ავალიანის დღევანდელი გამოსვლა ჩვენი ნაკრების ერთადერთი ნათელი წერტილი გამოდგა
მოლოდინისამებრ, ძიუდოისტთა წლევანდელი მსოფლიოს თასი არც ისე ძლიერი გამოდგა – 26 უცხოური გუნდი კი ჩამოვიდა, მაგრამ ამათგან რამდენიმე მხოლოდ მსაჯ-დელეგატთა დონეზეა წარმოდგენილი, უშუალოდ ჭიდაობაში კი 21 გუნდი მონაწილეობს. ვარსკვლავთა დეფიციტს ადრევე შევეგუეთ და მაინცდამაინც შთამბეჭდავი არც მონაწილეთა რაოდენობაა – ამაზე თუნდაც ისიც მეტყველებს, რომ თბილისის სპორტის სასახლეში მხოლოდ ორი ტატამია გაშლილი. სამწუხაროდ, არც შედეგები გვაქვს დასაკვეხნი – დღეს მხოლოდ ერთი ოქრო მოვიპოვეთ. მართალია, უბრწყინვალესი გდებით, მაგრამ რაოდენობა მეტად მწირია. თუმცა ტურნირის პირველ დღეს ყველაზე მეტი გაკვირვება მსაჯობამ გამოიწვია – რამდენიმე ჩვენებურის წაგება, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა.

საქართველოს ნაკრებს ეს ერთადერთი მედალი ნაკრების წინა ფორმაციის ხელმძღვანელთაგან მოკვეთილმა ამბაკო ავალიანმა (73) მოუტანა. მან აქ ჭიდაობა საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებით დაიმსახურა, ახლა კი იმდენად ძლიერად იჭიდავა, ალბათ, ბევრი არც მოელოდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ 5-დან ოთხი შეხვედრა წმინდად მოიგო – პირველ წრეში სომეხ რობერტ ვარდანიანთან (გაფრთხილებებით მოახსნევინა), უკრაინელ დმიტრო ბაბიჩუკთან, საქართველოდან წასულ ებრაელ იოსებ ფალელაშვილთან და ფინალში ბელარუს ალექსეი რომანჩუკთან სულ რაღაც 37 წამში. მას ყველაზე მეტად ნახევარფინალში გაუჭირდა უკრაინელ ევროპის ჩემპიონ ვოლოდიმირ სოროკასთან, რომელსაც იუკოთი სძლია.

ავალიანის დღევანდელი გამოსვლა ჩვენი ნაკრების ერთადერთი ნათელი წერტილი გამოდგა. დღეს ოთხმა ჩვენებურმა ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა, მაგრამ წარუმატებლად, თუმცა რამდენიმე შეხვედრის შედეგი ფრიად საეჭვოა. განსაკუთრებით გვაეჭვებს შალვა ქარდავასა და რუსი დენის ლავრენტიევის (66) შეხვედრა ბრინჯაოსთვის, პაატა მერებაშვილის და ლატვიელ ანდრეას მაჯერსის (60) ორთაბრძოლა ასევე ბრინჯაოსთვის და საქართველოს ჩემპიონ თენგიზ პაპოშვილის შერკინება თურქ ომერ იამანთან პირველ წრეში. ქარდავას გდება რუსთან ძალიან ჰგავდა იპონს, მაგრამ მხოლოდ ვაზარით შეაფასეს. სამწუხაროდ, მერე მოხდა ის, რისიც, ალბათ, დარბაზში ყველას ეშინოდა – ჩვენებურმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და იპონით წააგო.

მერებაშვილის შეხვედრაში საეჭვო მეტოქისთვის ჩათვლილი პირველი ვაზარია, თორემ ამავე რანგის მეორე ილეთი საეჭვო არცაა. აი, პაპოშვილის წაგება კი ბევრად მძიმე შემთხვევაა – თავდაპირველად იპონი ჩვენებურს მისცეს, მაგრამ მსაჯებმა ჩვენება მალევე შეცვალეს, გაოგნებული პაპოშვილი კი კარგა ხანს არ გადიოდა ტატამიდან. ყველა ამ სამწუხარო ეპიზოდზე საბოლოო სიტყვა მსაჯებმა უნდა თქვან. ალბათ, ჩანაწერებს საგანგებოდაც გაარჩევენ, მაგრამ დასაფიქრებელი სხვა რამეა – ალბათ, უმრავლეს ტურნირებში მსგავს საკამათო ეპიზოდებში მსაჯები მასპინძელთა გამარჯვებას დააფიქსირებდნენ, რადგან მეტოქეთა უპირატესობა არ იყო იმდენად თვალსაჩინო. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში ასე არ ხდება, რამაც 2009 წელს თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატი და 90-ის ფინალი გაგვახსენა, როცა მსაჯებმა ვალერი ლიპარტელიანის წინააღმდეგ ბელარუს ანდრეი კაზუსიონაკს ასევე ძალზე საეჭვო გდებისთვის მისცეს იპონი. მსაჯები როცა სახლში ამდენს გვიკეთებენ, უცხოეთში რაღაც გვიზამენ!

რაც შეეხევა ბრინჯაოსთვის მებრძოლ კიდევ ორ ქართველს – დავით ასუმბანსა (60) და ზვიად ბაზანდარაშვილს (73), ორივემ წააგო და აქ მსაჯებს ვერაფერს დავაბრალებთ.

ამ შეჯიბრების პარალელურად, ზუსტად ანალოგიური რანგის ტურნირი ქალებისთვის სოფიაში ტარდება, სადაც სამი ქართველი იბრძვის. ჩვენებურთაგან დღეს მხოლოდ შორენა შარაძემ (63) იჭიდავა, თუმცა პირველივე შეხვედრაში რუს ანასტასია ბელოივანოვასთან დამარცხდა.

სოფიაშიც და თბილისშიც დანარჩენი წონების წარმომადგენლები ხვალ იჭიდავებენ.

GiorgiI
ქართველი კაცი რომ რუსეთის ჰიმნზე ფეხზე ადგება და პატივს სცემს, მე მგონი რაღაც ვერ არის კარგად... რაღა უნდა გაგვიკეთონ რუსებმა ამაყე მეტი, არ ვიცი...
shevecirusetishimns
რა შეიკიკინეთ ამ რუსეთის ჰიმნით? არ ... რუსეთსაც და მის ჰიმნსაც, მე იმ ქართველს რა ვუთხარი, ვინც რუსეთის ჰიმნს პატივს სცემს ფუი
zaza
ჰიმნს რომ პატივს არ სცემ,ამით შენს უკულტურობას ამჟღავნებ.რადგან კაცი სტუმრად მიიღე საკადრისი მასპინძლობაც უნდა გაუწიო.მაგრამ ამათ არც სტუმარ-მასპინძლობის იციან რაიმე და არც სხვა ღირსება გააჩნიათ. ჭრიკიშვილს ვულოცავ!ეგ ბიჭი შორს წავა ტუ მოინდომებს.
giorgi
გილოცავთ ჭრიკიშვილის ოქროს, კარბელაშვილის ვერცხლა და ხანჯალიაშვილის ბრინჯაოს, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა ოქრო ყოფილიყო. და სირცხვილი მათ დღეს საღამოს, ვინც რუსეთის ჰიმნის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა. რა დააშავა მიხაილინმა, კოსტაევმა? სპორტსმენი რა შუაშია, თუკი რუსეთის სახელმწიფოა აგრესორი? საქართველოს გარეთ თუ ასევე მოგვექცევიან, ხომ გვეწყინება? სხვათა შორის, მიხაილინი ბრწყინვალე სპორტსმენი, პიროვნება და ქართველი მოჭიდავეების მეგობარია... უკუდო პატრიტიზმი კატასტროფამდე მიგვიყვანს...
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
[VIDEO] კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქის ბარიერი ადვილად დაძლია და ალმათის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
"ვაპირებ, თავი მოვაგლიჯო და სხეული დავულეწო, სახეს გავუნაყავ!" - დვალიშვილი იანთან მომავალ დაპირისპირებაზე
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია