ასოციაციის მატჩები და ფაქტები
გუშინ, მილოცვებს იღებდა "სან ანტონიო სპურსის" დამრიგებელი გრეგ პოპოვიჩი. დასავლეთის ფავორიტი სასტიკად გაუსწორდა "იუტას" - 118:81 და ეს იყო ლეგენდარული მწვრთნელის კარიერაში 1043-ე მოგება. პოპოვიჩმა ამ მაჩვენებლით რიკ ადელმანს გაუსწრო და ყველა დროის სიაში მერვე ადგილზე გადავიდა. ცნობისთვის, ლიდერი ამ მაჩვენებლით დონ ნელსონია, რომელსაც კარიერაში 1335 მოგება ჰქონდა.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, "სპურსს" დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია მოსაგებად. სასტარტო ხუთეულის არც ერთ წევრს 25 წუთზე მეტი არ გაუტარებია მოედანზე, ჯამში კი მათ მხოლოდ 67 ქულა დააგროვეს. თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

"იუტასთან" მატჩის შემდეგ, "სან ანტონიომ" მიმდინარე სეზონში სხვაობა პლუს 342 ქულამდე აიყვანა და ამ მაჩვენებლით გაასწრო ყოფილი ლიდერს "გოლდენ სტეიტს", რომელსაც აღებული და გაშვებული ქულების სხვაობა "+327" აქვს.

ცენტრალური მატჩი გაიმართა აღმოსავლეთი კონფრენციის ლიდერებს - "ინდიანასა" და "ტორონტოს" შორის. მასპინძლებმა ჩააგდეს შეხვედრის სტარტი და პირველი მეოთხედის შუაში 5:26 ჩამორჩნენ, თუმცა უკვე მეორე 12-წუთეულისთვის გამოასწორეს სიტუაცია და წინ გასვლა შეძლეს. შესვენების შემდეგ, "პეისერსს" უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია და შეწყვიტა "ტორონტოს" ოთხმატჩიანი მოგებათა სერია.

აღმოსავლეთში კიდევ ერთი საინტერესო მატჩი იყო "ატლანტასა" და "მაიამის" შორის. პირველი მეოთხედის გარდა, "ჰიტი" ფლობდა ინიციატივას და თანდათან ზრდიდა სხვაობას, ასე რომ, არ გაჭირვებია მოგება. "ატლანტასთვის" ეს იყო ზედიზედ მესამე წაგება. ამ შეხვედრის შემდეგ, "მაიამის" ლიდერი დუეინ უეიდი 47-ე ადგილზე გადავიდა ყველა დროის ბომბარდირთა სიაში. მალე მცველი კიდევ ერთი საფეხურით წინ წაიწევს, რადგან 46-ე პოზიციაზე მყოფ ბობ ლეინირს 39 ქულით ჩამორჩება.

უკვე აღარავის უკვირს "ჰიუსტონის" წაგებები. საქმეს ვერ უშველა კევინ მაკჰეილის დათხოვნამ. გუშინდელი სათამაშო დღე ტეხასელების სრული უმწეობის კიდევ ერთი დადასტურება გახდა. დენვერში "ჰიუსტონმა" ისევ საშინლად ითამაშა დაცვაში და ფარქვეშ, შედეგად, მასპინძლებმა 114 ქულა დააგროვეს და მეტოქეს მოხსნებში ორნიშნა უპირატესობით აჯობეს - 52:26.

ყველაზე დაძაბული მატჩი გამოვიდა "კლიპერსსა" და "დეტროიტს" შორის. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო. კალიფორნიელები მატჩის დიდი ნაწილი წინ იყვნენ და ბოლო მეოთხედი 10-ქულიანი უპირატესობით დაიწყეს. "პისტონზმა" შეძლო ინიციატივის მოპოვება და ბოლოს ჯეი ჯეი რედიკს მოუწია "კლიპერსის" გადარჩენა ძირითად დროში წაგებისგან. ოვერტაიმში კი გადამწყვეტი აღმოჩნდა სირენამდე 12 წამით ადრე ჯამალ კროუფორდის ჩაგდებული სამქულიანი.

ამ შეხვედრაში მნიშვნელოვანი იყო ის, რომ "კლიპერსის" ვეტერანმა პოლ პირსმა 1725-ე ჩაჭრა შეასრულა, გაუსწრო ლეგენდარულ მეჯიქ ჯონსონს და ამ მაჩვენებლით მე-18 ადგილზე გადავიდა. ყველა დროის ლიდერია ჯონ სტოქტონი 3265 ჩაჭრით.

ინდიანა-ტორონტო 106:90

27:28, 25:13, 21:23, 33:26

ი: ჯორდან ჰილი (20+13 მოხსნა), ელისი (18), მაილზი (17), ჯორჯი (16), სტაკი (10), ალენი (8+10 მოხსნა).

ტ: ლოური (20), დეროზანი (20), როსი (10), ბიიომბო (9+13 მოხსნა).

ბრუკლინი-ორლანდო 82:105

25:25, 20:27, 24:31, 13:22

ბ: ჯეკი (15+7 პასი), ბარნიანი (12), ლოპესი (11), ბოგდანოვიჩი (10), იანგი (10+11 მოხსნა), ელინგტონი (11).

ო: ვუჩევიჩი (18), პეიტონი (17), ჰარისი (15+9 მოხსნა), ნიკოლსონი (15), ფრაი (11), ოლადიპო (10)..

დეტროიტი-კლიპერსი 103:105

27:27, 12:21, 24:25, 31:21

დ: ჯექსონი (34+11 მოხსნა+7 პასი), დრამონდი (20+15 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (19), ბეინსი (10).

კ: გრიფინი (34+7 პასი), რედიკი (24), კროუფორდი (14), პოლი (13+12 პასი), ჯორდანი (7+14 მოხსნა).

ატლანტა-მაიამი 88:100

20:22, 18:25, 23:27, 27:26

ა: ბეიზმორი (28), მილსეპი (18+9 მოხსნა), ჰორფორდი (13), შრიოდერი (13+7 პასი).

მ: ბოში (24+10 მოხსნა), გრინი (20), დენგი (18+9 მოხსნა), დრაგიჩი (12+7 მოხსნა+8 პასი), უაიტსაიდი (8+13 მოხსნა).

ჩიკაგო-ფილადელფია 115:96

24:19, 27:37, 34:12, 30:28

ჩ: ბატლერი (23), მიროტიჩი (17), სნელი (16+11 მოხსნა), პ. გასოლი (13+7 მოხსნა+6 პასი), მაკდერმოტი (13+8 მოხსნა), ნოა (5+15 მოხსნა+8 პასი).

ფ: ოკაფორი (22+8 მოხსნა), კოვინგტონი (15), როტენი (12).

მემფისი-ვაშინგტონი 112:95

25:21, 32:25, 26:15, 29:34

მ: მ. გასოლი (24+12 მოხსნა+6 პასი), ბარნსი (20), კონლი (18+11 პასი), ლი (15), გრინი (15), ჩელმერსი (12).

ვ: ნილი (24), სეშენსი (14), დადლი (14), გორტატი (10+9 მოხსნა).

დალასი-ფინიქსი 104:94

25:21, 21:22, 31:15, 27:36

დ: უილიამსი (18+5 არიეპტ), ათპყრნყ (17), ფელტონი (17), ნოვიცკი (14+7 მოხსნა), მეტიუზი (13), ფაჩულია (4+12 მოხსნა).

ფ: ბლედსოუ (23+7 პასი), ლოიერი (15+13 მოხსნა), ნაითი (12), უორენი (10).

სან ანტონიო-იუტა 118:81

29:15, 30:21, 39:22, 20:23

ს-ა: ლეონარდი (22+7 მოხსნა), პარკერი (18), ოლდრიჯი (18+8 მოხსნა), მილსი (11), ბონერი (10).

ი: ფეივორსი (16), ნეტო (12), ბერკი (10).

დენვერი-ჰიუსტონი 114:108

36:22, 18:36, 34:24, 26:26

დ: ბარტონი (23+9 მოხსნა), ჰარისი (21), გალინარი (15+7 პასი), ლოვერნი (14+11 მოხსნა), ფარიდი (11+9 მოხსნა), ნელსონი (10+7 პასი).

ჰ: ჰარდენი (24+6 პასი), მოტეიუნასი (19), არიზა (16), ბევერლი (14+8 პასი), ჰოვარდი (13+8 მოხსნა), ტორნტონი (13).

პორტლენდი-ნიუ ორლეანი 105:101

26:31, 24:17, 28:21, 27:32

პ: ლილარდი (30), ჰენდერსონი (19), მაკალუმი (16+6 პასი), პლამლი (15+13 მოხსნა+6 პასი), ამინუ (10+9 მოხსნა).

ნ-ო: დევისი (28+9 მოხსნა+5 დაფარება), ევანსი (19+12 მოხსნა), ჰოლიდეი (19), ანდერსონი (16).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა
[VIDEO] მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - "სან ანტონიო სპურსი" NBA-ის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] სუპერსერია მეშვიდე მატჩით დასრულდება - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა და
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად