ქართველმა ცენტრმა კარიერის რეკორდი გაიმეორა
ზაზა ფაჩულიამ "დალასისა" და "პორტლენდის" შეხვედრაში, რომელიც სტუმარი "დალასის" გამარჯვებით დასრულდა - 115:112, სეზონის მე-12 ორმაგი დუბლი შეასრულა: 14 ქულა და 21 მოხსნა.

ზაზა ფაჩულიას მე-12 ორმაგი დუბლი და გამარჯვება "პორტლენდთან" [VIDEO]

შეხვედრის დასრულებას წამები უკლდა, როცა "დალასის" აცილებულ სამქულიანს დირკ ნოვიცკიმ მიუსწრო და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. თამაშის შემდეგ ზაზა ფაჩულია ხუმრობით ამბობდა, რომ სწორედ მან ასწავლა ასეთი სროლა გერმანელ სუპერვარსკვლავს:

"ეს ჩემი სკოლაა, მე ვასწავლე - სწავლა არასოდეს არის გვიან, დირკიც სწავლობს 37 წლის ასაკში. მე უბრალოდ ავუხსენი, როგორ მოიპოვოს კარგი პოზიცია ფარქვეშ და ვავიწროებ ბიჭებს მის ირგვლივ. მან ზუსტად ისე გააკეთა, როგორც ავუხსენი".

"დალასის" მწვრთნელმა რიკ კარლაილმა ზაზას შესახებ მატჩის შემდეგ განაცხადა:

"ის ძალიან ჭკვიანურად თამაშობს ფარქვეშ. ზაზა ძალიან კარგად იყენებს ტანს ბრძოლისას, ის უფრო ათლეტურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ის ძალიან სწრაფია ბურთით, მისი ენერგია და დროული ჩართვები ბრძოლებში, უბრალოდ, მისტიკურია".

dallasnews.com-ის საკალათბურთო მიმომხილველმა ედი სეფკომ თავისი აზრი გამოთქვა ფაჩულიას თამაშზე: "ის უფრო სხვა ყაიდის დამცველია, პოზიციურად თამაშობს და მეტოქე კალათბურთელებს ფარქვეშიდან დევნის. მართალია, კარგი დამფარებელი ვერ არის, მაგრამ საერთო ჯამში, ბრწყინვალედ თამაშობს.

"მავერიკსის" დაცვა შეტევაზე უკეთესია და, აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის ვთქვით ასეთი სიტყვები".

4-ქულიანი და 0-მოხსნიანი ჩავარდნის ("სან ანტონიოსთან") შემდეგ ზაზა ფაჩულიას საშუალო მაჩვენებლები ფანტასტიკურია: 14,3 ქულა და 14,3 მოხსნა (პლუს 0,7 ბლოკი).

21 მოხსნა ზაზა ფაჩულიას კარიერაში საუკეთესო შედეგის გამეორებაა. 2015 წლის 20 მარტს მას 21 მოხსნა "მილუოკისა" და "ბრუკლინის" მატჩში ჰქონდა.

გულშემატკივარი
ვამაყობ, კაპიტანო! უდიდეს წარმატებებს გისურვებ!!!
hh
იქნებ ლინკი დადოთ სად შეიძლება თამაშის ნახვა
სტუმარი
21 მოხსნა ძალიან სერიოზული შედეია და ცენტრის ძალიან მაღალ კლასზე მიუთითებს. ყოჩაღ ზაზა! გილოცავ!
daria
ამ დილით ვნახე ეს შეხვედრა და გავლაღდი ზაზას ასეთი კარგი თამაშით. ზაზას თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა. ძალიან მაგარ ფორმაშია. ზაზა გვეამაყები. შენმა გამჩენმა და გამზრდელმა გაიხაროს.
davidbe
მიდი,მიუბერე ბებერო მგელოოოოო
მსქროლავი ტროლი
სულაც არ გამიკვირდება, ხუმრობით კი არა, მართლა ეგრე რომ იყოს - ეს ჩვენი ჯეელები არ სწავლობენ ზაზასგან, თორემ ნოვიცკის მსგავსი პროფესიონალი, თუ დასჭირდა, ბავშვისგანაც ისწავლის.....
papa
გვეამაყები კაპიტანო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ჯეიმსის ისტორიული მატჩი - "ლეიკერსმა" "იუტა" დაამარცხა [VIDEO]
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
ნოვიცკი იჯდა და ამაყად უყურებდა ლუკას თამაშს... [VIDEO]
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ლუკას 43 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა, "კლიპერსს" ლეონარდმა ულიდერა [VIDEO]
"კლიპერსმა" "დალასი" რის ვაი-ვაგლახით დაამარცხა
27-ქულიანი ქამბექი და გამარჯვება - "ლეიკერსმა" "დალასი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
ლუკას საოცარი მატჩი - 50 ქულა და 10 ასისტი [VIDEO]
"თუ გნებავთ, ნოვიცკის ჰკითხეთ, დონჩიჩი მასზე უკეთესია" - კუბანის უცნაური განცხადება
დირკ ნოვიცკიზე წინ! დონჩიჩი რეკორდს რეკორდზე ამყარებს
ლუკას ისტორიული მაჩვენებელი და გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან" [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ლუკა დონჩიჩი: გასულ სეზონში დაცვაში გვიჭირდა, რადგან დაცვაში დირკი გვყავდა
NBA-ს ლეგენდა: მადლობა ყველა ქართველს ჩემი თბილად მიღებისთვის [VIDEO]