90-იანი წლების მსოფლიოს რაგბის ახალზელანდიელი ვარსკვლავი თბილისში საქართველოს რაგბის კავშირის მოწვევით იმყოფება

90-იანი წლების მსოფლიოს რაგბის ვარსკვლავი, ახალზელანდიელი შონ ფიცპატრიკი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს შეხვდა.

ფიცპატრიკი საქართველოში რაგბის კავშირის მოწვევით იმყოფება. იგი პირველი მსოფლიოს მეგავარსკვლავია, რომელიც გამოეხმაურა საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივას, შეიქმნას მსოფლიოს რაგბის ცნობილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული საქართველოს რაგბის კავშირის მრჩეველთა საბჭო. საბჭომ საქართველოში სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.

შონ ფიცპატრიკი თბილისში ჩამოვიდა და შეხვდა რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გია ნიჟარაძესაც. როგორც შონ ფიცპატრიკმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია, იყოს საქართველოს ელჩი მსოფლიოს სარაგბო სამყაროში და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული რაგბის პოპულარიზაციას.

"ბოლო წლებში დამტკიცდა, რომ საქართველოში რაგბი ვითარდება და დიდი პოტენციალი აქვს", - აღნიშნა მან.

მინისტრთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ნარკების მთავარი მწვრთნელი რიჩარდ დიქსონი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძეც.

შონ ფიცპატრიკი ახალი ზელანდიის ნაკრების All blacks-ის ღირსებას 12 წლის განმავლობაში იცავდა. მას ნაკრების შემადგენლობაში 121 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან ერთმანეთის მიყოლებით მას ნათამაშები აქვს 63 ტესტ-მატჩი, რაც მსოფლიოს სარაგბო სამყაროს რეკორდია.

ამჟამად შონ ფიცპატრიკი ინგლისში ცხოვრობს და წამყვან ტელეკომპანიებთან, "ბი-ბი-სი"- სთან და "სქაი სპორტთან" თანამშრომლობს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა