ფეხბურთელები ამბობენ, რომ ხვალიდან ვარჯიშებს არ გააგრძელებენ და გუნდი დაშლის პირასაა მისული
საფეხბურთო კლუბ ფოთის "კოლხეთის" ადმინისტრაციამ და ფეხბურთელებმა მერიის შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ისინი აცხადებენ, რომ მათ 5 თვის სახელფასო დავალიანება აქვთ. გუნდის წარმომადგენლები ადგილობრივ მთავრობას უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, რამდენიმე დღეა ისინი დაპირებებს უშედეგოდ იღებენ, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას მათი პრობლემა არ მოუგვარებია.

აქციის შემდეგ მონაწილეებს ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ნახევარსაათიანი მსჯელობის შემდეგ ფეხბურთელებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ მთავრობა მათ 1 თვის ანაზღაურების დაფარვას დაჰპირდა, რაზეც გუნდის წევრები და ადმინისტრაცია უარზე არიან. მათ სურთ, რომ 2 თვის ანაზღაურება მაინც მიიღონ.

ფეხბურთელები ამბობენ, რომ ხვალიდან ვარჯიშებს არ გააგრძელებენ და გუნდი დაშლის პირასაა მისული.

ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ 90 000 ლარის მობილიზება შეუძლია, რაც მხოლოდ ერთი თვის სახელფასო ფონდის დაფარვას ჰყოფნის. ფოთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი თანხის დაფარვას მომავალი წლის ბიუჯეტში გეგმავს.

დაიშლება თუ არა გუნდი, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს