მავრიტანიის პრეზიდენტმა თამაში შეაჩერა
მავრიტანიის პრეზიდენტმა მოჰამედ ულდ აბდელ აზიზმა ვადაზე ადრე შეწყვიტა ქვეყნის სუპერთასის მატჩი "ტევრაგ-ზეინსა" და "ქსარს" შორის. 63-ე წუთისთვის ანგარიში იყო 1:1.

სწორედ ამ მომენტში, ქვეყნის პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ თამაში მოსაწყენი სანახავი იყო, ამიტომაც შეხვედრის შეწყვეტისა და პენალტების სერიის ჩატარების ბრძანება გასცა. სუპერთასი "ტევრაგ-ზეინის" ფეხბურთელებმა მოიპოვეს.

"ადრეც გვინახავს მოსაწყენი მატჩები და გვიოცნებია, მათი მალე დასრულება, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს აქვთ ამაზე გავლენის შესაძლებლობა", - განაცხადა აზიზმა.

კიდევ ერთი ვერსიით, მოჰამედს მავრიტანიის განთავისუფლების 55 წლის იუბილის აღნიშვნაზე ეჩქარებოდა, მაგრამ არ უნდოდა სტადიონის დატოვება ისე, რომ გამარჯვებულის ვინაობა არ შეეტყო.

მოჰამედ ულდ აბდელ აზიზი 2009 წლიდან არის ქვეყნის პრეზიდენტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

georgiano
აი ეს მესმის )))) ამ ქვეყანაში ეტყობა უმაღლეს დონეზეა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა))) სანამ მავრიტანიას დავემსგავსებით და აქაც რომელიმე გუბერნატორი შეწყვეტს თამაშს, დროზე მივხედოთ ჩემპიონატს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია