ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფიცპატრიკი: წავალ, როცა "ბორჯღალოსნები" "ოლ ბლექსს" დააფრთხობენ

ფიცპატრიკი: წავალ, როცა "ბორჯღალოსნები" "ოლ ბლექსს" დააფრთხობენ

ლეგენდარული ახალზელანდიელი ქართული რაგბის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს

ლეგენდარული ახალზელანდიელი მორაგბე შონ ფიცპატრიკი თბილისში ერთდღიანი ვიზიტით გვეწვია. "ოლ ბლექსის" ყოფილი შერკინების კვაჭი პირველია, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივას გამოეხმაურა. ქართული რაგბის მესვეურებმა გადაწყვიტეს, შეიქმნას მსოფლიოს რაგბის ცნობილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული "საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო".

სახელოვანი ახლზელანდიელი თბილისში ვიზიტისას საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს შეხვდა. მანამდე კი ჟურნალისტებთან "თბილისი მერიოტში" პრესკონფერენცია გამართა.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"ჩვენთვის დიდი პატივია შონ ფიცპატრიკის სტუმრობა. ის მსოფლიოს რაგბიში დარჩა, როგორც ახალი ზელანდიის ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი, რომელიც "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ამასთან ფიცპატრიკმა შექმნა შერკინების კვაჭის თამაშის ახალი სტილი, რომლითაც რაგბის ქომაგებს აღაფრთოვანებდა.

საქარველოს რაგბის კავშირი შონ ფიცპატრიკს ლევან ვასაძის დახმარებით დაუკავშირდა, რომელთანაც საქმიანი ურთიერთობა აქვს, რისთვისაც მას მადლობა გვინდა გადავუხადოთ.

ჩვენ შევთავაზეთ შონს "საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს" შექმნაში დახმარება გაეწია. გვინდა შევკრიბოთ იმ ადამიანთა ჯგუფი, ვინც ქართული რაგბის განვითარებაში წვლილს შეიტანს. ეს ადამიანები იქნებიან ჩვენი ელჩები საერთაშორისო არენაზე და თავის ცოდნა-გამოცდიელბას გაგვიზიარებენ.

დღესდღეობით "საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში" ორი ადამიანია, შონ ფიცპატრიკი და რიჩი დიქსონი."

შონ ფიცპატრიკი:

"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ქართული რაგბის თემის სტუმარი. საქართველო ძალიან ჰგავს ახალ ზელანდიას, უბრალოდ, ჩვენ ცოტა უფრო ბევრი ცხვარი გვყავს.

როდესაც შეთავაზება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია. რაგბის მხარდაჭერისთვის საქართველოზე უკეთესი ქვეყნის არჩევა, ვფიქრობ, შეუძლებელია. ყველაფერს ვიღონებ, რომ ქართული რაგბის შესახებ ხმა მთელ მსოფლიოს მივაწვდინო.

ჩემთვის იოლი იქნებოდა ახალ ზელანდიაში ან ინგლისში დარჩენა, სადაც ამჟამად ვცხოვრობ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში რაგბის განვითარება და მასში გარკვეული წვლილის შეტანა.

ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებმა მესამედ მოიპოვა მსოფლიოს თასის საგზური და სექტემბერში ახალ ზელანდიაში გვეწვევა. ქართულ რაგბისთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი მოგონება, 2007 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების ის მატჩია, რომელშიც ირლანდიის ნაკრებს თითქმის მოუგო.

რიჩი დიქსონთან ერთად ჩემი მიზანია, რომ საქართველოსნაირმა ქვეყნებმა რაგბი უფრო უკეთ ითამაშონ, განვითარდნენ. ქართულ რაგბისთან ჩემი სახელის დაკავშირებით, ვფიქრობ, მისადმი ინტერესი გაიზრდება. მე თქვენთან ვიქნები მანამ, სანამ საქართველოს ნაკრები "ოლ ბლექსს" საფრთხეს არ შეუქმნის.

საამისოდ კი ძალიან ბევრი და სწორი მიმართულებით შრომაა საჭირო. ახალგაზრდა მორაგბეებზე ზრუნვით და ჩვეული ჟინით თამაშით, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა მალე გახდება შესაძლებელი."

რიჩი დიქსონი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:

"აღფრთოვანებული ვართ, რომ შონ ფიცპატრიკი გვეწვია. ასეთი დონის პიროვნების დაინტერესება იმის ნიშანია, რომ ქართული რაგბი ყოველმხრივ ვითარდება, ავტორიტეტს იხვეჭს. ის ყველაზე გამორჩეული "ოლ ბლექსი" იყო და, ვფიქრობ, მისი გამოცდილება ჩვენთვის ფასდაუდებელი იქნება."

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ახალზელანდიელ სტუმარს საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართი უსახსოვრა. სასტუმრო "თბილისი მერიოტიდან" სტუმარი "შევარდენის სანაკრებო ბაზის" დასათვალიერებლად წაიყვანეს. იქ იმ დროს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 18-წლამდელთა გუნდთან სპარინგ მატჩს მართავდა. შონ ფიცპატრიკმა ორივე გუნდთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღი და სიტყვით მიმართა.

"ახალი ზელანდიის ნაკრებში 12 წელიწადი ვითამაშე. მანამდე, ისევე როგორც თქვენ, 18-წლამდელთა და 20-წლამდელთა ნაკრებების წევრი ვიყავი. მაშინ ნათლად მქონდა გაცნობიერებული, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში მიწვევით შანსი მომცეს. ყველაფერი ვიღონე და ეს შანსი გამოვიყენე. თქვენ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრები ხართ. ეს თქვენი შანსია, გამოიყენეთ ის. შესაძლოა, ამან თქვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ

"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა

[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა

[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა

"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს