რონალდო, მესამე ევროპაში და მესამე ესპანეთში
* ამ სეზონში "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ყველა თამაში მოიგო.

* ჟერარდ პიკემ ლა ლიგაში მე-200 მატჩი ჩაატარა.

* "ბეტისის" გერმანელი მცველი ჰაიკო ვესტერმანი გააძევეს, ეს 32 წლის ფეხბურთელისთვის კარიერაში (თითქმის 500 მატჩში) პირველი გაძევებაა.

* კრიშტიანო რონალდომ კარიერაში მეასე პენალტი (აქ მატჩისშემდგომი პენალტების სერიაც ითვლება) დაარტყა. 100-დან პორტუგალიელმა 86 გოლად აქცია.

* კრიშტიანო რონალდო ევროპის ტოპ-5 ლიგაში მესამე ადგილზე გავიდა 318 გოლით. წინ მხოლოდ გერდ მიულერი (365 გოლი) და ჯიმი გრივზია (366), ის მესამე გახდა პრიმერაშიც (234), დაეწია რა უგო სანჩესს. წინ არიან: ტელმო ზარა (253) და ლეო მესი (289).

როდესაც სამიდან ერთი ვერ გაიტანს, შეუსრულებელი მისიის შეგრძნება რჩება - ლუის ენრიკეს ეს სიტყვები ნეიმარს, სუარესსა და მესის ეხება - შაბათს სამივემ გაიტანა, მისიაც შესრულებულია - "ბარსა" ისევ ერთპიროვნული ლიდერია და ყველას ანადგურებს, ვინც წინ დაუდგება.

ლა ლიგის ლიდერი

"ბეტისი" სტუმრად ლა ლიგის საუკეთესო გუნდია! სევილიელებმა სევილიის გარეთ 14 ქულა მოიპოვეს. ტური სწორედ მათი მოგებით გაიხსნა ვალენსიაში, სადაც ანდალუსიის დედაქალაქის მეორე გუნდმა "ლევანტეს" 1:0 მოუგო.

მატჩი ახალი დაწყებული იყო, როცა ხოაკინი ჩვეული სისხარტით შეიჭრა საჯარიმოში, რუბენ კასტრო მოძებნა და ფორვარდმაც შორეულ კუთხეში გაიტანა.

"ლევანტეს" მომენტები ჰქონდა, მაგრამ ადანის კარი ძელებმა და მასპინძელთა უიღბლობამ იხსნა. საოცარია, მაგრამ ფაქტია, როცა "ბეტისს" ჰაიკო ვესტერმანი გაუძევეს, "ლევანტეს" გადამწყვეტი შტურმისთვის ძალა აღარ ჰქონდა შერჩენილი.

იგივენი და მესი

ლუის ენრიკეს "ბარსელონამ" პრიმერაში ზედიზედ მე-6 ტურის მატჩში იმარჯვა, ამჯერად, "ბარსას" ზეწოლას "რეალ სოსიედადმა" ვერ გაუძლო - 4:0. გოლებით თავი კვლავ ნეიმარმა (დუბლი) და ლუის სუარესმა (ულამაზესი დარტყმით) გამოიჩინეს, ბოლოს კი ლეო მესიმაც გაისროლა - ეს გოლი პირველი იყო მისთვის ლა ლიგაში 20 სექტემბრის შემდეგ.

ნეიმარი და სუარესი საოცარ ფორმაში არიან. "სოსიედადთან" ბრწყინვალე იყო პიკე-მასკერანოს დუეტიც დაცვის ცენტრში და, რა თქმა უნდა, დანი ალვეში, რომელმაც, უბრალოდ, აიკლო თავისი ფლანგი.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "შეიძლება ეს ტაბლოზე არ ასახულა, მაგრამ "რეალ სოსიედადმა" ძალიან გაგვირთულა საქმე. გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ეს არ არის მაქსიმუმი და უკეთესი თამაში შეგვიძლია. სამეული დიდებულია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თუ თითოეული მათგანი ვერ გაიტანს, დანარჩენებს შეუსრულებელი მისიის შეგრძნება რჩებათ".

"მარკამ" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ნეიმარი დაასახელა, რომელმაც დუბლს საგოლე პასიც მიამატა - 9 ბალი. Los 3 amigos - სამი მეგობარი - ასეთი პირველი გვერდით გამოვიდა "ელ მუნდო დეპორტივო" კვირას. გასაგებია, ვინც იგულისხმება.

იხილეთ ვიდეო

ტიაგოს ტრავმა

"ატლეტიკო" "ბარსას" დევნას აგრძელებს და ლა ლიგაში მეორეა. დიეგო სიმეონეს გუნდმა ბარსელონურ "ესპანიოლს" მხოლოდ 1:0 მოუგო, თუმცა სტუმრებს "ატლეტიკოს" კარში ერთხელაც არ დაურტყამთ ზუსტად.

გოლი კი მატჩის დასაწყისშივე ოლივერ ტორესის პასით ანტუან გრიზმანმა გაიტანა. "ატლეტიკოს" გამარჯვება ძვირი დაუჯდა, პორტუგალიელმა ტიაგო მენდეშმა, წვივის ძვალი გაიტეხა და ახლა პორტუგალიელ ვეტერანს თვეები (ალბათ, 3) მოუწევს ლაზარეთში.

იხილეთ ვიდეო

სიმეონე იანვარში უკან მოიხმობს იჯარით გასხვისებულ მატიას კრანევიტერს. არგენტინელი სწორედ ტიაგოს პოზიციაზე თამაშობს.

ანდალუსიური დერბი

შაბათის სხვა მატჩებიდან ანდალუსიურ დერბის გამოვარჩევთ, რომელშიც "მალაგას" არაფრით დანებდა "გრანადა", სანამ 0:2 2:2-ად არ აქცია. ვიგოში "სელტას" ნოლიტოს სეზონში მე-8 გოლმა მოაგებინა ხიხონის "სპორტინგთან" დაპირისპირებაში, ხოლო კანარის კუნძულებზე ლუკას პერესმა მე-9 გოლი გაიტანა სეზონში და "დეპორტივოს" "ლას პალმასის" დამარცხებაში დაეხმარა.

მოგება ბასკეთში და ბასკთა მოგება

კვირის მატჩები მადრიდულით დაიწყო, "ხეტაფემ" "ვილიარეალს" უმასპინძლა და 2:0 აჯობა. "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ვერ გაუძლო ლიდერთა კოჰორტაში ყოფნას და ნელ-ნელა ფსკერისკენ დაიძრა.

მადრიდის "რეალი" "ეიბარს" ესტუმრა და გარეთ ბეილის თავურისა და კრიშტიანო რონალდოს პენალტის წყალობით 2:0 მოუგო.

იხილეთ ვიდეო

ბილბაოს "ატლეტიკისა" და ტურის გმირი არიც ადურისია, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა "ვალეკანოს" კარში - 3:0.

ლა ლიგა. XIII ტური

27 ნოემბერი

ლევანტე-ბეტისი 0:1

გოლი: 0:1 რ. კასტრო (4)

ლევანტე (4-3-3): რუბენი - პ. ლოპესი, დ. ნავარო, ფედალი, ტონიო - ვერსა (74. ღილასი), სიმაო, კამარასა - მორალესი, დეივერსონი (68. როხერი), რუბენ გარსია (60. კასადესუსი

ბეტისი (4-2-3-1): ადანი - პიჩინი, ბრუნო, ვესტერმანი, ვარელა - პეტროში, ნ'დიაი - ხოაკინი (92. მოლინერო), სებალიოსი (83. ფიგუერაში), სეხუდო (75. ვან დერ ვაარტი) - რ. კასტრო

გაფრთხილება: დეივერსონი, ვერსა, ფედალი, როხერი, ლოპესი - სეხუდო, ნ'დიაი, ვესტერმანი, ვარელა, ადანი

გაძევება: ვესტერმანი (79), ხუანფრანი (81. ლევანტე - მოედანზე არ იყო)

კუთხური: 7-4; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 15-11 (2-5); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 13 957

28 ნოემბერი

ბარსელონა-სოსიედადი 4:0

გოლები: 1:0 ნეიმარი (22), 2:0 ლ. სუარესი (41), 3:0 ნეიმარი (53), 4:0 მესი (90)

ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში (62. ადრიანო), პიკე, მასკერანო (69. ბარტრა), მატიო (66. ალბა) - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი

რეალ სოსიედადი (4-4-2): რული - ა. ელუსტონდო, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - კანალესი (58. ოიარზაბალი), პარდო, გრანერო, ჩაბი პრიეტო - ველა (81. ბრუმა), აგირეჩე (73. ექტორი)

გაფრთხილება: - ბერჩიჩე, გრანერო, კანალესი, პარდო, ელუსტონდო

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 11-10 (6-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 74 020

ატლეტიკო-ესპანიოლი 1:0

გოლი: 1:0 გრიზმანი (3)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ო. ტორესი (75. ფ. ტორესი), ტიაგო (33. ფერეირა-კარასკო), ს. ნიგესი, კოკე - გრიზმანი, ვიეტო (57. თომასი)

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, როკო, ფუენტესი - აბრაამი (58. მორენო), დიოპი (55. კანიასი) - ერნანი, ასენსიო, ვ. ალვარესი (82. სილა) - კაისედო

გაფრთხილება: - გონსალესი, დიოპი, ლოპესი, ფუენტესი

კუთხური: 6-2; ჯარიმა: 16-26; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 21-5 (6-0); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 44 893

მალაგა-გრანადა 2:2

გოლები: 1:0 შარლესი (45), 2:0 ფორნალსი (57), 2:1 ელ-არაბი (82), 2:2 როჩინა (85)

მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი, მ. ტორესი - რესიო, ტისონე - დუდა (55. ფორნალსი), ამრაბატი (74. ხუანპი), ხუან კარლოსი - შარლესი (85. სანტა კრუსი)

გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - მ. ლოპეში (67. ფულკიე), ბაბენი, ლომბანი, ბირაგი - ფ. რიკო, უჩე (54. როჩინა) - იბანიესი (69. ელ-არაბი), მარკესი, საქსესი - ადალბერტო პენიარანდა

გაფრთხილება: ტისონე, როსალესი, ტორესი - ლომბანი, ლოპეში, იბანიესი, მარკესი, ფულკიე, როჩინა

გაძევება: ტისონე (53)

კუთხური: 7-4; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 12-11 (7-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 22 931

ლას პალმასი-დეპორტივო 0:2

გოლები: 0:1 სიმონი (19 ს. კ.), 0:2 ლ. პერესი (90)

ლას პალმასი (4-4-1-1): ვარასი - სიმონი, აიტამი, ბიგასი, კასტელიანო (81. ვაკასო) - მომო (69. ალემანი), როკე (87. კულიო), ვისენტე, ვიერა - ტანა - არაუჟო

დეპორტივო (4-4-2): ლუქსი - ხუანფრანი, არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო - კანი (69. გუტიერესი (81. ლაურე)), ბერგანტინიოსი, მოსკერა, ლუიზინიო - ჟონათანი (58. ჟონათანი), ლ. პერესი

გაფრთხილება: სიმონი, არაუჟო, აიტამი, კულიო - მოსკერა, არიბასი, ხუანფრანი

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 5-6; კარში დარტყმა: 8-10 (5-5); ბურთის ფლობა: 67%-33%.

მაყურებელი: 19 148

სელტა-სპორტინგი 2:1

გოლები: 1:0 ორელიანა (15), 1:1 კ. კასტრო (65), 2:1 ნოლიტო (84)

სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ს. გომესი, პლანასი - ორელიანა (92. სენე), ა. ფერნანდესი, პ. ერნანდესი - ბონგონდა (65. ვასი), გუიდეტი (79. ასპასი), ნოლიტო

სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლორა, ლ. ერნანდესი, ბერნარდო, ი. ლოპესი - მასკარელი, კასესი - ჰალილოვიჩი, დანი ნდი (71. პ. პერესი), ჯონი (79. მუნისი) - სანაბრია (64. კ. კასტრო)

გაფრთხილება: გომესი, კაბრალი, ერნანდესი -

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 6-9 (4-2); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 18 039

29 ნოემბერი

ხეტაფე-ვილიარეალი 2:0

გოლები: 1:0 ლაფიტა (21), 2:0 ა. ვასკესი (51)

ხეტაფე (4-4-2): გუაიტა - დ. სუარესი, კალა, ალექსისი, ლაგო - სარაბია (83. ვანდერსონი), ხ. როდრიგესი, ლასენი, ლაფიტა (66. ვ. როდრიგესი) - შჩეპოვიჩი, ა. ვასკესი (74. ბუენდია)

ვილიარეალი (4-3-3): არეოლა - მარიო გასპარი (56. რუკავინა), ბაილი, რუისი, ა. მარინი - ტრიგეროსი, პინა, ჯ. დოს სანტოსი - ნ. ლეივა (64. ბაკამბუ), სამუელი, კასტილიეხო (46. დ. სუარესი)

გაფრთხილება: ლაფიტა, კალა, ხ. როდრიგესი, ლასენი - რუისი, ბაილი

კუთხური: 5-6; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 7-6; კარში დარტყმა: 11-7 (5-0); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 5 903

ეიბარი-რეალი 0:2

გოლები: 0:1 ბეილი (43), 0:2 რონალდო (82-პენ)

ეიბარი (4-3-3): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, პანტიჩი, ჟუნკა - ესკალანტე, დ. გარსია, ადრიანი (70. ვერდი) - ბერხონი (85. ჰაიროვიჩი), ენრიჩი (86. არუაბარენა), ინუი

რეალი (4-4-2): კ. ნავასი - კარვახალი (85. ბენზემა), პეპე, ნაჩო, დანილო - ხ. როდრიგესი (65. ლ. ვასკესი), მოდრიჩი, კროოსი, კოვაჩიჩი (79. კაზემირო) - ბეილი, რონალდო

გაფრთხილება: დოს სანტოსი, ესკალანტე, ვერდი - კოვაჩიჩი, პეპე, ბეილი, ვასკესი

კუთხური: 6-5; ჯარიმა: 20-7; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 8-17 (3-6); ბურთის ფლობა: 39%-61%.

მაყურებელი: 5 892

ვალეკანო-ბილბაო 0:3

გოლები: 0:1 ადურისი (1), 0:2 ადურისი (23), 0:3 ადურისი (60)

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხუან კარლოსი - ტიტო, დ. ლორენტე, ამაია (46. ბებე), ნაჩო - ტრაშორასი, ბაენა - ემბარბა (60. ბანგურა), ხოსაბედი (46. მანუშო), პ. ერნანდესი - გერა

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - იტურასპე (75. გ. ელუსტონდო), ბენიატი - ვილიამსი (68. სან ხოსე), რაულ გარსია, ლეკუე (79. ბოვედა) - ადურისი

გაფრთხილება: ბაენა, ტრაშორასი, ნაჩო, ტიტო -

გაძევება: ლაპორტი (64)

კუთხური: 6-2; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 15-10 (3-4); ბურთის ფლობა: 67%-33%.

მაყურებელი: 13 100

სევილია-ვალენსია 1:0

გოლი: 1:0 ესკუდერო (50)

სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მარიანო, რამი, კოლოძეიჩაკი, ესკუდერო (83. კრონ-დელი) - ნ'ზონზი, კრიხოვიაკი - ვიტოლო, ბანეგა, კონოპლიანკა (86. რეიესი) - ფ. ლორენტე (68. იმობილე)

ვალენსია (4-5-1): რაიანი - კანსელო, ა. სანტოსი, აბდენური, გაია - ე. პერესი (63. ფეგული), ფუეგო, დანილო, პარეხო, მინა (46. ვეზუ) - პ. ალკასერი (79. ბაკალი)

გაფრთხილება: რამი, მარიანო, ვიტოლო - კანსელო, გაია, აბდენური, ფუეგო

გაძევება: კანსელო (35), ფუეგო (78)

კუთხური: 17-0; ჯარიმა: 25-20; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 15-0 (5-0); ბურთის ფლობა: 62%-38%.

მაყურებელი: 34 914

ბომბარდირები: 14 - ნეიმარი (ბარსელონა); 12 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 10 - არიც ადურისი; 9 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ლუკას პარესი (დეპორტივო), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

მომდევნო ტური

5 დეკემბერი:

რეალი-ხეტაფე, გრანადა-ატლეტიკო, ვალენსია-ბარსელონა, დეპორტივო-სევილია, ბეტისი-სელტა.

6 დეკემბერი:

რეალ სოსიედადი-ეიბარი, ვილიარეალი-რაიო ვალეკანო, სპორტინგი-ლას პალმასი, ბილბაო-მალაგა.

7 დეკემბერი:

ესპანიოლი-ლევანტე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"გვინდა და ასეც მოხდება" - მბაპემ "რეალის" გეგმებზე ისაუბრა
გაკპომ "ტოტენჰემთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
"18 თვის განმავლობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი" - მუდრიკმა დისკვალიფიკაციის პერიოდზე ისაუბრა
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
აბუაშვილის "მეცი" "გრენობლს" ფრედ ეთამაშა
დავითაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა
"კვარაცხელიას მარჯვენა ფეხი ვერცხლისწყლისგანაა ჩამოსხმული" - ფრანგი ჟურნალისტი ხვიჩას ტექნიკით აღფრთოვანებულია
"სოფლური სახე აქვს" - პსჟ-ს გულშემატკივრები საფონოვზე
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
დუბლიორი ხვიჩასთვის - პსჟ "აიაქსის" გარემარბს დაიმატებს
კვარაცხელია და პსჟ გაჩერებას არ აპირებენ! - რა შეიცვლება სასტარტოში?
"ყველაფერი ძველებურად ვეღარ იქნება" - მარესკამ "სიტიში" ცვლილებების გატარება დაიწყო
"არტეტა მის შეძენას ითხოვს" - ოსიმენი შესაძლოა, "არსენალში" გადავიდეს
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
"ბარსელონა" "სელტასთან" დუბლებით ითამაშებს
ლა ლიგა. XX ტური: "ვილიარეალმა" "რეალის" გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვა
ქოჩორაშვილს კონკურენტი აკლდება - "სპორტინგის" კაპიტანი სავარაუდოდ, "ატლეტიკოში" მიდის
ლა ლიგა. XIX ტური: ზინედინ ზიდანმა დებიუტი 5:0 გამარჯვებით აღნიშნა [VIDEO]
დაუვიწყარი მატჩი "ბერნაბეუზე" - "რეალმა" თასიდან "სოსიედადი" გამოაგდო [VIDEO]
ლა ლიგა. XXI ტური: ცუდად მოთამაშე "ბარსელონას" მესიმ მოაგებინა [VIDEO]
ლა ლიგა. XVIII ტური: "ატლეტიკომ" "ბარსელონას" გადაუსწრო [VIDEO]
"ბარსელონას" დუბლები ვიგოში "სელტასთან" დამარცხდა [VIDEO]
პსჟ მალე ორი შემტევის გარეშე დარჩება
გამოასწორებს არეულ უკანა ხაზს? - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "ბარსელონას" მცველი ინათხოვრა
პორტუგალიური მედია: გიორგი მაკარიძე შესაძლოა "დეპორტივოში" გადავიდეს
ესპანეთი. ლა ლიგა XVIII ტური: მადრიდის "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
პსჟ-ს მფლობელები ესპანურ კლუბს შეიძენენ
ქოჩორაშვილის საგოლე პასი - "ლევანტემ" "მალაგა" დაამარცხა
"ყველასთვის, ვისაც გული "რეალისთვის" უძგერს..." - "სოსიედადის" მწვრთნელი ტიტულის მოგების შემდეგ ემოციურად ამღერდა [VIDEO]
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
შეთანხმება მიღწეულია - ფერან ტორესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტურის წინ: უთანასწოროთა დერბი
ლა ლიგა. XXIII ტური: "ელ ნინიოს" მეასე გოლი, სიმეონეს 150-ე გამარჯვება [VIDEO]
სევილიური დერბი დაძაბული გამოდგა - 3 წითელი ბარათი და გუდელის ბრწყინვალე გოლი [VIDEO]
ლა ლიგა. XIII ტური: "ბარსელონას" ტრიო ისევ დაფრინავს [VIDEO]
ცნობილი გახდა, სად გეგმავს პსჟ-ს შემტევი გადასვლას
დეკუს სურს, ფლიკს კითხვის ნიშნები აქვს - რა ხდება მიქაუტაძის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე?
ყველაფერი შეთანხმდა - პსჟ-ის მფლობელი კომპანია ესპანურ გუნდს ყიდულობს
სენსაციების ნაკვალევზე - გუნდები, რომლებმაც საფეხბურთო მსოფლიო გააკვირვეს
ლა ლიგა. XXIV ტური: "რეალი" "ბარსელონას" ქულამდე მიუახლოვდა [VIDEO]
[VIDEO] "ბარსელონას" დიდებული ქამბექი - "ბლაუგრანამ" ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
იური ტაბატაძის "კადისი" წინ მიიწევს
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ქოჩორაშვილის გარეშე - "ლევანტემ" "მალაგასთან" ქულები გაიყო
"მალაგას" პრეზიდენტი 7 წლის წინანდელი მატჩის გამოძიებას ითხოვს
ფეხი სახეში, ძირს დაგდებული ზიზუ - "სელტას" მცველმა ზიდანი ტრავმისთვის გაიმეტა [VIDEO]
ლა ლიგა. XVI ტური: გარი ნევილის "ვალენსიამ" კვლავ ვერ მოიგო
"ვთხოვე, რომ დარჩენილიყო..." - ზიდანი ოდეგორის წასვლით ნაწყენია......
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
პსჟ-ს ნახევარმცველი "ატლეტიკოში" გადავიდა
"ბარსელონამ" რაფინია "სელტაში" დააბრუნა
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი