"განსაკუთრებული" განსაკუთრებულად ფიქრობს - მიზანი ოთხეულია
ჟოზე მოურინიომ ერთხელაც დაანთო ცეცხლი და თქვა, რომ "ჩელსის" ჩამოწერა ჯერ ნაადრევია. ეს ეხება როგორც პრემიერლიგას, ისე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, სადაც "არისტოკრატებმა" გადამწყვეტი მატჩი მოუგეს "პორტუს" და მერვედფინალში გავიდნენ, სადაც "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდებიან.

"რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სეზონია ჩვენთვის, მაგრამ ასეთი ამბები ჩვეულებრივია თუნდაც დიდი გუნდებისათვის. "ჩელსიში" ყველამ იცის, რომ ეს ამბები დროებითია და რომ ჩვენი აღმავლობა მალე დაიწყება. უფრო ზუსტად, ის უკვე დაიწყო "პორტუსთან" მატჩში", - ამბობს პორტუგალიელი.

მისი თქმით, მწარედ ცდება ის, ვინც შუა სეზონში "ჩელსი" უკვე ჩამოწერა. "ჩვენი ჩამოწერა არ შეიძლება. შუა სეზონი მიდის და ამის გაკეთება ნაადრევია. წინ მთავარი ბრძოლებია და ამ ბრძოლებში ჩვენ გამარჯვებულები უნდა გამოვიდეთ", - თქვა მოუმ.

მას გუნდის რამდენიმე ლიდერის არცთუ კარგ სათამაშო ფორმაზე ჰკითხეს, რაზედაც პორტუგალიელმა განაცხადა: "ფეხბურთელი ისეთივე, ჩვეულებრივი ადამიანია, როგორიც სხვა. მისთვისაც არის ცხოვრებაში ცუდი და კარგი პერიოდები. ადამიანი ვერაფრით იქნება რობოტი და ფეხბურთს რობოტები რომ თამაშობდნენ, მთელი მისი სილამაზე დაიკარგებოდა".

"ჩელსი" პრემიერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერია. გუნდი ვერაფრით ახერხებს ქულების დაგროვებას, მაგრამ "განსაკუთრებულის" გულში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის, შესაბამისად კი, პრემიერლიგის ოთხეულში მოხვედრაზე ოცნება ისევ ცოცხალია.

მოურინიომ თქვა, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ არა - შეუძლებელი. პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ ახლა ინგლისის ჩემპიონატში გადამწყვეტი ჟამი დგება და "ჩელსიმ" გვარიანი ნახტომი უნდა განახორციელოს.

"ჩვენი მდგომარეობა ახლა ძალიან სპეციფიკურია. ჩვენ დასაკარგი უკვე დავკარგეთ. საკითხს ფილოსოფიურად თუ მივუდგებით, ოდესღაც უნდა დასრულდეს ჩვენი დანაკარგების სერია. თანაც, პრემიერლიგაში ახლა განსაკუთრებული დრო დგება. თამაშები მიჯრით მოგვიწევს და უნდა ვიყოჩაღოთ.

საკმარისია, ზედიზედ რამდენიმე მატჩი მოვიგოთ, რომ ჩვენ აღარ ვისაუბრებთ "ჩელსიზე", როგორც ოთხეულისათვის ბრძოლაში აუტსაიდერზე. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე აღარ ვართ დამოკიდებულნი, მაგრამ ისიც ვიცით, რომ გრანდები ძალიან არასტაბილურები არიან", - განაცხადა პორტუგალიელმა.

სწორედ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება თუ გადაარჩენს პორტუგალიელს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, "ჩელსის" ფინანსური ზარალი ძალიან დიდი იქნება. ასეთ შემთხვევაში კი დიდია იმის ალბათობა, რომ რომან აბრამოვიჩმა გადამწყვეტი ზომები მიიღოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა