ანტი-რეკორდი გამეორებულია
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დიდი ეპოქა სრულდება. "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდამ კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ ეს სეზონი ბოლო იქნება მის კარიერაში.

"ჩემი გული გაუძლებს დარტყმებს, ჩემი გონება გაუმკლავდება რუტინას, მაგრამ ჩემმა სხეულმა იცის, რომ მოვიდა დრო კალათბურთს ვუთხრა - "მშვიდობით". და ეს ნორმალურია", - წერია კობის განცხადებაში.

ბრაიანტმა ბოლო ორ სეზონში ტრავმების გამო მხოლოდ 41 მატჩი ჩაატარა. კალათბურთელის მოქმედი კონტრაქტი "ლეიკერსთან" 2015-16 წლების სეზონის ბოლოს იწურება.

კობი 1996 წლიდან თამაშობდა "ლეიკერსში". ამ გუნდის შემადგენლობაში ის ხუთჯერ გახდა ჩემპიონი (2000, 2001, 2002, 2009, 2010). 2009 წელს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, 2009 და 2010 წლებში გახდა ფინალური სერიის MVP, 17-ჯერ მიიღო მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" და ოთხჯერ დასახელდა საუკეთესოდ. 2014 წელს, მან ლიგის საუკეთესო სნაიპერთა სიაში მაიკლ ჯორდანს გაუსწრო და მხოლოდ ქარიმ-აბდულ ჯაბარსა და კარლ მელოუნს ჩამორჩება. აგრეთვე, ბრაიანტი ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში.

არ არის გამორიცხული, კობის NBA-ის წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგაც მოუწიოს თამაში. ლაპარაკია მის სავარაუდო გამოსვლაზე რიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის ეროვნული ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა ჯერი კოლანჯელომ.

"კობიმ ბევრი რამ გააკეთა კალათბურთისთვის, ის ერთ-ერთი საუკეთესოა ისტორიაში, - მოჰყავს ESPN-ის სიტყვები კოლანჯელოს. - ბრაიანტი ნაკრებს დაეხმარა პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადებზე და დაიმსახურა რიოში გამოსვლის შანსი".

გუშინ, კობიმ მორიგი მატჩი ჩაატარა რეგულარული სეზონში - მისი განცხადების შემდეგ, "ლეიკერსი" "ინდიანას" შეხვდა. რა თქმა უნდა, მთელი ყურადღება კობისკენ იყო მიპყრობილი. და მან თითქმის არ გაუცრუა იმედები გულშემატკივრებს. "ლეიკერსმა" ბოლო მეოთხედში მოახერხა ოთხქულიანი ჩამორჩენის გაბათილება, როცა სირენამდე 10 წამით ადრე, ბრაიანტმა, როგორც ამას ახალგაზრდობაში აკეთებდა, ურთულესი სამქულიანი ჩააგდო. მაგრამ ხუთი წამის შემდეგ, კობიმ იგივე ვეღარ გაიმეორა და "ლეიკერსი" დამარცხდა.

კობის 20 სეზონი

სეზონი მ ქ პ მ ქ პ

1996/97 71 7,6 1,3 პლეი ოფი: 9 8,2 1,2

1997/98 79 15,4 2,5 პლეი ოფი: 11 8,7 1,5

1998/99 50 19,9 3,8 პლეი ოფი: 8 19,8 4,6

1999/00 66 22,5 4,9 პლეი ოფი: 22 21,1 4,4

2000/01 68 28,5 5,0 პლეი ოფი: 16 29,4 6,1

2001/02 80 25,2 5,5 პლეი ოფი: 19 26,6 4,6

2002/03 82 30,0 5,9 პლეი ოფი: 12 32,1 5,2

2003/04 65 24,0 5,1 პლეი ოფი: 22 24,5 5,5

2004/05 66 27,6 6,0 პლეი ოფი: -

2005/06 80 35,4 4,5 პლეი ოფი: 7 27,9 5,1

2006/07 77 31,6 5,4 პლეი ოფი: 5 32,8 4,4

2007/08 82 28,3 5,4 პლეი ოფი: 21 30,1 5,6

2008/09 82 26,8 4,9 პლეი ოფი: 23 30,2 5,5

2009/10 73 27,0 5,0 პლეი ოფი: 23 29,2 5,5

2010/11 82 25,3 4,7 პლეი ოფი: 10 22,8 3,3

2011/12 58 27,9 4,6 პლეი ოფი: 12 30,0 4,3

2012/13 78 27,3 6,0 პლეი ოფი: -

2013/14 6 13,8 6,3 პლეი ოფი: -

2014/15 35 22,3 5,6 პლეი ოფი: -

2015/16 13 15,5 3,4

შარლოტი-მილუოკი 87:82

22:28, 23:9, 20:22, 22:23

შ: უოკერი (22), ბატუმი (15), ლემბი (14+9 მოხსნა), მარვ. უილიამსი (12+7 მოხსნა).

მ: მიდლტონი (19+6 პასი), მონრო (17+10 მოხსნა), მაიო (12), ბეილესი (11+6 პასი), პარკერი (10+7 მოხსნა).

კლიპერსი-მინესოტა 107:99

23:19, 25:18, 23:24, 36:38

კ: გრიფინი (26+8 მოხსნა+8 პასი), პოლი (20+9 პასი), რედიკი (18), პირსი (10).

მ: უიგინსი (21), ლავინი (18+7 პასი), თაუნსი (17+8 მოხსნა), დიენგი (14+10 მოხსნა), მილერი (11), ბიელიცა (10).

ბრუკლინი-დეტროიტი 87:83

18:22, 17:19, 24:26, 28:16

ბ: იანგი (19+10 მოხსნა), ლოპესი (15+9 მოხსნა+6 დაფარება), ჯონსონი (13), ელინგტონი (12), ჯეკი (11).

დ: კოლდუელ-პოუპი (21+7 მოხსნა), დრამონდი (20+18 მოხსნა), ჯონსონი (10).

ორლანდო-ბოსტონი 110:91

21:20, 32:25, 31:22, 26:24

ო: ოლადიპო (19+8 მოხსნა+6 პასი), ვუჩევიჩი (18+10 მოხსნა), ჰარისი (15+11 მოხსნა), ნიკოლსონი (14+8 მოხსნა), გორდონი (12).

ბ: ტომასი (20+7 პასი), ბრედლი (17), კრაუდერი (12), ლი (11), სალინჯერი (3+11 მოხსნა).

ტორონტო-ფინიქსი 102:107

18:21, 31:32, 23:28, 30:26

ტ: დეროზანი (29+7 პასი), კეროლი (20+7 მოხსნა), ლოური (17+8 მოხსნა).

ფ: ბლედსოუ (20+11 პასი), ტელეტოვიჩი (20), ნაითი (16), ლოუერი (16), უორენი (15+11 მოხსნა).

მემფისი-ფილადელფია 92:84

21:13, 16:18, 27:36, 28:17

მ: კონლი (20), რენდოლფი (17+11 მოხსნა), გრინი (13), ბარნსი (13+8 მოხსნა), მ. გასოლი (9+12 მოხსნა+4 დაფარება).

ფ: კენანი (16), ტომპსონი (12), კოვინგტონი (12+7 მოხსნა+7 ჩაჭრა), გრანტი (11+7 მოხსნა), ოკაფორი (9+13 მოხსნა).

ნიუ იორკი-ჰიუსტონი 111:116 (ო)

25:21, 29:20, 23:28, 24:32, 10:15

ნ-ი: აფლალო (31+7 მოხსნა), პორზინგისი (20+13 მოხსნა), ტომასი (15), სერაფინი (14+7 მოხსნა+4 დაფარება).

ჰ: ჰარდენი (26+7 მოხსნა+9 პასი), კაპელა (18+11 მოხსნა), ტორნტონი (18), არიზა (16+7 მოხსნა), ჰოვარდი (14).

ლეიკერსი-ინდიანა 103:107

12:28, 23:20, 30:32, 38:27

ლ: იანგი (22), კლარკსონი (22+10 მოხსნა+6 პასი), ბრაიანტი (13), რენდლი (11+12 მოხსნა).

ი: ჯორჯი (39), ელისი (15+6 პასი), ჯორჯ ჰილი (11), სტაკი (11+7 მოხსნა), მაინმი (8+10 მოხსნა).

ანტი-რეკორდი გამეორებულია

"ფილადელფია სიქსერზმა" 84:92 წააგო "მემფის გრიზლისთან", რაც ამ გუნდისთვის მე-18 მარცხი იყო ამ სეზონის პირველ 18 მატჩში.

ასე რომ, "ფილადელფიამ" გაიმეორა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ანტი-რეკორდი სეზონის სტარტზე ზედიზედ წაგებული მატჩების რაოდენობით. ეს რეკორდი "ბრუკლინ ნეტსმა" 2009-10 წლების სეზონში დაამყარა.

გარდა ამისა, შარშანდელი სეზონის გათვალისწინებით, "ფილადელფიას" 28-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს. ეს არის ყველაზე გრძელი სერია არა მხოლოდ NBA-ში, არამედ ამერიკის ოთხივე პროფესიული ლიგის ისტორიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა