ჟოზე მოურინიოს თქმით, მოედანზე ზედმეტი ბურთების შემოგდება "ოსასუნას" ტაქტიკის შემადგენელი ნაწილი იყო
"ოსასუნას" გულშემატკივრებმა მოედანზე ზედმეტი საფეხბურთო ბურთების შემოგდებით რამდენჯერმე ჩაშალეს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელთა შეტევა. "რეალის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს თქმით, მოედანზე ზედმეტი ბურთების გამოჩენა "ოსასუნას" მოგების ერთ-ერთი მიზეზი გახდ. პამპლონელებმა მატჩი 1:0 მოიგეს. გოლი შეხვედრის 62-ე წუთზე "ოსასუნას" ფორვარდმა ხავიერ კამუნიასმა გაიტანა. "რეალის" ფეხბურთელები გათანაბრებას ეცადნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს.

მატჩის მიმდინარეობისას მინიმუმ ორჯერ მოედანზე ზედმეტი ბურთები გამოჩნდა ( 66-ე და 86-ე წუთებზე). მოურინიოს თქმით, გულშემატკივრებმა ისინი მოედანზე სამჯერ შემოაგდეს.

"რეალის" თავკაცმა აღნიშნა, რომ ზედმეტი ბურთების გამოყენება უპატიოსნო საქციელად მიაჩნია ( წესების მიხედვით, როდესაც მოედანზე რამდენიმე ბურთია, თამაში უნდა შეწყდეს). მოურინიომ გამოთქვა აზრი, რომ გულშემატკივრები "რეალის" შეტევებს შეგნებულად შლიდნენ და ეს "ოსასუნას" სათამაშო ტაქტიკის შემადგენელი ნაწილი იყო.

"ოსასუნასთან" დამარცხებამ "რეალს" ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლის საქმე მნიშვნელოვნად გაურთულა. 21 მატჩში მადრიდულმა კლუბმა 51 ქულა მოიპოვა. "რეალი" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ბარსელონას" 7 ქულით ჩამორჩება.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა