ქართველ ფორვარდს არდადეგებზე კარგ ხასიათზე გასვლა სურს
თითქმის 13-თვიანი მშრალი სერიის შემდეგ ლადო დვალიშვილმა, როგორც იქნა, გაიტანა - მან "პოგონის" რიგებში დუბლი შეასრულა "პოდბესკიძიესთან" შეხვედრაში.

დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პირველმა გოლმა. გამეორებაზე კარგად არ ჩანს, შეეხო თუ არა ლადო ჩაწოდებულ ბურთს, თუმცა თავად ქართველი ფორვარდი ამაში დარწმუნებულია:

"დიახ, ბურთს მე შევეხე თავით. ეს სიმართლეა და ძალიან გახარებული ვარ. გავიმარჯვეთ რთულ მეტოქესთან, რომელიც დიდებულად ატარებს გასვლით მატჩებს. მეტოქემ დღესაც კარგად ითამაშა, მაგრამ ვაჯობეთ.

გოლები? ეს უფრო მეორეხარისხოვანია, მთავარია, რომ ჩვენ ვიმარჯვეთ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს, მთავარია, ჩვენ გავიტანოთ.

მე-11 შეხვედრაში პირველი გოლი გავიტანე, ამის მიზეზი კი ბევრი გამოტოვებული დრო და წუთებია. კარგია, რომ ახლა ჯანზე ვარ და ფორმაშიც შევედი. გოლები კი აუცილებლად იქნება.

მეტოქის საჯარიმოში თავს კარგად ვგრძნობ. მინდა, გუნდს მომავალშიც დავეხმარო. მომდევნო ტურში კრაკოვში "ვისლას" ვსტუმრობთ და გვსურს, კარგ ხასიათზე გავიდეთ არდადეგებზე", - განუცხადა ქართველმა ფორვარდმა "პოგონის" ოფიციალურ ვებსაიტს.

29 წლის ლადო დვალიშვილმა სეზონი "ოდენსეში" დაიწყო (1 თამაში), შემდეგ "პოგონში" გადავიდა (11 თამაში, 2 გოლი).

პოლონეთის ექსტრაკლასაში დვალიშვილმა "პოლონიას" რიგებში 10 გოლი გაიტანა, "ლეგიაში" - 15. ასე რომ, მას პოლონეთის ჩემპიონატში 27 გოლი დაუგროვდა.

20 ტურის შემდეგ შჩეცინის "პოგონი" 33 ქულით მე-4 ადგილზეა.

wqfq
მიდი ლადო რაც არ უნდა იყოს კარგი კაცი ხარ შეიძლება ნაკრებში არ გიმართლებდა მარა იმედი მაქვს გაგიმართლებს წარმატებები :****
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი
კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს
"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე
ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა
კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან