საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული განწყობისა, რითიც გუნდები ამ მატჩს შეხვდნენ, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ტრადიციული მეტოქეების პაექრობა დაძაბული და საინტერესო იქნებოდა.

ალბათ, სწორედ ამ ტრადიციის დამსახურება იყო, რომ თასსა და ჩემპიონატში ზედიზედ 5 თამაშის მომგები "დინამოსა" და მიჯრით ამდენივე მოუგებელი საჩემპიონატო მატჩის მქონე "გურიის" შეხვედრაში წინასწარ მხოლოდ ფავორიტის დასახელება შეიძლებოდა და არა - შედეგის გამოცნობა.

ასე იყო 70-ე წუთამდე. დროის ამ მონაკვეთის შემხედვარე, ვერ იტყოდა, რომ ერთპიროვნული ლიდერი ერთ-ერთ აუტსაიდერს ხვდებოდა. ეგ იყო, რომ მატჩის ბედის სათავისოდ გადასაწყვეტად, გურულებს გაცილებით მეტი იღბალი სჭირდებოდათ...

თუმცა საფეხბურთო ფორტუნამ, როგორც იტყვიან, უფრო ძლიერის მხარე არჩია, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ "დინამო" მოგებას ოდენ გამართლებას უნდა უმადლოდეს.

გარდამტეხი მაინც "გურიის" ფეხბურთელების გადაღლა გამოდგა, ამ სეზონში მეორე ტაიმების შუიდან რომ იჩენს ხოლმე თავს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთელებმა ქართულ ელიტაში დაბრუნების შემდეგ წელს პირველად მოახერხეს წინასასეზონო შეკრების დროულად დაწყება.

მატჩს ინტრიგას მატებდა ის ფაქტიც, რომ გასული სეზონის ორ ურთიერთშეხვედრაში "გურიამ" "დინამოს" საჩემპიონოდ საჭირო 5 ქულა დააკარგვინა (მათ შორის, ზუსტად ერთი წლის წინათ, 30 ნოემბერს, "დინამო არენაზე" 2:1 მოუგო). სათქმელია ისიც, რომ ლანჩხუთში, მით უფრო ლიდერისთვის, მოგება იოლი არც მაშინაა, როცა "გურიას" კარგი დროება არ უდგას...

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო: ჯერ საჯარიმო დარტყმები გაცვალეს "გურიაში" პაუზის შემდეგ გამოჩენილმა შოთა ჯიქიამ და ვახტანგ ჭანტურიშვილმა, მერე კი ამ უკანასკნელმა გურულთა კარისკენ "გაისროლა", რასაც თორნიკე მოსიაშვილის "პასუხი" მოჰყვა.

მე-10 წუთისთვის გიორგი ქვილითაიას აქტივში ორი დარტყმა იყო, თუმც არც ერთს მასპინძელთა მეკარისთვის პრობლემა არ შეუქმნია.

იქით ორი ადგილობრივი - ვანო წილოსანი და სანდრო ბახია ცდილობდნენ ხიფათის შექმნას, თუმცა მათ მცდელობას თანაგუნდელები ვერ უბამდნენ მხარს. ერთხელაც მოსიაშვილმა დარტყმას ძალა ვერ მისცა, თორემ მეკარეს "დინამოს" გადარჩენა გაუჭირდებოდა.

ლანჩხუთელთა შუახაზელი ყურადღების ცენტრში მაშინაც აღმოჩნდა, როცა საჯარიმოში დაეცა და გურულებმა პენალტი მოითხოვეს, მაგრამ არაო! - ბრძანა მსაჯმა, ვისაც ქომაგების რისხვა ბოლო წუთებამდე არ მოჰკლებია...

თავის მხრივ, თბილისელებიც ბევრს უტევდნენ: ჯაბა ჯიღაურისა და დინამოელთა დებიუტანტ დავით კობოურის მცდელობებმა გოლი არ მოიტანა.

მეორე ტაიმიც ორმხრივი შეტევებით დაიწყო. "გურიამ" ხარისხში მოუმატა. ყურადღების ცენტრში კვლავ მოსიაშვილი აღმოჩნდა, თუმცა ლიბორ ჰდრლიჩკამ სიტუაცია და მცველის შეცდომა დროულად შეაფასა და მასპინძელს მატჩის საუკეთესო შანსი მოუსპო.

სლოვაკმა მეკარემ ჯიქიასაც აუღო, დამატებაზე კი იქვე არავინ იყო. მანამდე ვნახეთ "დინამოს" გოლი, რომელიც თამაშგარეს გამო გაუქმდა, ხოლო მერე ყველაფერი "გურიის" წინააღმდეგ ამუშავდა - გუნდს დაღლა დაეტყო, გია ჩადუნელის მოედნიდან გასვლამ კი უკანა ხაზი ისე არია, არავინ დარჩა ხელის შემშლელი ოთარ კაკაბაძისთვის, სახიფათო გადაცემას როცა აკეთებდა და არც მაშინ, ქვილითაიამ საგოლედ რომ დაარტყა.

რჩებოდა კიდევ 20 წუთი, მაგრამ "გურიას" ძალა რომ არ ეყოფოდა, ძნელი მისახვედრი არ იყო. თუმცა ბოლო წუთებამდე მაინც დარჩა ინტრიგა, რომელიც "დინამოს" ლოგიკურმა გოლმა მოკლა - ბაჩანა არაბულმა "აიძულა" კოტე ხიზანეიშვილი, საკუთარ კარში გაეტანა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური

28.11. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"

გურია-დინამო (თბ) 0:2

გოლები: 0:1 ქვილითაია (70. კაკაბაძის პასით), 0:2 ხიზანეიშვილი (87-ავტ)

გურია: იმერლიშვილი, გელაშვილი, ჩადუნელი (60. კობერიძე), ქურდაძე, კ. ხიზანეიშვილი, ზოზულია, ლ. ნოზაძე, მოსიაშვილი (89. წერეთელი), ვ. წილოსანი (72. ზაქრაძე), ს. ბახია, შ. ჯიქია.

სათადარიგოები: შენგელია, ლ. მჭედლიშვილი, ლაბაძე, ნ. მაისურაძე

მწვრთნელი: გია ჩხაიძე

დინამო (თბ): ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, გ. გურული, კობოური, მ. ცინცაძე, ჯიღაური, ს. ლობჟანიძე (46. არაბული), კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი (86. გ. ჯანელიძე), ქვილითაია (82. ვოლკოვი).

სათადარიგოები: ბეგაშვილი, ლოჩოშვილი, პარუნაშვილი, იაშვილი

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გაფრთხილება: ნოზაძე (26), წილოსანი (42), ჩადუნელი (59), ზოზულია (72)

არბიტრი: ბ. ნინუა.

დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/4-ფინალი. I მატჩები

2-3 დეკემბერი

მომდევნო, XIV ტური

6 დეკემბერი, კვირა

დინამო (ბთ)-საბურთალო

ცხინვალი-საპოვნელა

კოლხეთი-ზუგდიდი

ტორპედო-ლოკომოტივი

ჩიხურა-შუქურა

დინამო (თბ)-სიონი

სამტრედია-გურია

7 დეკემბერი, ორშაბათი

დილა-მერანი

ბომბარდირები

ო. მარცვალაძე (დილა) 10

გ. ქვილითაია (დინამო თბ) 10

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 10

გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8

ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 8

დ. ტატანაშვილი (სიონი) 8

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დილა. დამსახურებული 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"ასე არ შეიძლება. ერთი და იგივე კუნთის მასა გვაქვს" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელს დასცინა
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
პლატინი: "ოქროს ბურთზე" ფსონს კვარაცხელიაზე ჩავდივარ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სპაერი. ერთი ტაიმიც საკმარისი იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
"მოუქნელი ბარკოლას 145 მილიონად შეძენა ბოდვაა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
კიტეიშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "შტურმი" "რაპიდთან" დამარცხდა
This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
ირაკლი ვაშაკიძე: პრობლემა მოგვარდა, "გურია" უმაღლეს ლიგაში რჩება!..
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
ქართველების "მეცი" "ლორიენთან" განადგურდა
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ქართველების "მეცი" "მონაკოსთან" დამარცხდა და ლიგა 2-ში გავარდა
Geo Team: ქვილითაია კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს