მსოფლიოს თასის გათამაშება
გასულ უქმეებზე მსოფლიოს თასის გათამაშება ოკეანის გაღმა გაგრძელდა. სამთო სათხილამურო სპორტის მიმომხილველები საინტერესო წინადადებით გამოვიდნენ - კანადის კურორტ ლეიკ-ლუისს დაარქვან ლეიკ-ლინდსი - ამერიკელი ლინდსი ვონის საპატივცემულოდ. მსოფლიოს თასის ოთხგზის მფლობელმა სამი დღის განმავლობაში სამი რბოლა მოიგო, სულ კი ამ კურორტზე 18 გამარჯვება დაუგროვდა.

ლინდსიმ პარასკევსა და შაბათს სოლიდური სხვაობით იმარჯვა სწრაფდაშვებაზე, კვირას კი შანსი არ დაუტოვა კონკურენტებს სუპერ-გიგანტში.

ამ სამი გამარჯვების შემდეგ, ვონი სათავეში ჩაუდგა გენერალურ კლასიფიკაციას - მას 300 ქულა აქვს და ოთხი ქულით უსწრებს თანამემამულე მიკაელა შიფრინს.

მამაკაცები კოლორადოში, ბივერ კრიკში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. პარასკევს, ნორვეგიელმა აქსელ-ლუნდ სვინდალმა აჯობა ყველას სწრაფდაშვებაში, რითაც სეზონში მესამე ეტაპი მოიგო. ამის შემდეგ კი მარსელ ჰირშერის ჯერი დადგა. მსოფლიოს თასის მოქმედმა ჩემპიონმა შაბათს სუპერგიგანტი მოიგო, კვირას კი გიგანტურ სლალომში გაიმარჯვა. აქ მისი კონკურენტი ამერიკელი ტედ ლიგეტი იყო, რომელსაც, მანამდე, ბივერ კრიკში ზედიზედ ექვსჯერ ჰქონდა მოგებული გიგანტური სლალომი, მაგრამ პირველ ცდაზე შეცდომა დაუშვა და ფინიშამდე ვერ მივიდა, რითაც გზა გაუხსნა ჰირშერს.

ავსტრიელმა კარიერაში 33-ე ეტაპი მოიგო, თუმცა ჯერ ჩამორჩება საერთო ჩათვლის ლიდერს სვინდალს.

ახლა, მოთხილამურეები ევროპაში გადმოინაცვლებენ. მან წინ აქვს მსოფლიოს თასის ეტაპი ფრანგულ ალპებში, სახელგანთქმულ კურორტ ვალ დ'იზერში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა