარუმატებლობა რომ მოყვება არიან გლოვაში.
xalxo
რუსი ჟურნალისტებიც ზედმეტად აქებენ?
gio
როგორ უყვართ რა ეს გაბუქება ერთი ბურთის აღებით. ესტონეთმა რო შეგვისრულა 3 გოლი მაშინ აეღო
Gio
ეს ჟურნალისტები აფუჭებენ ფეხბურთელებს. რა იყო მანდ არ ნახული? ცსკამ ვერ ითამაშა და გიორგიმ ერთი კარგი ბურთი აიღო. დანარჩენი სახიფათო არაფერი ყოფილა. ამაზე ბევრად მაგარი თამაშები აქვს ლორიას.
Tbiliseli
ნუ დაგვღალეთ რა ამ უვიცობით ქართველმა ჟურნალისტებმა. ერთადერთი არა ის :)))) 2 გოლი გაიტანა ამათმა ფორვარდმა და 1 ბურთის აღებით მთავარი გმირი გახდა ლორია?!
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" დაბრუნდა და ახალი კონტრაქტი გააფორმა
გიორგი ლორია მახაჭყალის "ანჟიში" იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
ანანიძეს კალთებს ახევენ - "კრილია სოვეტოვი" არ ეშვება
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ჯანო ანანიძე ტურის ანტისიმბოლურში მოხვდა
რომანცევი: იღბლის თვალსაზრისით "სპარტაკი" ანანიძის გუნდი არ იყო
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
გიორგი ლორიამ ამხანაგურ შეხვედრაში ხუთი გოლი გაუშვა
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა