ჰოლანდიელს დროებით გიგზი შეცვლის?
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გაღწევა ვერ მოახერხა და ევროპალიგაზე მოუწევს გადანაცვლება, რაც ცხადია, ლუი ვან გაალისთვის კარგი ამბავი ვერ არის.

ლუი ვან გაალს ისედაც აკრიტიკებდნენ გუნდის უფერული თამაშის გამო და "ვოლფსბურგთან" წაგების მერე მასზე ზეწოლა ერთიორად გაიზარდა. თუმცა თავად ჰოლანდიელი იხტიბარს არ იტეხს და გაიძახის, ფაქტებია მოწმე, რომ ამ სეზონში უფრო უკეთ გამოვიყურებით, ვიდრე წინაში და პროგრესი უნდა გავაგრძელოთო.

იგი, ალბათ, იმას გულისხმობს, რომ პრემიერლიგაში "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები პირველ ადგილთან (ქულებით) ძალიან ახლოს არიან.

"თავს არ და ვერ დავიცავ, რადგან ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ. თუმცა ფაქტებით ჩანს, რომ ამ სეზონში უკეთ გამოვიყურებით. ინგლისის ლიგის თასზე უფრო შორს გასვლა შევძელით. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვიყავით, ვიბრძოლეთ და პრემიერლიგაშიც საკმაოდ კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ასე რომ, უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე წინა სეზონში. თუმცა, რასაკვირველია, გულდაწყვეტილი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ" - ამბობს ვან გაალი.

ბევრს მიაჩნია, რომ "ვოლფსბურგთან", პსვ-სთან და მოსკოვის ცსკა-სთან "წითელ ეშმაკებს" ურთიერთობა მარტივად უნდა გაერკვია და მერვედფინალში მშვიდად და კომფორტულად გასულიყო. ამ მოსაზრებას "ბრაზიანი ლუი" არ ეთანხმება:

"ეს ძალიან რთული ჯგუფი იყო, რომელშიც კარგმა, ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი. არანაირად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ იოლ ქვეჯგუფში ვიყავით" - დასძინა ვან გაალმა.

"იუნაიტედს" ძვირად, პირველ რიგში, პსვ-სთან ვერმოგება დაუჯდა. ეინდჰოვენელებს მათივე ყოფილი ფეხბურთელის, მემფის დეპაის გოლით "მანჩესტერი" უგებდა და ჰოლანდიაში გამართული მატჩის პირველ ტაიმში დიდ უპირატესობასაც ფლობდა, გუნდმა ძალიან ბევრი მომენტი გაანიავა.

ტაიმის მიწურულს კი აქეთ გაუშვა, ხოლო მეორე ნახევარში ეინდჰოვენელებმა მეორეც შეაგდეს და სულაც მოიგეს. ხოლო "ოლდ ტრაფორდზე" შეხვედრა ფრედ დასრულდა.

კიდევ ერთი დეტალი არის ის, რომ "მგლებთან" შეხვედრაში მანჩესტერელებს, კერძოდ კი, ჯესი ლინგარდს გოლი არ ჩაუთვალეს, რომელიც "წითელი ეშმაკების" აზრით, ჩასათვლელი იყო.

"ეს გიჟური შეხვედრა იყო. იქამდე ბევრი გოლი ვერ გაგვქონდა და ამჯერად ორი შევაგდეთ, შეიძლება სამიც, მაგრამ ერთი გაგვიუქმეს. უცნაური კი ის არის, რომ ბევრს არც ვუშვებდით და ახლა ორი გოლი იქიდან ორ წუთში გავუშვით, როდესაც გატანა მოვახერხეთ. ამის გაგება ძნელია, რადგან დაცვაში, თითქოს, პრობლემები არ გვქონდა" - აღნიშნა საგონებელში ჩავარდნილმა ვან გაალმა.

"ამის მიღება და გადატანა ჩვენთვის ძალიან რთულია. გულდაწყვეტილები ვართ. პსვ-სთან საკუთარ კედლებში აუცილებლად უნდა მოგვეგო. "ვოლფსბურგთან" კი არ გაგვიმართლა. თანაც, ბოლო 10 წუთი ათი კაცით ჩავატარეთ და ამან ამოცანა კიდევ უფრო გაგვიძნელა. ახლა მთავარია, ეს წარუმატებლობა რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ, ძალები აღვიდგინოთ და მომავალი მატჩებისთვის მოვემზადოთ" - უთხრა ჟურნალისტებს თამაშის მერე მანჩესტერელთა ბელგიელმა ლეგიონერმა მარუან ფელაინიმ.

ათი კაცით კი მატჩის ბოლო მონაკვეთის ჩატარება "იუნაიტედს" იმიტომ მოუხდა, რომ კრის სმოლინგი დაშავდა და იმ დროისთვის ვან გაალს სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა.

ზოგადადაც, ტრავმები "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებისთვის აქტუალური თემაა. "ვოლფსბურგთან" გუნდს უეინ რუნი ვერ დაეხმარა. გარდა ამისა, მარკოს როხო, ფილ ჯონსი, ანდერ ერერა და მორგან შნეიდერლენი არ იყვნენ და ასევე, სერიოზულად დაშავებულები ლუკ შოუ და ანტონიო ვალენსია.

ამას დაემატა ისიც, რომ თამაშის მსვლელობისას მატეო დარმიანი დაშავდა და ვან გაალს 18 წლის კამერონ ბორზვიკ-ჯექსონის შემოშვება მოუხდა. იქამდე მას ისედაც ჰყავდა შემადგენლობაში ამ დონეზე თამაშის მხრივ გამოუცდელი 22 წლის ურუგვაელი გილერმო ვარელა.

პრემიერლიგის მომავალი მატჩი მანჩესტერელებს "ბორნმუთთან" აქვთ, ისინი "ალუბლებს" ესტუმრებიან. სმოლინგისა და დარმიანის თამაში საეჭვოა; ექიმებს საბოლოო სიტყვა ჯერჯერობით, არც შნეიდერლზე უთქვამთ. აი, რუნი კი, წესით, უნდა დაბრუნდეს.

ვან გაალს გაუშვებენ?

ბრიტანულ მედიაში კი მთავარი თემა ვან გაალის შესაძლო გათავისუფლებაა. შესაძლოა, შორი სულაც არ იყოს ის დღე, როდესაც ვან გაალს კარისკენ მიუთითებენ და სანამ "მანჩესტერი" ახალ თავკაცს იპოვის, გუნდს დროებით ჰოლანდიელის ასისტენტი რაიან გიგზი გადაიბარებსო, რაც ერთხელ უკვე მოხდა დევიდ მოიესის გაშვების მერე.

ფანთა ნაწილს საერთოდაც გიგზის მწვრთნელობა სურს, არა დროებით, არამედ სრულფასოვანი კონტრაქტით. თავად ლუი კი გეგმებს აწყობს და არსად წასვლაზე არ ფიქრობს. "ლუზერი ვან გაალი", - ასე დაასათაურა "დეილი მეილმა" სტატია "მანჩესტერ იუნაიტედის" ფიასკოზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
შირერი, რონალდო, ჩეხი, მიულერი - ფეხბურთელები, რომლებსაც ფერგიუსონი ვერ შეწვდა
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
რაიან გიგსი: ანხელ დი მარიას მეტი შეუძლია
გოდინი და უორისი "ოლდ ტრაფორდზე"?
რიად მაჰრეზი პრემიერლიგაში წლის ფეხბურთელად აღიარეს
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
რუნი ბებერ ქალთან ჟი***ობდა, გიგზი ძმის ცოლთან, კანტონამ ფანი ლამის მოკლა - გასკოინმა ფერგიუსონს უპასუხა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ