ურეკში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა ფოთის "კოლხეთთან" ჩაატარა

ურეკულ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა შაბათს მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა - ფოთის "კოლხეთს" გაეჯიბრა და 2:4 დამარცხდა.

უპირატესობა თავიდანვე ფოთელებმა იგდეს ხელთ, პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს და შესვენების შემდეგაც არ დამცხრალან - ანგარიში 4:0-ამდე გაზარდეს. მატჩის დასკვნითი ნაწილი კი 17-წლამდელთა კარნახით წარიმართა და კობა ჟორჟიკაშვილის ფეხბურთელებმა ორი ბურთის გაქვითვაც შეძლეს. "კოლხეთის" შემადგენლობიდან დუბლი გულუამ შეასრულა, თითო ბურთი კი წიქარიშვილისა და ცხვიტარიას ანგარიშზეა. ნაკრების შემადგენლობიდან თავი გოგიჩაიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც "კოლხეთს" ორი ჯარიმა გაუტანა.

კოლხეთი: ძაგანია - ბარამიძე, ცხვიტარია, გეგელია, მეგრელიშვილი - გვალია, კვერენჩხილაძე, გულუა, მოისწრაფიშვილი - წიქარიშვილი, გოგონაია.

შეცვლაზე შევიდნენ: ლობჟანიძე, ქორჩილავა, გელაჭეიშვილი, ფურთუხია, ნაჭყებია.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები: მიქავა - მთივლიშვილი, ღაღანიძე, ჭიღვარია, მონიავა - მარკოზაშვილი (ექვთიმიშვილი), ენდელაძე (ღირდალაძე), გოგიჩაიშვილი, სამუშია - დიასამიძე - ფანცულაია (კაჭარავა).

შედეგის მიუხედავად, ჟორჟიკაშვილი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. "ასაკში სხვაობა მაინც საგრძნობი ფაქტორია და უმაღლესი ლიგის ბინადართან წაგება გასაკვირი ნამდვილად არ არის. შედეგს ჩვენთვის არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ მაინც შეგვეძლო, მარცხი თავიდან აგვეცილებინა. მეორე ტაიმში არაერთი საგოლე მომენტი გავაფუჭეთ, რაც გამოუცდელობის ბრალია. გუნდის კონდიციებით კი კმაყოფილი ვარ. მიხარია, რომ ბიჭები დაკისრებულ ამოცანას კარგად ართმევენ თავს, ნაკრები სწრაფ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს", - ამბობს ჩვენი ნაკრების თავკაცი.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ 17-წლამდელებს უძლიერესი შემადგენლობით არ უთამაშიათ. უკვე გამცნეთ, რომ ბაჩანა არაბული და ლუკას ჰუფნაგელი გუნდს ურეკში არ გაჰყოლიან, ზღვისპირეთში ჩასულ ფეხბურთელთაგან კი "კოლხეთის" წინააღმდეგ სანდოხაძეს, ცნობილაძესა და ძირითად მეკარე თებიძეს სხვადასხვა უმნიშვნელო პრობლემის გამო არ უთამაშიათ, მაგრამ საგანგაშო არაფერია, მწყობრში სამივე მალე ჩადგება. ფოთელებთან სპარინგის პირველივე ტაიმში დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა მარკოზაშვილი, მაგრამ მასაც უკვე ყველაფერი რიგზე აქვს.

დღეს ჟორჟიკაშვილის გუნდი ბოლნისის "სიონთან" მოსინჯავს ძალებს და ნაკრების სამწვრთნელო შტაბი იმ ფეხბურთელებსაც მისცემს თავის გამოჩენის შანსს, ვისაც წინა სპარინგებში ვერ დააკვირდა.

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა