ბადრი კვარაცხელიას გუნდმა მორიგი საკონტროლო მატჩი სტუ-სთან ექსპერიმენტული შემადგენლობით გამართა და 4:2 დამარცხდა
ცხინვალის "სპარტაკი" მეორე ეტაპისათვის მზადებას განაგრძობს და ბადრი კვარაცხელიას გუნდმა მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. "სპარტაკის" მეტოქე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი (მთავარი მწვრთნელი - გოჩა ჟორჟოლიანი) იყო და გამარჯვებაც რანგით დაბალი ლიგის წარმომადგენელს დარჩა - 4:2.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ტრავმების გამო "სპარტაკს" ძირითადი შემადგენლობის 8 ფეხბურთელი (სოსო გრიშიკაშვილი, ბოიომო ფრიდოლინი, ნუკრი მანჩხავა, ლევან ჭაფოძე, თემურ შონია, ვლადიმერ უგრეხელიძე, ზვიად მეტრეველი, ილია ბუზალაძე) აკლდა. ამის გამოც იყო, რომ "სპარტაკმა", ფაქტობრივად, ექსპერიმენტული შემადგენლობით იასპარეზა - დუბლშემადგენლობის მოთამაშეებთან ერთად სტუ-სთან მატჩში მონაწილეობა მიიღეს გუნდში ტესტირებაზე მყოფმა ჭაბუკებმაც.

სპარტაკელთა მხრიდან გოლები გაიტანეს დავით ზერეკიძემ და გიორგი ალავიძემ; აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ "სპარტაკის" ხელმძღვანელობას დიდი სურვილი აქვს გუნდში დაიტოვოს გიორგი მამუჩიშვილი, - ყველაფერი კი თურქული შეკრებიდან "დინამოს" დაბრუნების შემდეგ გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ეს ახალგაზრდა ნახევარმცველი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში "დინამოს" ღირსებას იცავდა და ახლა იჯარით გადავა "სპარტაკში" თუ სრულუფლებიან კონტრაქტს გააფორმებს, აი, მხოლოდ ეს არის გასარკვევი.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო