"ის ლამარკუს ოლდრიჯმა და ტიმ დანკანმა დაჩაგრეს"
ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიკსმა" 83:86 დათმო სტუმრად "სან ანტონიოსთან", ქართველმა ცენტრფორვარდმა კი ორმაგი დუბლების 4-მატჩიანი სერია შეწყვიტა.

ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლების სერია "სპურსთან" შეწყვიტა [VIDEO]

აი, რას წერს rotoworld.com ზაზას თამაშზე:

"ზაზა ფაჩულიამ თამაშის დასაწყისშივე მიიღო პერსონალური ფოლები და ვერაფრით შეძლო თავის წარმოჩენა. მან მატჩი 21 წუთში სულ რაღაც 4 ქულითა და 1 დაკარგვით დაასრულა.

ამ საღამოს ფაჩულიას არ ჰქონდა არც ერთი მოხსნა, პასი და დაფარება. ეს, რა თქმა უნდა, მისი უარესი თამაშია სეზონში. "დალასის" ცენტრმა ჯეივილ მაკგიმ 16 წუთი ითამაშა "სან ანტონიოსთან", მაგრამ ეს არ იყო ზაზას ცუდი თამაშის მიზეზი, უფრო შედეგი გახლდათ.

ზაზამ 4-მატჩიანი ორმაგი დუბლების სერია შეწყვიტა, რომლის განახლებასაც 26 ნოემბერს, შინ "დენვერთან" შეეცდება.

mavsmoneyball.com "სან ანტონიოსთან" მარცხის 6 მიზეზზე საუბრობს, რომელთაგანაც ერთი ზაზას ცუდი თამაშია.

"ზაზას უცუდესი საღამო "დალასის" მაისურით - მან თავადვე ჩაიგდო თავი გასაჭირში თავიდანვე, როცა ორჯერ დაჯარიმდა. სულ მოედანზე სადღაც 20 წუთი გაატარა და არც ეს 20 წუთი იყო ეფექტიანი. ოთხი ქულა და არც ერთი მოხსნა ამაზე მეტყველებს. ზაზა ლამარკუს ოლდრიჯმა და ტიმ დანკანმა დაჩაგრეს", - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ მისმა კონკურენტმა გუნდში მაკგიმ 16 წუთში 9 ქულა და 6 მოხსნა გააკეთა და შექებაც დაიმსახურა.

ამ ჩავარდნის გამო ზაზას საშუალო მაჩვენებელი 10-მოხსნიან ზღვარს ჩამოსცდა - ჩვენებური მატჩში საშუალოდ 10,4 ქულას და 9,4 მოხსნას აკეთებს.

შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ჯეიმსის ისტორიული მატჩი - "ლეიკერსმა" "იუტა" დაამარცხა [VIDEO]
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ლუკას ისტორიული მაჩვენებელი და გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან" [VIDEO]
ლუკას 43 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა, "კლიპერსს" ლეონარდმა ულიდერა [VIDEO]
"კლიპერსმა" "დალასი" რის ვაი-ვაგლახით დაამარცხა
ტიმ დანკანი MMA-ის მებრძოლი ხდება?
ასეთი მეორე აღარ იქნება: ტიმ დანკანის წასვლის გამოხმაურება
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "უორიორზის" სერია, "ვაშინგტონის" ტიტული
NBA. 18 დეკემბერს დანკანს დააფასებენ
27-ქულიანი ქამბექი და გამარჯვება - "ლეიკერსმა" "დალასი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
გოგა ბითაძემ იაო მინისა და ტიმ დანკანის მიღწევა გაიმეორა!
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ლუკას საოცარი მატჩი - 50 ქულა და 10 ასისტი [VIDEO]