გიხაროდეთ, მეკორპუსეებო! - კიდევ ერთი საფეხბურთო სკოლა ნადგურდება, ამჯერად - რუსთავში!
გიხაროდეთ, მეკორპუსეებო! - კიდევ ერთი საფეხბურთო სკოლა ნადგურდება, ამჯერად - რუსთავში! 15 წლის წინათ დაარსებული საფეხბურთო სკოლა "შევარდენი" მალე გაიყიდება და რუსთაველი მეკორპუსეები თბილისელებს ხომ არ ჩამორჩებიან? მალე აქაც შესდგებიან მუხლუხოებიანი ამწეები და ტრაქტორები საფეხბურთო მოედნებს, ორმოებს ამოთხრიან და უსახურ ცათამბჯენებს ააშენებენ...

მალხაზ ბოლქვაძე თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი იყო, მაგრამ 70-80-იან წლებში ვერაფრით აჯობა რამაზ შენგელიას, ვოვა გუცაევს, რევაზ ჩელებაძეს და ჯერ "დინამოს" დუბლებში, მერე კი პროვინციულ ფეხბურთში ჩაიკარგა.

სამაგიეროდ, მშობლიურ რუსთავში შექმნა საფეხბურთო სკოლა და ათასობით ბავშვს გაუკვალა გზა ფეხბურთში.

2002 წელს "შევარდენმა" დანიაში უდიდესი ბავშვთა ტურნირი - "დანაკაპიც" მოიგო, რუსთაველი ბექა ზაქრაძე კი 1990-წლიანებში სულაც საუკეთესო ფეხბურთელი გახდა!

"შევარდენში" გაიზარდა ვარლამ კილასონია, კახი კაკაშვილი, გიორგი ნარიმანიძე, ვასიკო აფციაური, გიორგი ჭანკოტაძე, შოტლანდიაში მოთამაშე დაჩი ხუციშვილი და 1996-97-წლიანების ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც ახლა უმაღლეს ლიგაში თამაშობენ.

დრო იყო, "შევარდენში" 500 ბავშვი დადიოდა, ამჟამად კი სკოლაში 130 ბავშვი დადის, რომელთაც 6 მწვრთნელი ავარჯიშებს.

სკოლაში საკმაოდ კარგი ოფისია, არის გასახდელები, პარკინგი, ორი მოედანი, იქვეა მესამე მოედანიც, რომელიც განათლების სამინისტროს ბალანსზეა, მაგრამ მესამეს ვინ ჩივის - დავალიანების გამო მთელ სკოლას ემუქრება დაშლა, ვალი კი გაჭირვებულმა ცხოვრებამ გამოიწვია - ბავშვები ფულს ვეღარ იხდიდნენ და საქართველოში ხომ რესტორანსა და საფეხბურთო სკოლას წყლის, მიწისა თუ ქონების ერთნაირ გადასახადს უწესებენ?!.

მალხაზ ბოლქვაძემ ორჯერ გამოისყიდა სკოლა წინა მთავრობის დროს, ბინაც კი დატვირთა იპოთეკით, მაგრამ ვალებს ვეღარ სწვდება და შიშით ელოდება სასამართლოს განჩინებას...

მამუკა კვარაცხელია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gia
ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კორპუსების მშენებლობა ჯერ ერთი გარემოს აზიანებს და მეორე ადამიანების ჯანმრთელობისთვის კერძო ბინა უკეთესია
akim
"მალე აქაც შესდგებიან მუხლუხოებიანი ამწეები და ტრაქტორები საფეხბურთო მოედნებს, ორმოებს ამოთხრიან და უსახურ ცათამბჯენებს ააშენებენ"... მაგრად ვიხარხარე ამ წინადადების წაკითხვისას. "ბრავო" ავტორ. რუსტავსიც თუ ცადაბჯებენს აშენებდნენ, თანაც სახცოვრებელს, ნაღდად არ მეგონა. და საერთოდ რუსთავში საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიდის კი!! რაღაც არა მგონია, რადგან, თბილისი გაჯერებულია ახლადაშენებული, გასაყიდად გამზადებული საბინაო ფართით და ვერ ყიდიან. მოკლედ....
gaga
inkognito-ს.ნუ მიწყენ და თქვენი ეს მოსაზრება, არის სუფთა "ღრუზინული" აზროვნების ფანტაზიის ნაყოფი. რა გაძლევთ იმის საფუძველს იფიქრო, რომ ეს საკითხი მე არ მაინტერესებს ან კონკრეტულად რომელია ინტრიგული შეკითხვა. ამასთან, რატომ გგონია, რომ ვინმე მიზანმიმართულად ანადგურებს ამ სკოლას. თუ ვინე მას გაანადგურებს, პირველ რიგში მათი მფლობელები იქნებიან, მათივე უთავბოლო საქმიანობით. აღარ არის ის დრო, როცა ვინმეს რამეს ძალით ართმევს. თუ მაინც ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, სადაა კონკრეტიკა!! როგოც ვხვდები, აქ მხოლოდ ერთი მიზეზია და ეს არის ობიექტის უთავბოლოდ დატვირთვა ვალდებულებებით ანუ მენეჯმენტის გაუთვლელი სვლა. ესაა ჩემი პასუხი თქვენს პასკვილზე inkognito მეგობარო.
givi
გვერძე უფრო დიდი სტადიონია მარა ვინ ყავს პატრონი (((
inkognito
გაგა მეგობარო დაკონკრეტება არ არი ყველაფრის საჭირო მთავარია რო ნადგურდება და მორჩა მანდ ყველაფერი ინტრიგნულ კითხვებს მოეშვი და თუ გული არ შეგკტივა გაატარე უბრალოდ
ჯიჯი
თუ ნამდვილად ასე და ამ ადამიანმა საკუტარი ოჯახი დააყენა საფრთხის წინაშე და საკუთარი ბინა იპოთეკით დატვირთა იმიტო რო სკოლაგ ადაერჩინა,ნამდვიად იმსახურებს გვერდით დაუდგეს ყველა ვისაც ფეხბურთი უყვარს
gaga
ავტორს, ვერაფერი გავიგე ამ სტატიიდან. თუ ამ სკოლას უჭირს და ვალებში იხრჩობა, ამას რა კავშირი აქვს მშენებლობასთან? ის მაინც აგვიხსენით, რაზე მსჯელობს სასამართლო ანუ ვინ ედავება ან რაზე ედავება ამ სკოლას. ვის მიმარტ დაუგროვდა დავალიანება. აქ ყველაზე მეტად საქმე უნდა გვქონდეს მენეჯმენტის უსუსურ მუშაობასთან. თუ ვინმეს მიმართ ვალები გიგროვდება, ეს პირველ რიგში მენეჯმენტის "კარგი" მუშაობის შედეგია. მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გავიგე, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს მშენებლობასთან.
giga
ვანდალიზმი რა შუაშია. აძლევ კორპუსის აშენების უფლებას და გამოიყენებს. ააგებს იმას რაშიც ფულს ნანხავს. მიეცათ რაგბისთვის ეგ მოედანი ჩემ ფეხებს გაბედავდნენ კორპუსის ჩადგმას.
zviad
ძალიან ცუდი ფაქტია ის რაც ზემოთ დაიწერა ,მაგრამ უფრო ცუდი ისაა რომ ამაზე ისევ კვარაცხელია ლაპარაკობს და არა ფედერაციიდან ვინმე ან ჟურნალისტებიდან.რისთვის არიან თანამდებობეზე ვერ ვხვდები .ადრე კაი ეკიდათ მაგრამ ეხლა იმედი გაგვიჩნდა და რამე ხომ უნდა გააკეთონ.ჯერჯერობით ძაან ინერტულები არიან და ვერ დგამენ საჭირო ნაბიჯებს.დროა ყურები გამოიბერტყოთ ფედერაციაში!!!
DAA
პრობლემა მარტივად შეიძლება მოგვარდეს... ხალხმა უარი უნდ აგანაცხადოს ასეთ ადგილებზე აშენებულ კორპუსებში ბინების ყიდვაზე და აღარავის გაუჩნდება სურვილი ასეთ ადგილებზე კორპუსების აშენების...
gizog
ვფიქრობ, ფედერაციამ უნდა დარაზმოს საფეხბურთო სამყარო, მსგავსი ვანდალიზმის წინააღმდეგ.
1
მეზიზღება უკვე ყველა ვინც ამ კორპუსებს აშენებს... :@
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "კოლხეთს" სოსო ფილიაც ვერ შველის
ᓑᓠᓐᓖᓘᓚᕘᕣᓠ ᕙᓚᓣᓑ "ᓙᓝᓠᓘᓢᓘᓑᕐᕡ" ᓑᕐᓗᓣᓛᓨᕘ ᕡᓐᓤᓔᓮᕑᓣᕠᓗᓝ ᕡᓙᕝᓚᓘᓡ ᓒᓐᕮᓡᕜᓐ ᓡᕣᓠᓡ
ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ნემსაძე დასახელდა
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
''დიდი ფული შემომთავაზეს და მითხრეს, ''შევარდენში'' თამაშობდი, იცი რაც უნდა გააკეთო...'' - მოსტოვოიმ საქართველოს მე-2 ლიგაში გარიგებულ მატჩებზე მოჰყვა
ეროვნული ლიგა 2. I ტური: "თელავმა" და "ცხინვალმა" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?