შუბერტის ზღაპარი ლევერკუზენში დასრულდა
* ჩიჩარიტოს "ლევერკუზენის" მაისურით ჩატარებულ 20 ოფიციალურ შეხვედრაში უკვე 17 გოლი აქვს გატანილი.

* "ბაიერნი" ზედიზედ მეხუთედ გახდა გერმანიის შემოდგომის ჩემპიონი.

* "ჰოფენჰაიმმა" ჰუუბ სტევენსის ხელში პირველად მოიგო.

ერთი კვირის წინათ თვით "ბაიერნი" რომ გყავს დამარცხებული, იმ მომენტში სტატისტიკურად ბუნდესლიგის საუკეთესო გუნდი გქვია, მსუყე წაუგებელი სერია გაქვს და მაინც ცუდ ფორმაში მყოფ "ლევერკუზენთან" 0:5 ნადგურდები - ბუნდესლიგა მოულოდნელობებით აღსავსე ტურნირია.

მიხვდებოდით, რომ მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ვგულისხმობთ - გუნდს, რომლის მიმართაც ბოლო დროს საქებარი სიტყვები არავინ დაიშურა. ახლა კი ანდრე შუბერტის ნაქებ-ნადიდები ბიჭები ლევერკუზენში საშვილიშვილოდ შერცხვნენ, რაც ორი კაცის დამსახურებაა:

შტეფან კისლინგის და ხავიერ ერნანდესის, რომელიც ჩიჩარიტოდ მოიხსენიება. 27 წლის მექსიკელმა "გლადბახთან" ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ლევერკუზენის" მაისურით ჩატარებულ 20 ოფიციალურ შეხვედრაში უკვე 17 გოლი აქვს გატანილი. მხოლოდ ბუნდესლიგაში კი ჩიჩარიტოს ანგარიშზე 13 მატჩში 10 გოლია.

კისლინგი დაბრუნდა და მაინც მიდის!

ამ ტურში გასაოცრად მაგარი იყო კისლინგიც, რომელიც ორი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა, რითაც გუნდის მთავარი მწვრთნელი როჯერ შმიდტი, ფაქტობრივად, გათავისუფლებისგან იხსნა. კისლინგი, რომელიც "ლევერკუზენში" 2006 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში მხოლოდ მეცხრედ იყო ძირითად შემადგენლობაში, რის გამოც ზამთარში კლუბის გამოცვლა უნდა.

ახლაც შტეფანი შვიდკვირიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა "ბაიერის" სასტარტო თერთმეტეულში და იმდენად კარგად ითამაშა, რომ შესაძლოა, გუნდის გამოცვლა გადაიფიქროს. საქმე ისაა, რომ ჩიჩარიტოსა და კისლინგის წყვილს "გლადბახთან" თამაში ძალიან მაგრად წაუვიდა და ეჭვი არაა, რომ შმიდტი სერიოზულად დაფიქრდება მომდევნო და პირველი წრის ბოლო ტურშიც ორი ფორვარდით თამაშზე.

თუმცა, ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, კისლინგის "ლევერკუზენიდან" აბარგება მაინც გადაწყვეტილი ამბავია. "ბილდი" წერს, რომ შტეფანს "ბაი არენაზე" ვერ შეაკავებენ - კისლინგი სხვა გერმანულ კლუბში გადავა. ოღონდ ჯერ არაა ცნობილი, სად.

რაც შეეხება "გლადბახს": "ლევერკუზენში" განცდილი კრახი შუბერტის პირველი წაგებაა (აქამდე 8 მოგება და 2 ფრე ჰქონდა). მიონხენგლადბახელთა წაფორხილება ტურის წინათქმაშიც ვიწინასწარმეტყველეთ, რადგან ფაქტი იყო, რომ "გლადბახის" ზღაპარს სადღაც ბოლო უნდა მოღებოდა, მაგრამ 5:0-ს კი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. თუმცა აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ლევერკუზენელებმა ხუთიდან ოთხი ბურთი მეორე ტაიმში გაიტანეს, მანამდე კი "გლადბახი" ცუდად ნამდვილად არ თამაშობდა, რამდენიმე საგოლე მომენტიც ჰქონდა, რაფაელმა კი სულაც ძელი მოიკითხა.

გვარდიოლას "შპარგალკა"

მიუნხენის "ბაიერნს" ნახევარი ძალით სურდა "ინგოლშტადტის" დამარცხება და როცა მიხვდნენ, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა, ბავარიელებმა მერე მოუმატეს და საწადელს მაინც მიაღწიეს - საბოლოოდ, 2:0 და რეკორდმაისტერი, მოლოდინისამებრ, შემოდგომის ჩემპიონია. თუმცა, სანამ მატჩის ბედს გადაწყვეტდნენ, მიუნხენელებს ინგოლშტადტელთა კარის დალაშქვრა საკმაოდ უჭირდათ.

მერე კი, სადღაც ერთი საათის შემდეგ, საქმეში ხოსეპ გვარდიოლა ჩაერია - 56-ე წუთზე იდეები პატარა ფურცელზე ჩამოწერა და აუტის დროს კაპიტან ფილიპ ლამს მიაწოდა. ფილიპმა მოუსმინა, ფურცელი გამოართვა, მოედანზე შევიდა, პეპის დანაბარები თანაგუნდელებს გადასცა და სწორედ ამის მერე გაიტანეს ბავარიელებმა ორი ბურთი.

რა თქმა უნდა, არავინ იცის, რა ეწერა ფურცელზე, მაგრამ შეგვიძლია, ცვლილებების მიხედვით ვივარაუდოთ: ლამისთვის ფურცლის გადაცემის შემდეგ ფილიპმა ნახევარდაცვაში აიწია, მარტინესმა კი დაცვაში დაიხია.

ამრიგად, "ბაიერნი" ზედიზედ მეხუთედ გახდა გერმანიის შემოდგომის ჩემპიონი და აქვე ვთქვათ, რომ ასეთი რამ აქამდე, რა თქმა უნდა, არავის მოუხერხებია. საინტერესოა ისიც, რომ პირველი ტაიმის შემდეგ "ბაიერნის" ბურთის ფლობის მაჩვენებელი მხოლოდ 61 პროცენტი იყო, კარში დარტყმებში კი "ინგოლშტადტი" იყო წინ (6:4).

თუმცა საბოლოოდ გამოცდილებამ და კლასმა მაინც თავისი ქნა - ცხადია, პეპის ფურცელმაც. პირველი წრის ბოლო ტურში რეკორდმაისტერი "ჰანოვერს" სტუმრობს...

იხილეთ ვიდეო

"ჰერტა" უკვე მესამეა!

გერმანიაში ახლა ბერლინის "ჰერტას" ქების დროა: დედაქალაქურმა კლუბმა იმდენი მოახერხა, რომ პირველი წრის ბოლო ტურის წინ მესამე ადგილზეა, რაც "ჰერტასთვის" ძალიან სერიოზული წარმატებაა. თანაც, ბერლინელები შესანიშნავ ფორმაში არიან, გასულ უქმეებზე კი "დარმშტადტი" 4:0 გაანადგურეს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ "ჰერტამ" გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში მე-9 გამარჯვება იზეიმა - ცნობისათვის, წინა სეზონში ბერლინელებმა სულ 9 თამაში მოიგეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ვოლფსბურგს" ძალიან გაუჭირდა "ჰამბურგთან" და ვერც მოუგო (1:1). ქულები გაიყვეს "ვერდერმა" და "კიოლნმაც" (ასევე 1:1). აი, "ჰოფენჰაიმმა" კი ჰუუბ სტევენსის ხელში, როგორც იქნა, პირველი გამარჯვება იზეიმა - "სოფლელებმა" "ჰანოვერი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.

16 ტურის შემდეგ ბუნდესლიგის აუტსაიდერი "შტუტგარტია", სადაც ალბათ მწვრთნელს შეცვლიან - ამბობენ, ფელიქს მაგათი სრულ მზადყოფნაშია და "შტუტგარტის" გამო რამდენიმე კარგ წინადადებაზე თქვა უარიო...

XVI ტური

11 დეკემბერი

მაინცი-შტუტგარტი 0:0

მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - ბროზინსკი, ბუნგერტი, ბელი, ბენგტსონი - ბაუმგარტლინგერი, ლატცა - დე ბლასისი, მალი, ხაირო (85. კლემენსი) - მუტო (81. კორდობა).

შტუტგარტი (4-2-2-1-1): ტიტონი - შვააბი, სუნჯიჩი, ნიდერმაიერი, ინსუა - სერეი დიე (46. კრუსი), გენტნერი - რუპი, კოსტიჩი (81. ჰლუშეკი) - მაქსიმი (90. ტაშჩი) - ვერნერი.

გაფრთხილება: ბუნგერტი - რუპი

კუთხური: 5-2; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 6(4)-11(2); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 29 104

12 დეკემბერი

ბაიერნი-ინგოლშტადტი 2:0

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (65), 2:0 ლამი (75)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი (70. ჩაბი ალონსო), ბადშტუბერი, რაფინია - ვიდალი (51. ტიაგო ალკანტარა), ხავი მარტინესი - თ. მიულერი (79. როდე), კიმიხი, კომანი - ლევანდოვსკი.

ინგოლშტადტი (4-1-2-2-1): იოზჩანი - ლეველსი, მ. მატიპი, ბრეგერიე, ბაუერი - როჯერი - პ. გროსი, კოენი (53. ვანენვეტში) - ლექსი (68. კრისტიანსენი), ლეკიე - ჰინტერზეერი (78. მულტჰაუპი).

გაფრთხილება: ბოატენგი, ხავი მარტინესი - ლეველსი

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-22; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 14(8)-9(4); ბურთის ფლობა: 68%-32%.

მაყურებელი: 75 000

ვოლფსბურგი-ჰამბურგი 1:1

გოლები: 0:1 ნ. მიულერი (21), 1:1 არნოლდი (78)

ვოლფსბურგი (4-1-4-1): ბენალიო - ტრეში (46. დოსტი), ნალდო, დანტე, მ. შეფერი - გილავოგი - ვიეირინია, დრაქსლერი (90. ს. იუნგი), არნოლდი, შიურლე (64. დ. კალიჯური) - კრუზე.

ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, კლებერი, სპაჰიჩი, ოსტჟოლეკი - იუნგი, ჰოლტბი - ნ. მიულერი (93. დიკმაიერი), გრეგორიჩი, ილიჩევიჩი (81. ჰანტი) - ლასოგა (85. შიპლოკი).

გაფრთხილება: დრაქსლერი - ლასოგა, იუნგი, ოსტჟოლეკი, გრეგორიჩი

კუთხური: 10-4; ჯარიმა: 11-21; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 19(9)-5(4); ბურთის ფლობა: 61%-39%.

მაყურებელი: 30 000

ვერდერი-კიოლნი 1:1

გოლები: 1:0 ვესტერგაარდი (4), 1:1 სვენტო (79)

ვერდერი (4-1-4-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, გალვესი, ვესტერგაარდი, ს. გარსია - ბარგფრედე - ბარტელსი (87. ლორენცენი), ფრიტცი, გრილიჩი (58. ფ. კროოსი), იოზთუნალი - უჯა (64. პისარო).

კიოლნი (4-2-2-1-1): ჰორნი - ოლკოვსკი, მარო, ჰაინტცი, ჰექტორი - მ. ლემანი, ფოგტი (46. გერჰარდტი) - რისსე, სვენტო (91. სორენსენი) - ოსაკო - მოდესტე (46. ცოლერი).

38-ე წუთზე უჯამ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გაფრთხილება: ბარტელსი, იოზთუნალი, ფრიტცი - ფოგტი, გერჰარდტი

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 10(6)-12(3); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 40 727

ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 1:0

გოლი: 1:0 შმიდი (30)

ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ბაუმანი - კადერაბეკი, შერი, ზიულე, კიმი - შვეგლერი (87. ბიჩაქჩიჩი), შტრობლი - ელიუნუსი, ამირი (83. პოლანსკი), შმიდი - ფოლანდი (66. ვარგასი).

ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი - გიულზელამი (60. ერდინჩი), ს. სანე - კარამანი, ანდრეასენი, პრიბი (71. ბენშოპი) - სენ-მაქსიმინი (77. ბერე).

გაფრთხილება: შერი - გიულზელამი, ალბორნოსი, ანდრეასენი

კუთხური: 3-10; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 14(5)-19(2); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 25 531

დარმშტადტი-ჰერტა 0:4

გოლები: 0:1 იბიშევიჩი (12), 0:2 პლატენჰარდტი (26), 0:3 იბიშევიჩი (50), 0:4 კალუ (77)

დარმშტადტი (4-2-2-1-1): მათენია - გარიჩი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი - გონდორფი (68. ვრანჩიჩი), იუნგვირტი - ჰელერი, კემპე (46. რაუში) - როზენტალი (59. ზაილერი) - ვაგნერი.

ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - რეგეზელი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი (82. ჰეგელერი), ლუსტენბერგერი - ვაიზერი (71. ვან დერ ბერგი), დარიდა, კალუ (79. შტოკერი) - იბიშევიჩი.

გაფრთხილება: გონდორფი, ვაგნერი, რაუში, ვრანჩიჩი - ს. ლანგკამპი

კუთხური: 4-3; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10(3)-9(5); ბურთის ფლობა: 34%-66%.

მაყურებელი: 17 000

ლევერკუზენი-გლადბახი 5:0

გოლები: 1:0 კისლინგი (30), 2:0 ჩიჩარიტო (63), 3:0 კისლინგი (66), 4:0 ჩიჩარიტო (75), 5:0 ჩიჩარიტო (76)

ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ჰილბერტი (46. დონატი), თოფრაქი, თაა, ვენდელი - კრამერი (87. ფრეი), კამპლი - ბელარაბი, ჩალჰანოღლუ - ჩიჩარიტო (79. მეჰმედი), კისლინგი.

გლადბახი (3-5-2): ზომერი - იანჩკე (46. ელვედი), ა. კრისტენსენი, ნორდტვეიტი - კორბი, ჯაკა, დაჰუდი (81. მ. შულცი), ტრაორე (46. რაფაელი), ვენდტი - შტინდლი, დრმიჩი.

გაფრთხილება: იანჩკე, კორბი

კუთხური: 4-2; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14(6)-6(2); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 30 210

13 დეკემბერი

აუგსბურგი-შალკე 2:1

გოლები: 1:0 ჰონგი (34), 1:1 კოლაშინაცი (70), 2:1 კაიუბი (92)

აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ფოილნერი, ჰონგი, კლავანი, მაქსი - ბაიერი (88. იანკერი), კორი - ესვაინი (74. ჟი), კოო, კაიუბი - ბობადილია (94. მატავჟი).

შალკე (4-2-3-1): ფერმანი - რიტერი, ჰიოვედესი, ჯ. მატიპი, კოლაშინაცი - გაისი, გორეტცკა - ლ. სანე, მ. მაიერი (80. ჰოიბერგი), ჩუპო-მოტინგი - ჰუნტელაარი (71. დი სანტო).

გაფრთხილება: კორი, კოო - კოლაშინაცი

კუთხური: 6-5; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 22(6)-15(5); ბურთის ფლობა: 42%-58%.

მაყურებელი: 28 410

დორტმუნდი-აინტრახტი 4:1

გოლები: 0:1 მაიერი (7), 1:1 მხითარიანი (24), 2:1 ობამეიანგი (57), 3:1 ჰუმელსი (61), 4:1 რამოსი (86)

დორტმუნდი (4-3-2-1): ბიურკი - პიჟჩეკი, ს. ბენდერი, ჰუმელსი (79. სოკრატისი), შმელცერი - გიუნდოგანი, ვაიგლი, კასტრო - მხითარიანი (82. რამოსი), როისი (43. კაგავა) - ობამეიანგი.

აინტრახტი (4-1-4-1): ჰრადეკი - იგნიოვსკი, კინსომბი, აბრაამი (85. რინდერკნეხტი), ჯაპკა - ჰასებე - აიგნერი (46. ჩენდლერი), მედოიევიჩი, მაიერი, ოჩიპკა - სეფეროვიჩი.

45-ე წუთზე ობამეიანგმა (დორტმუნდი) ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)

გაძევება: მედოიევიჩი (44. ინტრახტი)

გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 14-1; ჯარიმა: 4-3; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 24(11)-3(2); ბურთის ფლობა: 75%-25%.

მაყურებელი: 81 359

ბომბარდირები: 18 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 15 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - თომას მიულერი (ბაიერნი); 10 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი).

მომდევნო ტური

18 დეკემბერი:

შალკე-ჰოფენჰაიმი

19 დეკემბერი:

ჰამბურგი-აუგსბურგი, აინტრახტი-ვერდერი, კიოლნი-დორტმუნდი, ჰანოვერი-ბაიერნი, ინგოლშტადტი-ლევერკუზენი, შტუტგარტი-ვოლფსბურგი

20 დეკემბერი:

ჰერტა-მაინცი, გლადბახი-დარმშტადტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ვილიარეალის" მარცხი, "რეალის" და "ყარაბაღის" გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
"კეინის "ტოტენჰემში" დაბრუნება?" - "დეზების" მწვრთნელი ამ აზრს მიესალმება
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
[VIDEO] ბუდუს პირველი წითელი ბარათი კარიერაში - "ჰაიდენჰაიმი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
"ლივერპული", "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" "კრისტალ პალასის" მცველისთვის იბრძვიან
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია