როცა ფეხბურთელები და ფანები ერთად სადილობენ
როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" გლეიზერების ამერიკულმა ოჯახმა შეიძინა, გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა ეს ფაქტი გააპროტესტა და შექმნა ახალი გუნდი სახელად: "იუნაიტედ ოფ მანჩესტერი".

დაახლოებით, მსგავსი რამ მოხდა ფლორენციაში 2004 წელს, როდესაც "ფიორენტინას" ულტრასთა ერთმა ჯგუფმა პროტესტი გამოუცხადა არა იმდენად კლუბს და მის მესვეურებს, რამდენადაც ზოგადად, მსოფლიო ფეხბურთს და სპორტის უპირველეს სახეობაში დამყარებულ წესრიგს, სადაც იგებს ის, ვისაც მეტი ფული აქვს. მაშინ, ამბოხებულმა ქომაგებმა შემდეგი განცხადება გაავრცელეს:

"დავიღალეთ ფეხბურთით, რომელშიც აღარ დარჩა სიურპრიზების ადგილი. დავიღალეთ ფეხბურთით, სადაც იგებს ის, ვისაც სატელევიზიო ტრანსლირების გაყიდვებიდან ყველაზე დიდი შემოსავალი აქვს. დავიღალეთ იმ ფეხბურთით, სადაც იგებს ის, ვისაც ყველაზე მეტი ფული აქვს. ფეხბურთი გახდა ყალბი და ხელოვნური, რასაც ნამდვილი გულშემატკივრები უნდა გავემიჯნოთ.

მოვუწოდებთ ყველა გუნდის ქომაგებს, რომ პროტესტი გამოუცხადონ იმ ფეხბურთს, სადაც ყველაფერს ფული წყვეტს და ყველაფერი ფულით იზომება".

არშემდგარი რომანი "პორტა რომანასთან"

მასშტაბური რევოლუციის მოწყობა არ გამოვიდა, რის შემდეგაც ამბოხებულებმა სერია D-ში მოასპარეზე გუნდი, "პორტა რომანა" აირჩიეს და მის გულშემატკივრებად იქცნენ.

თუმცა, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, რადგან ამ გუნდს უკვე ჰყავდა რამდენიმე ასეული ერთგული ქომაგი, რომლებიც ცივად დახვდნენ ახალ გულშემატკივრებს - აი, რა თქვა მაშინ ერთ-ერთმა ამბოხებულმა ტიფოზომ:

"რომანი "პორტა რომანასთან" არ შედგა, რადგან ამ გუნდის გულშემატკივრებმა არ მიგვიღეს. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ "ფიორენტინას" ქომაგები ვართ და რაღაცის თუ ვიღაცის გამო, შეუძლებელია სხვა გუნდი შეგიყვარდეს. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენი ქომაგობა სიყალბეა, არადა, აქ სწორედ იმიტომ ვართ, რომ სიყალბეს გავექეცით".

"კონტრო სტორიკო ლებოვსკი"

მოკლედ, "პორტა რომანას" გულშემატკივრობა არ გამოვიდა და 2010 წელს, ამბოხებულმა ულტრასებმა შექმნეს ახალი გუნდი სახელად: "კონტრო სტორიკო ლებოვსკი", რომელსაც შემოკლებით, უბრალოდ "ლებოსვსკის", ხშირად კი "დიდ ლებოვსკის" ეძახიან.

კონტრო სტირიკო - ძველ ქალაქს ნიშნავს და ეს სახელი იმად შეირჩა, რომ ამბოხებული ულტრასები ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად ქალაქის ძველ ნაწილში იკრიბებოდნენ.

რაც შეეხება ლებოვსკის - ის საკულტო პერსონაჟია ფილმიდან "დიდი ლებოვსკი", ამ პერსონაჟის პროტოტიპი კი არის ადამიანი, რომლის ცხოვრების წესი წინააღმდეგობაში მოდის ცხოვრების დღევანდელ პრინციპებთან და წესებთან, რომელიც სწორედ ფულზე, გაუმაძღრობასა და აგრესიაზეა დაფუძნებული.

პრინციპები და წესები

2010 წლიდან, საფეხბურთო კლუბი "ლებოვსკი" იტალიის რანგით მეცხრე დივიზიონში ჩაება, მიმდინარე სეზონში კი მე-7 დივიზიონში ასპარეზობს. 5 წელიწადში, ორი ლიგით აღზევება ცუდი შედეგი სულაც არაა და გუნდის გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ მალე გააცნობენ თავს საფეხბურთო მსოფლიოს.

რა პრინციპებზე დგას კლუბი და საიდან აქვს შემოსავლები? - "კონტრო სტორიკო ლებოვსკიში" მთავარი არა იმდენად გუნდი, რამდენადაც გულშემატკივარია.

კლუბს არ ჰყავს მეპატრონე და ის ეკუთვნის სწორედ ქომაგებს. ნებისმიერი გულშემატკივარი, რომელიც წელიწადში კლუბის ბიუჯეტს მინიმუმ 20 ევროთი შეავსებს, მიიღებს გუნდის ყველა საშინაო თამაშის აბონიმენტს და ამასთან, კლუბის სრულფასოვანი მეპატრონის სტატუსს, რომელსაც ექნება ხმის მიცემის უფლება ყველა უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვან საკითხზე.

ამ დროისთვის, კლუბის წლიური ბიუჯეტი გულშემატკივრებისგან 70 ათასი ევროა, დაახლოებით სამი ამდენი კი სპონსორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რაც სავსებით საკმარისია სტადიონის იჯარის გადასახდელად, გუნდის სრული ეკიპირების შესაძებად და სამწვრთნელო თუ სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასის გადასახდელად.

ამასთან, "ლებოვსკის" მესვეურებმა, ასეთი კი დაახლოებით 3 ათასი კაცია, შექმნეს ახალგაზრდული გუნდი, რომელიც მთავარი გუნდისთვის ტალანტების მიწოდების უწყვეტ წყაროდ უნდა იქცეს. შეიქმნა "ლებოვსკის" გოგონათა გუნდიც, რომელსაც გულშემატკივრები ასევე მხურვალედ ქომაგობენ.

ერთად სტადიონზეც და მის მიღმაც...

წარმოგიდგენიათ, მადრიდის "რეალის", "ბარსელონას", ან "იუვენტუსის" ფეხბურთელები თამაშის წინ გულშემატკივრებთან ერთად სადილობდნენ და შემდეგ, სტადიონზე ყველანი ერთად მიდიოდნრენ? - ასეთი ტრადიციაა "კონტრო სტორიკო ლებოვსკიში", სადაც მთავარი ღირებულება სწორედ გულშემატკივარია და ფეხბურთელები მათ განსაკუთრებულ პატივს სცემენ.

ყოველი თამაშის წინ, გრანდიოზული სუფრა იშლება, სადაც ფეხბურთელები და გულშემატკივრები მოახლოებულ მატჩზე მსჯელობენ და შემდეგ, სიმღერ-სიმღერით სტადიონზე მიემართებიან, ბუნებრივია, ერთად ხდება თითოეული გამარჯვების აღნიშვნაც - მაგრამ არა ისე, როგორც ევროპული ფეხბურთის გრანდებში, როდესაც მოთამაშეები ავტობოსუდან, ან სპეციალურად დამონტაჟებული სცენიდან გადმოჰყურებენ ქომაგებს - აქ სრული თანასწორობაა:

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"