რუსული მედია ქართველი ფეხბურთელის ესპანეთში შესაძლო გადასვლას ეხმიანება

ესპანური მედიის ცნობით, ჯანო ანანიძეს ლა ლიგის გუნდების, "რეალ სოსიედადისა" და "ლევანტეს" ვარიანტები აქვს. სწორედ ამ ინფორმაციის შემდეგ Sportbox.ru-მ სტატია მიუძღვნა მოსკოვის "სპარტაკის" ქართველ ლეგიონერს, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

ჯანო ანანიძე - "ბარსადან" "ლევანტემდე"

"ჯერ კიდევ ბავშვი ის "ბარსელონასა" და "ბაიერნს" სურდათ. მისით აღფრთოვანებული იყო ეგორ ტიტოვი, რომელიც ჩერჩესოვის მიერ დუბლებში იყო გადასროლილი იმ დროს - ტიტოვი ვერაფრით იჯერებდა, რომ მისი ახალი თანაგუნდელი მხოლოდ 15 წლის იყო.

იგი გახდა რუსეთის ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი - 17 წლისა და ერთი კვირის ასაკში. მანამდე კი 16 წლისას დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრებში - იტალიის ნაკრების წინააღმდეგ!

და რუსეთში ძალიან ბევრი ნანობდა, რომ ნატურალიზაციის ასეთი დიდებული შანსი ხელიდან იქნა გაშვებული.

ახლა კი ამბობენ, რომ მისით "ლევანტეა" დაინტერესებული. სატრანსფერო სპეკულაციები დროში ძალიან კარგად მეტყველებს ფეხბურთელის საფეხბურთო ბედზე. თავიდან მას კატალონიურ მონსტრს უკავშირებდნენ, ახლა კი პრიმერას უკანასკნელ გუნდს.

აქციების ასეთი ვარდნა ახსნას ითხოვს...

ფაქტურა

ახლა ჯანო ანანიძე 23 წლისაა, მაგრამ მთელი თავისი ანთროპომეტრიით რჩება მოზარდად - 170 სმ სიმაღლისა და 61 კგ. ასეთი "ჰაეროვანი" ფეხბურთელი "სპარტაკში" მეტი არაა, ლიგაშიც არ ვიცით, მოიძებნება თუ არა.

რა თქმა უნდა, ჯანოს პლუსი თავია და არა კუნთები, მაგრამ კონტექსტის მთლიანად იგნორირება არ შეიძლება. თანამედროვე ფეხბურთში მარტო კი არ უნდა ითამაშო, უნდა იბრძოლო კიდეც.

ყველაზე შემქნელ ფეხბურთელსაც სჭირდება ჩამშლელის ფუნქციები. ბრძოლაში კი ფიზიკა ერთვება, სიჩქარე, მასა... აი, მასასთან დაკავშირებით პრობლემაა.

იყო დრო, რომ მას ალექსის შემცვლელად განიხილავდნენ, ანუ მოედნის ცენტრში. მერე მან ფლანგზე გადაინაცვლა, სადაც უფრო ნაკლებია შანსი ფიზიკურად ძლიერ ჩამშლელებთან კონტაქტის.

საერთოდაც, ზრდის გაჭიანურებულ პროცესში მხოლოდ ფიზიკური ზრდა არ გვიგულისხმია. გაიხსენეთ, შარშან ჯანო არ გაჰყვა გუნდს რუსეთის თასზე ციმბირში.

ჯანმრთელობა

შეიძლება ეს წინა პრობლემის გაგრძელებაა, ან არა. ფაქტია - ჯანო ძალიან ხშირად იღებს ტრავმებს, ხშირად ვხვდებით მედიაში ფრაზას - "ანანიძე ძირითად ჯგუფთან სავარჯიშოდ დაბრუნდა".

ყველაზე მტკივნეული ტერფია - ჯანო ქრონიკულად შეაწუხა ტერფებმა, ახლა ოპერაციაც დასჭირდა. რამდენიმე წლის წინათ იყო მუხლის ოპერაციაც.

დიახ, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ტრავმები პროზაა, მაგრამ ეს ძალიან მომაბეზრებელი უნდა იყოს იმისთვის, ვინც პოეტობაზე აცხადებს პრეტენზიას.

კლუბი

2013/14 წლების სეზონი, რომელიც ჯანომ "როსტოვში" იჯარით გაატარა, მის კარიერაში საუკეთესო იყო. ჯერ ერთი, დონისპირელებთან მას ისეთი ნდობა ჰქონდა მწვრთნელის, როგორიც აქამდე არასოდეს განუცდია; მეორეც - არ იყო ისეთი კონკურენცია, როგორიც "სპარტაკშია".

დიდი კლუბის მოთხოვნილებებზე მორგება მთელი ხელოვნებაა, ამის გამომუშავება ნებისმიერ ჩემპიონატში შეიძლება, მაგრამ არა რუსეთში.

რაც დრო გადის, უკეთ ჩანს, რომ მუდმივი სტრესის (ზეწოლა, კონკურენცია, ყურადღების ცენტრში ყოფნა) პირობებში, ის ვერ ავლენს საუკეთესო თვისებებს.

"როსტოვიდან" ტრიუმფით დაბრუნებულმა "სპარტაკში" ერთი ჩასათვლელი ბალიც კი ვერ ჩაიწერა აქტივში. თუ ადრე გოლები და საგოლე პასები ყოველთვის იყო, აი, ახლა სეზონ-ნახევარია, ამ მხრივ შიმშილობაა - არც გოლი ჩანს და არც საგოლე პასი.

ჩემპიონატი

რუსეთში მშრალი ფეხბურთია - ჩაკეტილი, მკაცრი. ამას ყველა აღნიშნავს, ვისაც რუსეთის ჩემპიონატში უთამაშია. სხვა ლიგებში, განსაკუთრებით, ესპანეთში, პორტუგალიასა და ჰოლანდიაში, მეტი თავისუფალი ზონაა. იქ შემტევი ტიპის ფეხბურთელებს მეტი გასაქანი ეძლევათ. გოლებიც მეტი გადის.

ამიტომ ალბათ, არ არის გასაკვირი, რომ ყველაზე შედეგიანი ანანიძე "როსტოვში" იყო (3 გოლი, 9 საგოლე პასი). "როსტოვის" წინააღმდეგ ისე არ "იკეტებიან", როგორც "სპარტაკის".

თუკი ჯანოს ლიგას სწორად შეურჩევენ, ეს სტატისტიკა მისთვის ნორმა გახდება. სადაც გოლებია, იქ მეტი თვითრწმენაა. სადაც თვითრწმენაა, იქ ნაკლები საფრთხეა სხვადასხვა გარემოებასთან დაკავშირებით.

შეუძლებლად სულაც არ გვეჩვენება, რომ მისი კარიერის რეამინირება საფეხბურთო კომფორტმა მოიტანოს - კარიერისა, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინათ ასე იმედისმომცემი იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
არც ისეთი მდიდრები ვართ რომ დასაკარგავათ გავიმეტოთ ფეხბურთელი, წარმატებები ჯანო !!!
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ლევანტესთან" მატჩში?
დაუვიწყარი მატჩი "ბერნაბეუზე" - "რეალმა" თასიდან "სოსიედადი" გამოაგდო [VIDEO]
ქოჩორაშვილი "ლევანტეში" დაბრუნებაზე ფიქრობს, მაგრამ არის ერთი დიდი "თუმცა"
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
იჯარა და შემდეგ გამოსყიდვა - ქოჩორაშვილს საბერძნეთში უხმობენ, მაგრამ ქართველს სხვა გეგმები აქვს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
"ყველასთვის, ვისაც გული "რეალისთვის" უძგერს..." - "სოსიედადის" მწვრთნელი ტიტულის მოგების შემდეგ ემოციურად ამღერდა [VIDEO]
ქოჩორაშვილის მომავალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა - მის წასვლამდე "სპორტინგს" დამატებით 1 მილიონის გადახდა მოუწია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
სევილიური დერბი დაძაბული გამოდგა - 3 წითელი ბარათი და გუდელის ბრწყინვალე გოლი [VIDEO]
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
[VIDEO] მიქაუტაძე შეცდომებს არ პატიობს - ქართველმა "ლევანტეს" გაუტანა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ვთხოვე, რომ დარჩენილიყო..." - ზიდანი ოდეგორის წასვლით ნაწყენია......
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი