"ლიონი" პსჟ-ისთვის უხერხული მეტოქეა
ტური რენში გაიხსნება, სადაც ადგილობრივი გუნდი "კაენს" მასპინძლობს. ორივე შთამბეჭდავად იწყებდა სეზონს, მაგრამ მერე რეიმსელებმა აურიეს, "კაენმა" კი ისევე განაგრძო და სამეულშია.

კაენელთა დარად და შეიძლება უფრო მეტადაც გვაოცებს "ანჟერი", რომელიც მძიმედ მოთამაშე "ბორდოს" მასპინძლობს. ჯაბა კანკავა და მისი მეგობრები ლიგა 1-ის ერთ-ერთ ყველაზე არაპროგნოზირებად და არასტაბილურ კლუბ "ნიცას" შეებმებიან. რეიმსელებს საკმაო ხანია, შინ არ მოუგიათ და ეიმედებათ, რომ ეს სერია სწორედ ახლა შეწყდება. ინტერესმოკლებული არც "ველოდრომზე" "გაზელეკ აიაჩოს" ვიზიტია. უსახური სტარტის შემდეგ კორსიკელებმა მიჯრით შვიდი ტური წაუგებლად ჩაატარეს და არც "მარსელს" დაუთმობენ რამეს, რომელიც ოდნავ მოცოცხლდა.

"ლუი მეორეზე" "მონაკო" "სენტ ეტიენს" შეხვდება. მონეგასკები "მწვანეებს" ორი ქულით უსწრებენ და ორივენი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. ლეონარდო ჟარდიმის გუნდი უკეთეს ფორმაში ჩანს, პორტუგალიელმა თითქოს, გუნდს კრიზისი გადაალახინა.

წერტილი "პარკ დე პრენსზე" დაისმება, სადაც "პარი სენ-ჟერმენი", რომელსაც ბევრი უკვე ულოცავს ჩემპიონობას, ალბათ, არ დაინდობს "ლიონს", რომელიც პარიზელთა ერთ-ერთი მთავარ კონკურენტად წარმოგვედგინა წარმატებული სეზონის მერე, მაგრამ უბერ ფურნიეს ბიჭები დედაქალაქელებს უკვე 19 (!) ქულით ჩამორჩებიან.

ლიონელები ძალიან ცუდ ფორმაში არიან. ერთი ის შეძლეს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ტურში სტუმრად "ვალენსიას" მოუგეს და კარი გაიჯახუნეს, თორემ მაინც ბოლოზე გავიდნენ. ლიგა თებერვლამდე პსჟ-საც აღარ შეაწუხებს, რაც საფრანგეთში მისი კონკურენტებისთვის არც ისე კარგი ამბავია, რადგან იქამდე ლორან ბლანის გუნდი მთელ ყურადღებას საშინაო არენაზე გადმოიტანს.

სხვათა შორის, ლიგა 1-ში პსჟ-ს "ლიონი" 3 მატჩია, არ დაუმარცხებია - წინა სეზონის ორივე თამაში 1:1 დასრულდა, ხოლო იქამდე ლიონელებმა თავიანთ "ჟერლანზე" 2:0 იმარჯვეს.

11 დეკემბერი

რენი-კაენი 23:30

12 დეკემბერი

რეიმსი-ნიცა 19:00

ტრუა-ბასტია 23:00

ნანტი-ტულუზი 23:00

ლილი-ლორიანი 23:00

მონპელიე-გენგამი 23:00

13 დეკემბერი

მონაკო-სტ. ეტიენი 17:00

ანჟერი-ბორდო 20:00

მარსელი-გაზ. აიაჩო 20:00

პსჟ-ლიონი 00:00

ბომბარდირები: 12 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 11 - ბილე მუკანჯო (ლორიანი); 10 - მიში ბატშუაი (მარსელი); 9 - ედინსონ კავანი (პსჟ); 7 - ატემ ბენ არფა (ნიცა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
ბენზემა მზად იყო "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი?
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
სტასენმა "სენტ ეტიენი" დატოვა და ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდა - რა ბედი ელის დავითაშვილს?
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
[VIDEOS] მსგავსს იშვიათად ნახავთ - გენდუზიმ "ლიონის" ფეხბურთელები და ფანები ჭკუიდან გადაიყვანა
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"არაჩვეულებრივ ფეხბურთელობასთან ერთად, ფანტასტიკური ადამიანია" - "სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა