ქართველი ათლეტი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე შტანგის აწევისას გონება ორჯერ დაკარგა, ვარჯიშს კიდევ უფრო დიდი შემართებით აგრძელებს
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა. ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში იყო შოთა მიშველიძეც, რომლისთვისაც ტურნირი წარუმატებელი გამოდგა - შტანგის აწევის დროს ორჯერ დაკარგა გონება.

შოთა მიშველიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე შტანგის აწევისას გონება ორჯერ დაკარგა [VIDEO]

მიშველიძის გამოსვლის ამსახველმა ვიდეომ ინტერნეტში დიდი პოპულარობა მოიპოვა, AMBEBI.GE-მ კი თავად შოთასთან სცადა წარუმატებლობის მიზეზის დადგენა:

- წლევანდელ მსოფლიოზე ჩემი და სამწვრთნელო შტაბის მთავარი მიზანი იყო რიოს 2016 წლის ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ქულების მოპოვება, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ცნობილი ინციდენტის გამო ქულების მოპოვება ვერ მოვახერხე.

- რატომ დაგემართა ეს ინციდენტი?

- მარცხენა მხრის ტრავმა მქონდა, თუმცა ძალიან რთული მდგომარეობა არ იყო და ამიტომ გადავწყვიტე, რომ შეჯიბრებაზე წავსულიყავი. სხვათა შორის, გონება უშუალოდ ფიცარნაგზე გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრეც, გასახურებელ დარბაზშიც დავკარგე, მერე მწვრთნელებმა თქვეს, რომ აღარ მიმეღო მონაწილეობა, რადგან მოერიდნენ კუნთის დაზიანებას, თუმცა მე ვთქვი, რომ მოვახერხებდი გამოსვლას და გამოვედი კიდეც. 160 კგ შევუკვეთე, აწევისას კი იმდენად გაუსაძლისი ტკივილი მქონდა, რომ გონება დავკარგე და წავიქეცი. სამწუხაროდ, მეორედაც იგივე დამემართა.

- ზოგადად თუ ხდება ხოლმე მსგავსი ფაქტები?

- კი, არის მსგავსი შემთხვევები. სპორტია და აქ ყველაფერია მოსალოდნელი.

- იმ ვიდეოს, სადაც შენ გონებას კარგავ, ხალხის ნაწილი ირონიულად შეხვდა. ბევრმა დაგცინა კიდეც. როგორი იყო შენი რეაქცია?

- სიმართლე გითხრათ, საერთოდ არავისაგან მწყენია, პირიქით, მე თვითონაც დავცინე ჩემს თავს. ვიღაცას გაეცინა და გაიცინოს, მე არც ამით დამიწყია სპორტი და არც ამით ვამთავრებ.

ნამდვილად არ ვაპირებ, ყველას ავუხსნა, რატომ დამემართა ეს. თუ გაეცინათ, ძალიან კარგია, სიცოცხლეს გაიხანგრძლივებენ სიცილით. ამ ფაქტის გამო არ ამცრუებია გული და კიდევ უფრო დიდი შემართებით ვაგრძელებ ვარჯიშს.

- საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ძალოსანი შოთიკო მიშველიძე სწორედ ამ ვიდეოთი გაიცნო. შენთვის რამდენად მისაღებია, რომ ასეთი ფაქტით გაგიცნეს?

- ნამდვილად არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი პოპულარობის მოხვეჭა, უბრალოდ, მინდა, სპორტის ამ სახეობაში წარმატებას მივაღწიო. სიმართლე რომ ვთქვა, არ ვთვლი თავს პოპულარულად, არც ამ ვიდეოს მერე გავუცნივარ ხალხს იმ რაოდენობით, რომ თავი პოპულარულ ადამიანად მივიჩნიო.

- სამომავლო გეგმები რა გაქვს?

- ახლა შეკრებაზე ვარ და ვვარჯიშობ. უახლოესი ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები, რომელიც აპრილში ტარდება.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი ლიცენზია მოიპოვეთ. რა გეგმები გაქვთ რიოს ოლიმპიადაზე?

- რადგან გვაქვს სამი ლიცენზია, სამი საუკეთესო სპორტსმენი წავა ოლიმპიადაზე, ანუ ლიცენზიები ერთ კონკრეტულ წონაში არაა. მე წავალ თუ არა, არ ვიცი, მგონი - ვერა, რადგან ბევრი სპორტსმენია ჩემზე გაცილებით უკეთეს ფორმაში და ისინი უნდა წავიდნენ, ვინც უფრო უკეთ იქნება მომზადებული.

ლადო გოგოლაძე

წყარო: Ambebi.ge

დათო
მე როცა ვუყურე გამეცინა და არ მიმიღია ეს რაღაც საშინელებად იმის გამო რომ ძალოსნობას ვინც უყურებს ხშირია ეგეთი ფაქტები ზოგს თავბრუსხვევა აქვს და ზოგს გული მისდის. რა თქმა უნდა გული დამწყდა რომ ვერ აწია წონა. ამიტომ დაბოღმილები არაფერ შუაშია რომ ებრდღვნებით კლავიატურას და ისვრით სიტყვებს.
lsd
ღმერთმა გაგიმარჯოს რა არის აქ სასაცილო მიდი მიაწექი
giga
ვინმე დაბოღმილი და შურიანი გაიცინებდა. ყველაფრის მიუხედავად საკუთარი თავის დაძლევას შეეცადა და მაინც გავიდა საასპარეზოდ. ჰო უნდა დაინახო რო არაა ადვილი ამდენი ძალის საკუთარ თავში გამონახა. მისი კომენტარიდანაც ჩანს რო ჩაიარა ეპიზოდმა და გააგრძელებს ვარჯიშს. ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
მიხეილ001
არავის დასაცინი არაფერი გაგიკეთებია ძმაო ვინც დაგცინებს ის შეეჭიდოს 160 კილოგრამს და მერე იცინოს... წარმატებებს გისურვებ
fiqria
შოთი
თაზო
ღმერთმა ხელი მოუმართოს და ტატუების კეთების ნაცვლად ვარჯიშს მიხედოს...
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა