საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავისი ვაჟის, ბაჩანას საქმეებში არ ერევა...
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ინტერვიუ მისცა "აპასპორტს". გთავაზობთ ამ ინტერვიუდან იმ ფრაგმენტებს, რომლებიც ჩვენი მკითხველისთვის უნდა იყოს საინტერესო...

- როგორ მიდის საქმე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?

- ყველაფერი წესრიგშია. კლუბსა და ნაკრებში მუშაობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ნაკრებში ყოველდღე არ მუშაობ. სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იწყება და ჩვენ უკვე ვემზადებით ამისთვის.

გვინდა, ახალ ციკლში კარგად ვითამაშოთ. მარტში ერთი ამხანაგური თამაში გვექნება, მაისში - ორი.

- კლუბის მერე, ალბათ, ნაკრების გაწვრთნა არ გიჭირთ...

- არ არის რთული. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, არანაირი პრობლემა არ არის.

- როგორ აფასებთ "ინტერში" თქვენი მემკვიდრის, ზაურ სვანაძის მუშაობას?

- იმ სიძნელეების შემდეგ, რომლებსაც "ინტერი" შეეჯახა, ის შესანიშნავად მუშაობს. ზაურს ამისთვის მადლობა! ჩემი წასვლის შემდეგ "ინტერი" ძირითადის თითქმის ყველა მოთამაშემ დატოვა. ამის მიუხედავად, გუნდი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპამდე მივიდა.

ცუდი იქნება აზერბაიჯანის ჩემპიონატისა და ფეხბურთისთვის, თუ ის "ინტერს" დაკარგავს. საჭიროა ახალი ტრანსფერები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერ არ არის გასტუმრებული ფეხბურთელების დავალიანებები. "ინტერი" არ უნდა დაეშვას იმ ადგილზე დაბლა, რომელიც მას აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბოლო 9 წლის განმავლობაში ეკავა.

- იცით თუ არა, რომ "ინტერის" საპატიო პრეზიდენტი ჯაჰანგირ გაჯიევი დააკავეს?

- ვიცი.

- დათანხმდება თუ არა ოდესმე კახა ცხადაძე აზერბაიჯანში დაბრუნებას და აქ მუშაობას?

- მე მიყვარს აზერბაიჯანი. იქ ბევრი ვისწავლე პროფესიონალიზმისა და ადამიანური ურთიერთობების მხრივ. ვფიქრობ, თავიც წარმოვაჩინე. ახლა მე ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და მაქვს კონკრეტული ამოცანა. "ინტერში" ყოველთვის უმაღლეს მიზნებს ვისახავდი. ახლა თავი ეროვნულ გუნდში უნდა წარმოვაჩინო...

რაც შეეხება კვლავ აზერბაიჯანში მუშაობას, არავინ იცის, რა იქნება მომავალში. ერთი კი ვიცი, რომ აზერბაიჯანიდან სუფთა სინდისით წამოვედი... ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული.

- როგორ მიდის თქვენი შვილის, ბაჩანას საქმეები?

- ბაჩანამ სეზონი ალბანურ "ფლამურტარიში" დაიწყო, მაგრამ ეს გუნდი ახლა ფინანსურ კრიზისშია. თითქმის 6 თვე ითამაშეს უხელფასოდ. მას იქიდან წამოსვლა უნდა.

- აქვს ბაჩანას შეთავაზება აზერბაიჯანიდან?

- არ ვიცი... სიმართლე გითხრათ, არ ვერევი მის საქმეებში. ის ზრდასრული ადამიანია და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას კარიერასთან დაკავშირებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
სწორი მიდგომები აქვს ნაკრებში კახას, ამხანაგურები რაც შეიძლება მეტი უნდა ჩაატარონ და სწორი სელექცია უნდა აწარმოონ.იქნებ დაუძახონ ავთანდილ ებრალიძეს ეგეთი შემტევები ნაკრებს ძალიან გამოადგება.
beso
ნუ აბოლებ ამ გაუბედურებულულ ხალხს
გუჯა კახაძე
თენგიზ გაბიძაშვილი (ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" 09-12-2015): "ვერავითარ ტაქტიკურ იდეას ვერ შეასხამ ხორცს თუ ფეხბურთელი ფიზიკურად მოუმზადებელია... ევროპაზე არ ვლაპარაკობთ, აზერბაიჯანის და ყაზახეთის გუნდებთანაც ისე ვჩანვართ, როგორც დამწყები მოყვარული პროფესიონალთან... დღევანდელი მონაცემებით ფეხბურთელს უნდა შეეძლოს თამაშში საშუალოდ ათი-თორმეტი კმ-ის დაფარვა, თან რიტმისა და ტემპის მონაცვლეობით... აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავლის ერთ-ერთ ფორმად მიგვაჩნია ფიზიკური აქტიურობის გარკვეული ნორმატივების დაწესება სპორტსმენისათვის და მის საფუძველზე შესაბამისი ლიცენზიის გაცემა... მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფეხბურთელს, კალათბურთელს, ხელბურთელს, მოჭიდავეს და ა.შ. ჰქონდეს საქართველოს უმაღლეს ლიგაში ან მაღალი კატეგორიების ტურნირებში თამაშის და მონაწილეობის უფლება... ცალკე საუბრის თემაა ნაკრების წევრი, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა ცალკე უნდა შეუდგინოს ინდივიდუალური მომზადების გრაფიკი, ნაკრებისაგან თავისუფალ დროს. ამ გრაფიკმა უნდა მისცეს სპორცმენს საშუალება უკეთესი ფიზიკური მომზადების, ვიდრე იმ კლუბის მოთხოვნებია, სადაც ის თამაშობს ძირითადად". ამ კაცს თუ მოუსმენენ იქნებ რამე გვეშველოს - თენგიზ გაბიძაშვილი: "ვერავითარ ტაქტიკურ იდეას ვერ შეასხამ ხორცს თუ ფეხბურთელი ფიზიკურად მოუმზადებელია... ევროპაზე არ ვლაპარაკობთ, აზერბაიჯანის და ყაზახეთის გუნდებთანაც ისე ვჩანვართ, როგორც დამწყები მოყვარული პროფესიონალთან... დღევანდელი მონაცემებით ფეხბურთელს უნდა შეეძლოს თამაშში საშუალოდ ათი-თორმეტი კმ-ის დაფარვა, თან რიტმისა და ტემპის მონაცვლეობით... აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავლის ერთ-ერთ ფორმად მიგვაჩნია ფიზიკური აქტიურობის გარკვეული ნორმატივების დაწესება სპორტსმენისათვის და მის საფუძველზე შესაბამისი ლიცენზიის გაცემა... მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფეხბურთელს, კალათბურთელს, ხელბურთელს, მოჭიდავეს და ა.შ. ჰქონდეს საქართველოს უმაღლეს ლიგაში ან მაღალი კატეგორიების ტურნირებში თამაშის და მონაწილეობის უფლება... ცალკე საუბრის თემაა ნაკრების წევრი, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა ცალკე უნდა შეუდგინოს ინდივიდუალური მომზადების გრაფიკი, ნაკრებისაგან თავისუფალ დროს. ამ გრაფიკმა უნდა მისცეს სპორცმენს საშუალება უკეთესი ფიზიკური მომზადების, ვიდრე იმ კლუბის მოთხოვნებია, სადაც ის თამაშობს ძირითადად". ამ კაცს თუ მოუსმენენ იქნებ რამე გვეშველოს!!!!
კახაბერი
იმედია თარგამაძეს მიეცემა საშვალება ნაკრებში. უბრალოდ იმსახურებს. არაფერს დააკლეს ნაკრებს თუ პირიქით არ გააძლიერებს შეტევაში. ცხადაძეს სჭირდება სწრაფი და მოძრავი ფეხბურთელები
tngh
ბ-ნო კახა!!! მიუხედავად "ყველაფრისა", იმედია ამ საკონტროლო თამაშებში "ოქრის" მისცემთ თავის გამოჩენის საშუალებას. შეიძლება რომელიმე უცხოურ კლუბს არ სჭირდება თორნიკეს მსგავსი ფეხბურთელი. ჩვენ კი, ამის ფუფუნება არა გვაქვს. საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელები. მჯერა, რომ ეს თქვენც და ფედერაციის ხელმძღვანელობასაც კარგად გესმით... წარმატებებს გისურვებთ.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ბაქოს "ნეფთჩის" ფანები კახა ცხადაძესა და ზაურ სვანაძეს ახსენებენ...
ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბაჩანა ცხადაძე: მამაჩემი ჯერ უმუშევარია
რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ზაურ სვანაძე: კარგ ქართველ ფეხბურთელზე უარის ვინ იტყვის, მაგრამ...
ზაურ სვანაძე "გაბალასთან" მატჩზე: არ ვფიქრობ, რომ მოედანზე რაიმე არასაფეხბურთო მოხდება
ბაჩანა ცხადაძე კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს
[ლეგიონი] ხიზანიშვილმა გამარჯვების გაიტანა, კვეკვესკირს ხელი გაარტყეს [VIDEO]
"ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული მისაღები იყო" - ცხადაძე კარიერას ასრულებს
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტეს უკავია
თბილისის "დინამოს" ესპანელი თავკაცი: ეროვნული ლიგა ბრძოლისუნარიანი პირველობაა
თბილისის "დინამოს" მწვრთნელად ზაურ სვანაძე დანიშნეს
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ბაჩანა ცხადაძე: მეგონა, ფეხბურთს ვეღარასოდეს ვითამაშებდი...
საჩხერიდან კორსიკაზე - ბაჩანა ცხადაძე "ბასტიაში" გადავიდა
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
ბაქოს "ინტერმა" ზაურ სვანაძეს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ზაურ სვანაძემ და ბაქოს "ინტერმა" ახალი კონტრაქტი გააფორმეს