20 წლის ანა ტატიშვილის (156) კარიერაში საუკეთესო ჯერჯერობით გუშინ დასრულებული პრაღის ღია პირველობაა

20 წლის ანა ტატიშვილის (156) კარიერაში საუკეთესო ჯერჯერობით გუშინ დასრულებული პრაღის ღია პირველობაა (220 ათასი დოლარი), სადაც საქართველოს პირველმა ჩოგანმა მეოთხედფინალს უწია. ანა, ყოველგვარი დასვენების გარეშე, ჩეხეთიდან სლოვენიაში გადავიდა და ქალაქ პორტოროჟში მიმდინარე სლოვენიის ღია პირველობაზე (220 ათასი დოლარი) ჩაება. ამჯერად, ქართველმა ბრძოლა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო - ასე რომ, მან პარასკევს პრაღაში ითამაშა, შაბათს კი უკვე - პორტოროჟში. სულაც არ არის გასაკვირი, რომ მე-7 ნომრად განთესილ ქართველს გაუჭირდა "უაილდ ქარდით" მიწვეულ კარენ ბარბატთან (დანია, 556). ბარბატი 18 წლისაა, მან ქართველს ერთი სეტი მოუგო კიდეც, თუმცა სულ ეს იყო, მერე და მერე ანას უპირატესობა გამოიკვეთა - 4:6, 6:2, 6:3. ტატიშვილი მე-2 საკვალიფიკაციო წრეში ინდირე აკიკის (ხორვატია, 641) შეხვდა.

ამავე ტურნირში ბედი მაკა ჩახნაშვილმაც (202) სცადა, რომელიც პირველ საკვალიფიკაციო წრეში იტალიელ ნატალი ვიერინს (513) შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა - 4:6, 1:6. არ გვინდა დავიჯეროთ, რომ მაკამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები დიდ ჩოგბურთში, მაგრამ ფაქტია, მისი ბოლოდროინდელი წარუმატებელი სერია დამაფიქრებელია, ის მხოლოდ მცირე ტურნირებში (25-ათასიანები) თუ ყოჩაღობს, ვიერინთანაც კარიერაში პირველად დათმო მატჩი.

სოფიო ქვაცაბაია (402) ფრანგულ დაბა ლე კონტამინ-მონტოიეში ითამაშებს (25 ათასი დოლარი), სადაც ძირითად ბადეში მოხვდა. ხარკოვის ტურნირში (25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში ერთბაშად სამი ქართველი იქნება: სოფიო შაფათავა (290), თათია მიქაძე (359) და ეკა გორგოძე (550).

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე