მსოფლიოს თასზე ქართველების მეორე ოქრო ჩვენი გუნდის ყველაზე პერსპექტიულმა ფალავანმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) მოიპოვა
მსოფლიოს თასის მეორე დღე ჩვენი ძიუდოისტებისთვის პირველზე წარმატებული აღმოჩნდა - დღევანდელი მონაგარი სამივე სინჯის თითო მედალია. მთლიანობაში ტურნირში 4 მედალი მოვიპოვეთ - 2 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო. ამბაკო ავალიანის (73) გუშინდელ ოქროს დღეს მეორე ოქრო ჩვენი გუნდის ყველაზე პერსპექტიულმა ფალავანმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) დაუმატა. მან ფინალში თანაგუნდელი დავით კარბელაშვილი დაამარცხა და ვერცხლს დააჯერა, ბრინჯაო კი მძიმეწონოსანმა ზვიად ხანჯალიაშვილმა მოიპოვა.

ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჭრიკიშვილი ჩვენი ნაკრების მართლაც რომ ყველაზე ნათელი წერტილია. მას ცოტა კი გაუძნელდა უფროსებში დებიუტი - საქართველოს ჩემპიონატზე მესამეზე დარჩა, ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადზე" კი მეხუთე იყო, თუმცა სიძნელეებს თანდათან უმკლავდება. ბუნებრივია, სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია, მაგრამ დიდი მოჭიდავისთვის საჭირო ყველა თვისება გააჩნია - ტექნიკური არსენალი, კარგი ფიზიკური მომზადება, უშიშარი ხასიათი... რაც მთავარია, ტატამზე ძალიან კარგად აზროვნებს, სწრაფად ერკვევა ვითარებაში და ასევე სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. ის შემტევ სტილს არც მაშინ ღალატობს, როცა იგებს - მაინც უტევს და არ ფიქრობს ანგარიშის შენარჩუნებაზე. თან იმ იშვიათ ქართველთაგანია, რომელიც თვითონ უტევს, ილეთზე შედის და მეტოქის შეცდომას არ ელოდება.

ჭრიკიშვილს ყველაზე მეტად პირველ შეხვედრაში გაუჭირდა აზერბაიჯანელ რუსტამ ალიმლისთან - მხოლოდ იუკოთი მოუგო. მასზე ბევრად უფროსსა და გამოცდილ ებრაელს, ევროპის ორგზის ვერცხლის მედალოსან იოელ რაზვოზოვს ორი ვაზარით აჯობა, უნგრელ კრისტიან ტოტს ერთი ვაზარი აკმარა, მაგრამ ისეთი გდება გაუკეთა, მეტოქემაც დაუკრა ტაში. ნახევარფინალში 10 წლით უფროსსა და ბევრად გამოცდილ აზერბაიჯანელ ელხან რაჯაბლისაც ვაზარით მოუგო, ფინალში კი თანაგუნდელი კარბელაშვილი შებოჭა. ერთადერთი, რაც მას ამ ეტაპზე აკლია, გამოცდილებაა და თან ფიზიკურად ჯერ კიდევ უჭირს ასაკით უფროსებთან ჭიდაობა.

თავის მხრივ, ტურნირი კარბელაშვილმაც კარგად ჩაატარა, თუმცა ჭრიკიშვილს უფრო ძლიერი ბადე ერგო. ხანჯალიაშვილს ნახევარფინალში გასასვლელად ორი მოგება ეყო - ყაზახ იერჰან შინკეევთან და რუს ასლან კამბიევთან, იქ კი ასევე რუს ალექსეი ვოლკოვთან დამარცხდა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მან ვაზარით მოუგო ბელარუს ალექსანდრ ვაკავიაკს. ბრინჯაოსთვის იჭიდავეს საბა გავაშელიშვილმაც (90) და რევაზ ჩიკოიძემაც (100), მაგრამ დამარცხდნენ. სანუგეშოში გავიდნენ გიორგი ცოციაშვილი და ლაშა გურულიც (ორივე - 90), მაგრამ იქ პირველივე შეხვედრები წააგეს, ხოლო ჩვენი გუნდის სხვა წევრები - გიორგი ბაინდურაშვილი, პაატა ღვინიაშვილი (81), არჩილ შინჯიკაშვილი (90), კონსტანტინე მუკვანი, მალხაზ ნიჟარაძე, დავით ლორიაშვილი (100), ვახტანგ ზოიძე, ადამ ოქრუაშვილი და ნოდარ მეტრეველი (+100) კიდევ უფრო ადრეული ეტაპიდან გავარდნენ.

სოფიაში მიმდინარე ქალთა ანალოგიურ ტურნირზე დღეს ორმა ჩვენებურმა იჭიდავა. ნინო ოძელაშვილი (70) მეოთხედფინალიდან ჩაება, თუმცა მომავალ ვერცხლის მედალოსანთან, ფრანგ კარინე ბერგერთან დამარცხდა და სანუგეშოში გადავიდა. იქ ხორვატ მარია ჩოსიჩს ვაზარით მოუგო, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი პოლონელ კატარინა კლიშთან დათმო და მეხუთეზე დარჩა. პირველივე შეხვედრაში დამარცხდა მძიმეწონოსანი ირინა ლეონიძეც - ფრანგ რებეკა რამანიჩთან და გავარდა.

piza
ეგეც დიდი მიგცევაა
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა