არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, ვეტერანი და სუპერლიგის კალათბურთელების მონაწილეობით, ამხანაგური მატჩი გაიმართა
არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, ვეტერანი და სუპერლიგის კალათბურთელების მონაწილეობით, ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით განხორციელდა.

საკალათბურთო მატჩს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე დაესწრნენ.

პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მსგავსი აქტივობების განხორციელება მსჯავრდებულების/ბრალდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, არასრულწლოვნებისთვის.

"არასრულწლოვნებს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდებათ. ამიტომ ღონისძიებას ერთჯერადი სახე არ ექნება და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. კედელი, რომელიც აქ არის აღმართული. ძალიან მალე დაინგრევა და ისინი გარეთ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად გავლენ", - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, მიხეილ გაბრიჩიძის თქმით, ფედერაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

როგორც გაბრიჩიძემ განმარტა, უახლოეს პერიოდში არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში კალათბურთში ტურნირი ჩატარდება, გამარჯვებულ გუნდს კი შესაძლებლობა ექნება, საქართველოს სუპერლიგის ფინალურ მატჩს დაესწროს.

"ჩვენ გვაქვს სურვილი და მზადყოფნა, არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მასტერკლასი ჩავუტაროთ. უხლოეს მომავალში შევადგენთ გეგმას სამი-სამზე კალათბურთში ჩემპიონატის ჩასატარებლად, შეჯიბრებაში გამარჯვებულ გუნდს კი საქართველოს ჩემპიონატზე დასწრების შესაძლებლობა ექნება", - განაცხადა მიხეილ გაბრიჩიძემ.

კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სტუმრობისას შენობაში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.

ღონისძიების დასასრულ, სპორტსმენებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საჩუქრად ბურთები და მაისურები გადასცეს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
ციხიდან პირდაპირ... ფეხბურთში! "ცხუმმა" ყოფილ პატიმარს კონტრაქტი გაუფორმა
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს