ბათუმის საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია "BAHADIR KUL ARCHITECTS"-ის პროექტით აშენდება
ბათუმის საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია "BAHADIR KUL ARCHITECTS"-ის პროექტით აშენდება.

სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას სტანდარტებით აშენდება.

უეფას სტანდარტების 20 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება. სტადიონის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 12 984 000 მლნ ლარი, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პირველი ეტაპის სამუშაოებს მოხმარდება.

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით რამდენიმე ტიპის დიზაინით განათდება. შენობა საქართველოს, აჭარის და ბათუმის "დინამოს" დროშის, ასევე, საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე 1000-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

თამ
აშენდება თუ უკვე შენდება/აშენდა? გმირთა მოედნის საწყისი გეგმაც დაამახინჯა ამ მთავრობამ. იგივეა შვრება ეხლაც მგონი,ერთი შეასრულა(სანაპირო ქვეყნებში ჯობია სტადიონიტქო), მეორე კი არ სრულდება: სტადიონს ირგვლი შემოავლეთ სასტუმრო დანიშნულების კორპუსითქო. ანუ სკამებიდან კი არა, ბალკონებიდანაც მოუწიოთთქო ცქერა. სასტუმროც იქნება და სათამაშო მოედანიც.
თამაზი
სამწუხაროა, რომ მძლეოსნობის ბილიკებს (და ზოგადად მძლეოსნებისთვის საერთაშორისო სტანდარტის) არ ითვალისწინებენ. ბათუმი იმსახურებდა ნამდვილ არენას, მრავალ პროფილიან სპორტულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც განვითარების პოტენციალი ექნებოდა.... არავითარი სტრატეგიული ხედვა მომავლისათვის!?
რეალობა
ხო მაგრამ ჩვენთან ვინ უნდა გააკეთოს, ღჩეულიშვილმა, აქსისმა თუ მ2–მა? ამათ ბინის მშენებლობა ვერ ისწავლეს და ახალაშენებულ ბინებში ლიფტები იჭედება. ამათ ჩვენი ფარმაცევტების და ექიმების არ იყოს სახელმწიფო და ხალხი მეწველი ძროხა გონიათ. წადით და ნახეთ თურქეთში და ევროპაში რეებს აკეთებენ თურქული სამშენებლო კომპანიები. ზოგიერთი მარლა რა უნამუსო უმადურია
რეალობა
ჩვენთან ვინ უნდა გააკათოს, რჩეულიშვილმა. აქსისმა თუ მ2? ამათ ბინის მშენებლობა ვერ უსწავლიათ და ახალ შენებულ სახლებში ლიფტები იჭედება თან ჩვენი ფარმაცევტების და ექიმების არ იყოს სახელმწიფო მეწველი ძროხა გონიათ. წადით და ნახეთ ძმაო თურქული სამშენებლო ფირმეები რესბ აკეთებენ თუ გინდა თურ
Shoda
წავიკითხე ქვევით კომენტარები და გული მეტკინა. ერთი ამათ ტვინში ჩამახედა რავა ყველაფერი იციან! -ბედნიერია საქართველო ასეთი გულშემატკივრები რომ ჰყავს, რაღა გვიჭირს ამნაირების შემხედვარე!
qutaiseli
ატკატი არა პატკატი ესპანელები არაფლის გამკეთებლები არიყვნენ თორე ატკატიც იციან მაგათმა და ქრთამიც აშენდეს და თურქის პროექტი იქნება თუ მანჯურიელის რა მნიშვნელობა აქ ისე თუ ბათუმელებს არ მოეწონებათ შეგვიძლია ქუთაისის სტადიონში გავუცვალოთ.
zurab
ქართველი და მუშახელი? ამას ქართველი იკადრებს? ვინმემ რომ დაინახოს? ეს სხვა ქვეყნებში დაათრევენ სხვის ღამის ქოთნებს, თორემ...
გივი
ეტყობა ესპანელებთან ატკატზე ვერ მოილაპარაკეს , თურქებთან მოსულა ლაპარაკი
koka
shoda-ს. ხომ წარმოგიდგენია, ქ. ბათუმის მერიას რომ ადგილობრივი მშენებლები შეერჩია, რა "მოკლე" დროში და რა "ხარისხიანად" ააშენებდნენ სტადიონს. თბილისის ლოკომოტივის სტადიონიც კი, რომელიც შევარდნაძის დროს აშენდა, სანახევროდ თურქების აშენებულია. რკინაბეტონი ჩაასხეს მხოლოდ ქართველებმა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენთან არა მარტო კვალიფიციური მშენებლები, მუსახელიც აღარ მოიძებნება კვალიფიციური, ვინც სამუშაოს შეასრულებდა. სულ ახლახან ბაქოში აშენდა უნიკალური ოლიმპიური სტადიონი, რომლის პროტქირებაში ვინ ჩივის და მუშახელიც თითზე ჩამოსათვლელი იყო აზერბაიჯანელი ნაციონალობის. მათ ისევე, როგორც ჩვენ არ გვყავს ამ საქმის სპეციალისტები და კარგა ხანს არც გვეყოლება. გამომივიდა აქ პატრიოტი. როგორ ფიქრობ, რომ გვყავდეს იმ დონის მშენებლები ქართველებს, ვინც ამ საქმეს გააკეტებდა, შენ რა, როგორ ფიქრობ, არ მიიღებდნენ მონაწილეობას ტენდერებში? კი, მაგრამ ფაფუ, არაა გვყავს.!!
shoda
კი მარა ჩვენში ვერ მოიძებნა ვინმე ნორმალური, ვინც ამ პროექტს შეასრულებდა? -ვინ არიან ეს ხალხი, ვის ხელშია ჩვენი ქვეყნის ბედი? -უკეთურნო გეშინოდეთ სიმართლის!!!
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
დემბელეს ჰეთ-თრიკი - საფრანგეთმა გადახალისებულ ნორვეგიას სძლია და ჯგუფიდან ქულათ მაქსიმუმით გავიდა
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება
ლამაზი სანახაობა, ღირსეული ჟესტი - ბათუმის ახალი სტადიონი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა [VIDEO]
ბათუმის სტადიონზე გარე პერიმეტრს აწესრიგებენ [VIDEO]
ბათუმის ახალი სტადიონი პირველ თოვლს შეხვდა [PHOTO]
ძალიან ლამაზი კადრები - ბათუმის სტადიონი ლამაზ ფერებში განათდა [PHOTO]
ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება