"ატლანტას" ქართველი ცენტრის გამოქომაგებამ მისი თანაგუნდელი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციისგან ვერ იხსნა
"ატლანტელებმა რამდენიმე დღის წინ "მილუოკისთან" ბოლო პერიოდში 11-ქულიანი უპირატესობა გაანიავეს. მაშინ მწვრთნელმა, ლარი დრიუმ თქვა - ეს ჩვენთვის დიდი გაკვეთილი უნდა იყოსო. მას მერე ერთი კვირაც არ გასულა, რომ "ატლანტა ჰოქსმა" გაკვეთილი "კარგად" აითვისა: "დალასთან" გავლით მატჩში მესამე პერიოდის წინ სოლიდური სხვაობით იგებდა, თუმცა ბოლო რაუნდში თამაში ჩააგდო და 91:102 დამარცხდა", - ეს გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენში" წერია.

სხვა რა უნდა დავამატოთ... მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ზაზა ფაჩულიამ 16 წუთში 5 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.

წინა დღეს ჯორჯიელებმა "ნიუ იორკს" შინ სძლიეს. ამ მატჩში ზაზამ მხოლოდ 9 წუთი ითამაშა, ალბათ იმიტომ, რომ იორკელთა შემადგენლობაში ხარისხიანი ცენტრი არ არის და ფარქვეშ ყველაფერი ამარე სტაუდმაიერზეა დამყარებული, რომლის წინააღმდეგაც ელ ჰორფორდმა კარგად ითამაშა.

შეხვედრის ბოლოს ისეთი რამ მოხდა, რომ კომენტარი ზაზა ფაჩულიამაც უძღვნა. ატლანტელმა მერვინ უილიამსმა მეტოქე შაუნ უილიამსს უბიძგა, რომელიც მასპინძელს მიუბრუნდა და შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. მოჩხუბრები თანაგუნდელებმა დააშოშმინეს. NBA-ს ხელმძღვანელობამ მერვინს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

''მერვინ უილიამსი მშვიდი, მეგობრული ადამიანია. თუმცა, უმჯობესია იგი არ გააბრაზოთ... ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მასზე მანამდე იუხეშეს'', - თქვა ზაზამ.

ატლანტა-ნიუ იორკი 111:102

ზაზა ფაჩულია: 09:05 წუთი, 1 ქულა (2-დან 0 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 1 ჩაჭრა, 2 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

03:52 ზაზამ სმიტი შეცვალა

01:55 საჯარიმოები: 2/1 (1ქ, 24:19)

II პერიოდი

11:50 ფოლი: 1

11:50 შეცდომა: 1

11:28 ჩაჭრა: 1 (დუგლასს ჩაუჭრა)

11:07 ორქულიანი: რაზუსტი

11:04 ფოლი: 2

11:04 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

02:15 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

00:26 ორქულიანი: არაზუსტი

IV პერიოდი

09:58 ბიბიმ ზაზა შეცვალა

დალასი-ატლანტა 102:91

ზაზა ფაჩულია: 15:43 წუთი, 5 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 ფოლი, 2 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

02:56 ზაზამ ევანსი შეცვალა

01:23 ორქულიანი: არაზუსტი

II პერიოდი

11:05 ორქულიანი: 2ქ (26:31)

10:44 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

10:26 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 28:31)

09:40 შეცდომა: 1

08:38 მოხსნა: შეტ-0, დაც-2

08:17 ფოლი: 1

08:17 კოლინზმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

06:04 ზაზამ ევანსი შეცვალა

03:29 საჯარიმოები: 2/1 (5ქ, 70:70)

01:09 მოხსნა: შეტ-0, დაც-3

IV პერიოდი

11:21 შეცდომა: 2

10:34 ფოლი: 2

09:50 ორქულიანი: არაზუსტი

09:09 ორქულიანი: არაზუსტი

09:00 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა.

[VIDEOS] ბითაძის ჩხუბი NBA-ის ყოფილ ჩემპიონთან და "ორლანდოს" მარცხი "ვაშინგტონთან"
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
დუბაის დიდი ქამბექი ლიმასოლში | შენგელიას გუნდმა ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა
ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ნიკო პასი "რეალში" დაბრუნებას არ აპირებს
"ეს მატჩი ჩვენს მომავალს ცვლის" - ამორიმი "მილანის" ბრწყინვალე Comeback-ზე
37 წლის ასაკში ისლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე გარდაიცვალა
ტრანსფერი გამოირიცხა - "ატლეტიკომ" ალვარესი პსჟ-ის არ მიჰყიდა
"ბოდიში"! - "ხეტაფეს" ფეხბურთელების პატიების თხოვნები თბილისური მატჩის შემდეგ და იმედგაცრუებული მწვრთნელის ჩივილები
"მკაცრად ვგმობთ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის არაპროპორციულ გამოყენებას" - "ტრაბზონსპორის" განცხადება
[VIDEOS] ბათუმში "ბეშიქთაშის" ქომაგები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ
"ხეტაფესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს მეკარე პარიზიდან გასამგზავრებლად მზადაა
მამარდაშვილი ობლაკის ნაცვლად - "ატლეტიკო" ქართველის ტრანსფერს ისევ განიხილავს?
"ბეშიქთაშის" თვითმფრინავს, რომელიც ბათუმში მიფრინავდა, მეხი დაეცა
"4 წელია აქ თამაშობენ და ინგლისური არ იციან, იტალიაში კი..." - ოლივერ გლასნერმა საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა
"მისი განცხადება კოლონიალისტურად ჟღერს" - ასუ-ეკოტომ მბაპე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა
"ესპანეთი სპორტის ყველა სახეობაში ასეთი წარმატებული ამ მიზეზის გამოა" - პეპ გვარდიოლა
"ფრთხილად იყავით!" - ტიერი ანრიმ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
"ოქროს ბურთი"? საერთოდ არ მაინტერესებს" - ჯუდ ბელინგემი
"ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ" - "საბაჰის" მწვრთნელი "ბარსელონასთან" 1:4 მარცხის შემდეგ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე