მსოფლიო თასი ევროპაში გაგრძელდება
სამთო მოთხილამურეებმა ოკეანის გაღმიდან ევროპაში გადმოინაცვლეს და ევროპულ კურორტებზე გააგრძელეს გამოსვლა მსოფლიოს თასის გათამაშებაში. ფრანგულ ვალ დ'იზერში მამაკაცები სლალომში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

ტრასა რთული იყო, რის გამოც პირველი ცდის შემდეგ, 24 მონაწილე გამოეთიშა ბრძოლას. პირველი დაშვებისას საუკეთესო დრო აჩვენა ნორვეგიელმა ჰენრიკ კრისტოფერსონმა. ის ნახევარ წუთს უგებდა თანამემამულე სებასტიან ფოს-სოლევაგს. რაც მთავარია, კრისტოფერსონმა 1.66 წამით ჩამოიტოვა უკან ფავორიტი და მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი ავსტრიელი მარსელ ჰირშერი.

ნორვეგიელმა მეორე ცდაც მაღალ დონეზე ჩაატარა და ვალ დ'იზერში პირველ გამარჯვებას მიაღწია. ფოს-სოლევაგმა მეორე ცდა ვერ დაასრულა, ხოლო მერვედან მეორე ადგილამდე პროგრესი ჰქონდა ჰირშერს. მან მეორე დაშვებისას საუკეთესო დრო აჩვენა, თუმცა 1.03 წამი წააგო კრისტოფერსონთან. მესამე ადგილი ეტაპზე გერმანელმა ფელიქს ნოიროიტერმა დაიკავა.

ჰირშერი სათავეში უდგას საერთო ჩათვლას. ავსტრიელი ნორვეგიელ აქსელ-ლუნდ სვინდალს უკვე 123 ქულით უსწრებს და კარიერაში მსოფლიოს თასზე მეხუთე ტრიუმფს უმიზნებს.

სენსაცია მოხდა შვედეთის კურორტ ორეში. აქ სლალომი მოიგო 20 წლის სლოვაკმა პეტრა ვლჰოვამ, რომლის საუკეთესო შედეგი აქამდე მეშვიდე ადგილი იყო, სულ კი საუკეთესო ოთცდაათეულში მხოლოდ ექვჯერ იყო მოხვედრილი.

სლოვაკმა პირველივე ცდაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა საბოლოო გამარჯვებაზე. ვლჰოვასა და ნორვეგიელ ნინა ლიოზეტს შორის სხვაობა 0.62 წამი იყო. მეორე დაშვებისას პეტრა გაუმკლავდა ნერვებს და მეორე ცდაზე მეორე შედეგი აჩვენა.

ორი ცდის ჯამში მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა ფრიდა ჰანსდოტერი: შვედი დააღალატა ცუდმა პირველმა ცდამ, როცა მეხუთე დრო აჩვენა და ვლჰოვას 0,72 წამით ჩამორჩა.

მეორე ადგილის მიუხედავად, ჰანსდოტერმა ლიდერობა მოიპოვა სლალომის ჩათვლაში - 20 ქულით უსწრებს მიკაელა შიფირნს. გენერალურ კლასიფიკაციაში კი კვლავინდებურად ამერიკელი ლინსი ვონი ლიდერობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია