საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 203-ე ადგილზე დაასახელა
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია მსოფლიოს უკანასკნელი 15 წლის საუკეთესო მწვრთნელების სიაში მოხვდა, რომელიც ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) გამოაქვეყნა.

პირველ ადგილზე "მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელი თავკაცი ალექს ფერგიუსონი გავიდა, რომელი უკვე 24 წელზე მეტია "ალისფერ ეშმაკებს" უდგას სათავეში.

თემურ ქეცბაია ჯერჯერობით თავმდაბლად იყოფს 203-207 ადგილს ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების თავკაც ჟან-ფრანსუა დე სარტთან, წარსულში ცნობილ შვედ სპეციალისტ ვიუიადინ ბოშკოვთან, რომელიც თავის დროზე "რომას" და მადრიდის "რეალს" წვრთნიდა, პოლონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ პაველ იანასთან და ბელარუსის "ბატეს" თავკაც ვიქტორ გონჩარენკოსთან.

რაც შეეხება ლიდერებს მსოფლიოს ბოლო 15 წლის საუკეთესო მწვრთნელების ათეულში შევიდნენ:

1. ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია) - 222

2. არსენ ვენგერი (საფრანგეთი) - 186

3. მარჩელო ლიპი (იტალია) - 146

4. გუს ჰიდინკი (ჰოლანდია) - 141

5. ჟოზე მოურინიო (პორტუგალია) - 135

6. ოტმარ ჰიტცფელდი (გერმანია - 134

7. ლუიშ ფელიპე სკოლარი ( ბრაზილია) -133

8. მარსელო ბიელსა (არგენტინა) - 127

9. სვენ-გორან ერიქსონი (შვედეთი) - 126

10. ფაბიო კაპელო (იტალია) -126

გამოთვლის სისტემა მარტივია - ყოველ წელს მწვრთნელთა საუკეთესო ოცეული ქულებით ფასდება 20-დან (წლის საუკეთესო მწვრთნელი) 1-მდე (20-ე ადგილი). შემდეგ შედეგები ჯამდება. ასე, რომ მაქსიმალური შედეგი, რომელიც ბოლო 15 წლის მანძილზე შეიძლება მოიპოვოს მწვრთნელმა - 300 ბალია. ეს იმ შემთხვევაში, თუ ის მთელი 15 წლის მანძილზე პირველ ადგილზე იქნება. აღსანიშნავია, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა არცთუ ცუდი შედეგი აჩვენა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების მწვრთნელებისგან ყველაზე მაღლა ვალერი ლობანოვსკი აღმოჩნდა, რომელმაც რეიტინგში 35-ე ადგილი დაიკავა. 73-ე ადგილზე კლაუდი რანიერისთან და რამდენიმე ცნობილ მწვრთნელთან ერთად ოლეგ რომანცევია (რუსეთი), 79-ეა ოლეგ ბლოხინი (უკრაინა), 91-ე ალექსანდრ სტარკოვი (ლატვია), 119-ე ვალერი გაზაევი (რუსეთი), 152-ე ყურბან ბერდიევი (რუსეთი), 203-ე, როგორც უკვე მოგახსენეთ თემურ ქეცბაიაა, 213 - ადგილს კი იოზეფ საბო (უკრაინა) იკავებს.

მომზადებულია iffhs.de-ს მიხედვით

ბადრი სეფაშვილი
დიდი კაცი ხარ, დიდი, თემურ........არა მარტო მწვრთნელი და დიდი ქართველი, არამედ გემრიელი, ნამუსიანი და თბილი ადამიანიც...საბერძნეთში მივდიოდი,იმ წელს(1997?) ქეცბა(ბოდიშს ვიხდი) საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა...ისიც ცოლშვილთან და სიდედრ-სიმამრთან ერთად იყო თვითმფრინავში...მომენტი ხელიდან არ გავუშვი და დიშვილისთვის ავტაგრაფი წავაწერინე წიგნზე...საზღვარზე, მოგეხსენებათ უპატრონო და დაუცველ ქართველებს რა დღეშიც გვაგდებენ... გინდა თუ არა სად და ვისთან მიდიხარო...თემურთან, იმან მეორე გასასვლედან გაიარა მეთქი....თუ ასეა მოგვიყვანე, ისე არ გაგიშვებთო...დავუძახე შორიდან, მიშველე ასეა საქმე, არ მიშვებენ თქო.... მაშინვე მიატოვა თავისები, პატარა ბავშვები და მოვიდა....რაც იმ მესაღვრეებმა მლოცეს, ასეთი დიდი კაცი გვანახე და ხელი ჩამოვართვითო. ღმერთი იყო საბერძნეთში....მერე ტელეფონზე ვერ ვრეკავდი და ისევ ეს ღვთისნიერი კაცი შევაწუხე.... მიუხედავად ცოლის პროტესტისა და ჩხუბისა(მაღთალი იყო ქალბატონი, ბავშვები გადაღლილები იყვნენ და ძალიან ტიროდნენ) თემური 20-25 წუთი ჩემთან დარჩა და სანამ გზაზე არ დამაყენა, თავი არ დამანება.......ეხლა ცრემლი მომდის, ასეთი დიდი ქართველები ცოტანი რომ არიან.....ან აქ ჩამოსავლელი რა უჭირდა? იმ სახელმწიფოში, სადაც ყველაფერი დააკარგვინეს....მაგრამ, სახელმწიფო ოხერი ჩინოვნიკების მიერ დროებით შექმნილი რეალობაა, აი ქვეყანა კი, რომელიც ასე უყვარს ბატონ თემურს, სულ სხვაა და მას და ჩვენ ქართველ ხალხს არ გვიღალატა!!!! დიდი მადლობა დიდო ქართველო... ღმერთი გფარავდესთქვენ ოჯახთან ერთად და ჯანი მოგცეს ჩვენი გახარება დიდხანს რომ შეძლო.... დამეთანხმეთ, რომ მართლაც ძალიან დიდი ქართველია...გმადლობთ...
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა