ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

მე და ქალები
მას შემდეგ, რაც ჟიურიმ კენჭისყრის შედეგები გამოაცხადა, პრესკონფერენცია ჩავატარეთ. დონ კინგი იმ ცნობილი ადამიანების გვარებს გაჰყვიროდა, რომლებიც ამგვარ უბედურებაში მოყვნენ - ელვისზე, ჯეიმს დინზე, მერილინზე, ჯუდი გარლანდზე. შემდეგ მე გავაკეთე განცხადება:

- ვიცი, რაც მოხდა. ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ. არავისთვის ზიანი არ მიმიყენებია. არაფერი გამიკეთებია. მიყვარს ქალები; იმ გაგებით, რომ დედაჩემი - ქალია. მე მათ მიმართ პატივისცემის გრძნობა მაქვს.

სექტემბრამდე, ანუ სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ბევრს ვჭამდი. ვნერვიულობდი. ვემზადებოდი ჰოლიფილდთან ბრძოლისთვის, მაგრამ გულს ვერ ვუდებდი მომავალ შეხვედრას. ვარჯიშების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ნეკნები დავიზიანე და ექიმებმა ბრძოლის გადადება მირჩიეს. თავისუფლად შემეძლო ჩხუბი. მიუხედავად ამისა, მოხარული ვიყავი ორთაბრძოლის გაურკვეველი ვადით გადადების გამო. გული დამძიმებული მქონდა.

იმ დროს, როცა დეპრესიას ვებრძოდი და თან ვსუქდებოდი, ბრალდების მხარემ თავისი გუნდი შეკრიბა. მოდისეტის თამაში არ გამოვიდა: დიდმა ჟიურიმ არ დახურა ჩემი საქმე. ამასთან დაკავშირებით, მან შემდეგი ბრწყინვალე სვლა გააკეთა: ჩემი საქმის განსახილველად სპეციალური დამოუკიდებელი პროკურორი დაიქირავა - გრეგ გარისონი, პროკურორის ყოფილი თანაშემწე, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ფული იშოვა ნარკოტიკებით მოვაჭრეთა საქმეზე.

ის საკუთარ წილს იღებდა ყველაფრისგან, რაც დილერებისგან იყო ამოღებული. გარისონმა იმდენი ფული გამოიმუშავა, რომ, როცა მოდისეტი საოლქო პროკურორად აირჩიეს, მან ყველა იმ საქმეს, რაც ნარკოტიკებს უკავშირდებოდა, სამსახურებრივი გრიფი მიანიჭა. რა ნაძირლობაა!

მოდისეტმა გარისონს 20 ათასი დოლარი გადაუხადა იმის სანაცვლოდ, რომ ამ საქმისთვის მოეკიდა ხელი. ისიც დათანხმდა, თან არა მხოლოდ ფულის გამო, არამედ, პირველ რიგში, დიდების მისაღწევად. რომ მისი სახელი მთელ მსოფლიოში გამხდარიყო ცნობილი. არადა, მისი წიგნის წაკითხვის შემდეგ გაიფიქრებდით, რომ მან ეს საქმე ინდიანას შტატის ბოროტი ბარბაროსისგან დასაცავად აიღო:

"მე ინდიანას სოფლიდან მოვდივარ, კონსერვატული რესპუბლიკელებისგან და შრომისმოყვარე წესიერი ადამიანებისგან, რომლებიც პატივს სცემენ კანონს და ეხმარებიან თავიანთ მეგობრებს... ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ტაისონმა წარუმატებელი ადგილი შეარჩია თავისი დანაშაულების ჩასადენად. ინდიანა განსხვავდება პალმ-ბიჩისგან, კოლუმბიის ოლქისგან ან ლოს ანჯელესისგან".

გარისონმა გამოძიება დაიწყო. თავდაპირველად, მან შეისწავლა დეზირეს ტრუსი. ის შეშფოთებული იყო იმით, რომ დეზირეს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, ამიტომაც დიდი ჟიურის ოთახში შევიდა და დაათვალიერა ტანსაცმელი, რომელიც იმ ღამეს "მსხვერპლს" ეცვა. "ყველაფერი, რაც ჩემ წინ ელაგა, პიკანტურ სამოსს ჰგავდა", - დაწერა მან.

პირდაპირ წერტილში გაარტყა! მას ეცვა მოკლე შარვალი, მაისურა, რომლის დანახვაზე ქუჩაში მოძრაობა გაჩერდებოდა და ტრუსი. მას მიაჩნდა, რომ ეს ტრუსი "არ შეესაბამებოდა ახალგაზრდა ავანტიურისტი და გამომძალველი ქალის იმიჯს, რომელსაც სურდა, ჯიბეში ჩაძვრომოდა ექსჩემპიონს". მე მგონი, მას არ ესმოდა - რა არის ცხოველური ინსტინქტი და სექსუალური ლტოლვა.

"ავიღე ტრუსები და ზემოდან დავხედე, თითქოს მათი ჩაცმა მინდოდა". ის გარყვნილი ნაგავი იყო. მან სისხლის კვალის შესწავლა დაიწყო და გადაწყვიტა, რომ დეზირემ ტრუსი სექსის შემდეგ ჩაიცვა და ის სისხლით ჩემგან მიყენებული ტრავმებით დასვარა. გამოდის, დეზირე სიმართლეს ამბობდა: მე ის გავაუპატიურე. მისი ტრუსი უტყუარი სამხილი იყო. რეალურად, ეს მენსტრუაციის კვალი იყო.

გარისონმა გაიფიქრა: "ჯანდაბა, 44 წლის ვარ და სულ რამდენჯერმე მქონია სექსი. არ შეიძლება ასეთი სისასტიკე ქალების მიმართ. არა და მორჩა! თუ მას რამე ტკივილს ანიჭებს, სასწრაფოდ ითხოვს აქტის შეწყვეტას".

გარდა ამისა, გარისონი ვერ იჯერებდა, რომ მთელი 20 წუთი ორალური სექსით ვიყავით დაკავებული. "მოვლენათა აღწერა რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც აქამდე ვიცოდი სექსის შესახებ".

იქნებ ამ იურიდიული ლიტერატურის ნაცვლად, მისთვის უმჯობესი იქნებოდა დოქტორ კინსი (ალფრედ ჩარლ კინსი - ამერიკელი ბიოლოგი, ენტომოლოგიის პროფესორი, სექსის შესწავლის ინსტიტუტის დამაარსებელი; ადამიანის სექსუალურობის სფეროში კინსის კვლევებმა დიდი გავლენა იქონია 60-იან წლებში სოციალურ და კულტურულ ღირებულებებზე აშშ-სა და სხვა ქვეყნებში) წაეკითხა. ის დარწმუნებული იყო, რომ დეზირეს არ ექნებოდა სასქესო ორგანოში ორი პატარა ჭრილობა, სექსზე ნებაყოფლობით რომ დათანხმებულიყო. მაგრამ აქ პრობლემა ზომასა და ინტერნსივობაში იყო. სექსის დროს ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერს დაემართოს.

რა თქმა უნდა, აღნიშნული პრობლემა სასამართლო გარჩევის დროს წარმოიშვა. ჩემმა წარმომადგენელმა ვოილესმა მოითხოვა ჩემი სასქესო ასოს ზომის შესწავლა და ამისთვის ექიმის გამოძახება, რათა დაედასტურებინა, რომ სწორედ ამას შეიძლებოდა გამოეწვია ჭრილობა მის სასქესო ორგანოში. მაგრამ ფულერს ამის გაგონებაც არ სურდა. ის უხერხულობასა და ზიზღს გრძნობდა ჩემი საქმის ნებისმიერ სექსუალურ ასპექტზე.

ტრუსების გამოკვლევის შემდეგაც გარისონს ძველებურად ვერ გაეგო ჩემი მოტივაცია ვინმეს გაუპატიურებაზე: "ვაღიარებ, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ აირჩია ტაისონმა გაუპატიურებისთვის დეზირე, როცა მის განკარგულებაში ათობით ქალი იყო". ის ამ კითხვას სვამდა მას შემდეგაც, როცა განაჩენი გამომიტანეს.

ამის შემდეგ გარისონმა და მისმა თანაშემწემ, ბარბარა ტრატენმა პატარა საავტომობილო მოგზაურობა მოაწყვეს. ნოემბერში ისინი როდ-აილენდის შტატში გაემგზავრნენ დეზირესთან და მის ოჯახთან შესახვედრად და გაოცებულნი დარჩნენ - როგორი "ზრდილობიანი და თბილი" ოჯახი დახვდათ იქ. დიახ, პირველმა შთაბეჭდილებამ, შესაძლოა, შეცდომაში შეგიყვანოთ. იმ მომენტისთვის, როცა ბრალდების მხარემ როდ-აილენდამდე მიაღწია, დეზირემ და დედამისმა ოჯახის უფროსი ცუდ მოპყრობაში დაადანაშაულეს და სახლიდან გააგდეს.

აეროპორტში დეზირესა და მის ოჯახს ედვარდ გერშტაინი დახვდა, რომელიც ამ მომენტიდან ხდება მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანი მოთამაშე აღნიშნულ საქმეში. გამოძიების დაწყებიდან ცოტა ხანში, როდ-აილენდის შტატის ერთ-ერთმა ადვოკატმა უოლტერ სტოუნმა ვაშინგტონების ოჯახს მიმართა.

მან თქვა, რომ თუ დეზირეს დაიცავს, შესაძლოა, წარმოიშვას ინტერესთა კონფლიქტი, რადგან სტოუნი კრივის საერთაშორისო ფედერაციის მრჩეველია. სამაგიეროდ, მან ურჩია ოჯახს თავისი პარტნიორი ედვარდ გერშტაინი. ასე გახდა ეს უკანასკნელი დეზირეს სამოქალაქო ადვოკატი. მათ ის დაიქირავეს ჩემგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, აგრეთვე იმისთვის, რომ მაქსიმალური ჰონორარი მიეღოთ ფილმისა და წიგნის საავტორო უფლებებისგან.

გერშტაინის მონაწილეობამ ვაშინგტონების ოჯახის საქმეებში გარისონს სიმშვიდე დაუკარგა. საქმე ისაა, რომ ბრალდების მხარემ დაუმალა ეს ინფორმაცია დაცვის მხარეს. პროცესის დასრულების შემდეგ სტარ ჯონსმა - NBC-ის სასამართლო კორესპონდენტმა გააკრიტიკა ბრალდების მხარე იმის გამო, რომ მან არ გამოაქვეყნა დეზირე ვაშინგტონსა და სამოქალაქო ადვოკატს შორის შეთანხმების ფაქტი:

"ეს, უბრალოდ, მუხთალი დარტყმაა! პროკურორი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა არსებული ცნობა", - შენიშნა მან.

გარისონი და მისი თანაშემწე დეზირეს დაკითხვას შეუდგნენ. როგორც ჩანს, მათ ოდნავ აშფოთებდათ ის ფაქტი, რომ დეზირე ჩემს ნომერში ტუალეტში გავიდა და თავის ტრუსებზე საფენი შეცვალა. დეზირეს თქმით, მე მოულოდნელად უხეში გავხდი და ის ამით შოკირებული იყო. ამიტომაც წავიდა ტუალეტში, ტრუსიდან საფენი მოიხსნა და საწოლში დაბრუნდა. როცა გარისონმა დეზირეს ჰკითხა - რატომ გავიდა ტუალეტში, მან უპასუხა:

"ეს იყო პირველი, რაც თავში მომივიდა მისი მოულოდნელი გაუხეშების შემდეგ".

ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, მაშინ შემდეგი მისი ნაბიჯი იქნებოდა მოძრაობის გაგრძელება და მაშინვე წასვლა. თუ ხიფათი იგრძნო, მისთვის რთული არ იქნებოდა ნომრის დატოვება. ვოილესმა შექმნა სასტუმრო ნომრის მოდელი, რაც 6 ათასი დოლარი დაჯდა. ეს ფაქტის დემონსტრაციისთვის დასჭირდა. მაგრამ ფულერმა, რა თქმა უნდა, ეს ინიციატივაც დაბლოკა და არ გამოიყენა ეს მოდელი სასამართლო პროცესის დროს.

გარისონმა ასევე იცოდა ჩემი ჩვენებების შესახებ კეიტონის საქმესთან დაკავშირებით, როცა უხამსი წინადადება შევთავაზე ჯოანა კრისლის - ტომას პუჩიოს თანაშემწეს.

ის შოკირებული იყო იმით, რომ თითების საშუალებით ვაკეთებდი სქესობრივი აქტის სიმულაციას, შემდეგ კი ვთქვი: "შენთან სექსი მინდა!" მაგრამ, ამასთან, ის რატომღაც ვერ იჯერებდა, რომ იგივე დეზირე ვაშინგტონს ვუთხარი. ეს იყო იმ პერიოდში ქალებისადმი ჩემი უხეში დამოკიდებულების პირდაპირი მტკიცებულება.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი

[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს

ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა

ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს

7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით

ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ

"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი

"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა

ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს

გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა

ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა

უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა

"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა

ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება

უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა

"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი

ყოჩაღი ფიზკულტურის მასწავლებელი - რუსეთში საფეხბურთო მოედანი ჩაინგრა

აბიდალმა თავისი გარდაცვალების ცნობა უარყო

ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [დასაწყისი]