"კანტუს" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა ტრინჩიერიმ ტრავმამოშუშებული მანუჩარის დაბრუნებას სასიამოვნო სიურპრიზი უწოდა
ორ კარგ ამბავზე ვაპირებ წერას, მაგრამ პირველ წინადადებაზე მუშაობისასაც არ მაქვს გადაწყვეტილი, რომლით დავიწყო... ონელმა მანუჩარ მარკოიშვილმა ორი თვე ითმინა, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა. ვანელმა ვიქტორ სანიკიძემ კი კვირას ღამით ისე გაიელვა, რომ "ბრინდისის" კალათბურთელებმა თვალი ვერ შეასწრეს. შესაბამისად, ვიქტორზე ჩვენც ჩქარა ვთქვათ, მანუჩარზე კი - შემდეგ, უფრო დინჯად.

ბოლონიის "ვირტუსმა" ცხრილის ფსკერზე მყოფ "ენელ ბრინდისის" უმასპინძლა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა - 93:72.

პირველი ტაიმის შემდეგ ბოლონიელები 10 ქულით იგებდნენ (52:42), ვიქტორის ანგარიშზე 4 ქულა და 2 მოხსნა იყო. 10-ქულიანი ფორა მას დამშვიდების საშუალებას არ აძლევდა, ამიტომაც მესამე პერიოდში ფარქვეშ იფრინა: 5 წუთიან მონაკვეთში 3 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, მეოთხე პერიოდში კი 7 ქულას 2 მოხსნა მიამატა და საბოლოოდ სეზონის მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 ქულა, 12 მოხსნა. ვიქტორს 6-დან 5 ორქულიანის, 1-დან 1 სამიანის და 2-დან 1 საჯარიმოს ჩასაგდებად 20 წუთი ეყო. მის ანგარიშზე თითო ჩაჭრა-დაფარებაცაა.

"კრემონასთან" გასვლითი მატჩი მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" სტაბილურად ჩაატარა და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა - 71:68. გადამწყვეტ მომენტში საჯარიმოები ზუსტად ისროლა ნიკოლას მარაცინომ.

ქართველი უკანახაზელი თამაშში მე-4 წუთიდან ჩაერთო და როგორც შემდეგ მწვრთნელმა აღნიშნა, გუნდს სათანადოდ დაეხმარა. მანუს მონაგარი ასეთი იყო: 17 წუთი, 5 ქულა (2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 1 მოხსნა, 1 პასი.

კანტუელთაგან ყველაზე მეტი, 14 ქულა მაიკ გრინმა ჩააგდო.

ნამატჩევს სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა ტრინჩიერიმ აღნიშნა:

- სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მესამე ადგილზე მყარად ვართ. თუ მოგება გვინდოდა, თამაშის კონტროლი მეტოქისთვის არ უნდა დაგვენებებინა და სუპერმობილიზების წყალობით სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ. დენის მარკონატო მატჩისთვის მზად არ იყო, მაგრამ მაინც ითამაშა. სამაგიეროდ დაგვიბრუნდა მანუჩარ მარკოიშვილი, რაც ჩვენთვის ახალი ინექცია იყო. შეხვედრის დაწყებამდე მეგობარს ვუთხარი, რომ მანუჩარი ოთხშაბათამდე არ ითამაშებდა, მაგრამ კვირას მოედანზე გავიყვანეთ და ძალიან დაგვეხმარა. მისი გამოჩენა ბევრისთვის სიურპრიზი იყო. სასიამოვნო სიურპრიზი.

გამოცემა "ლა პროვინციამ" მანუჩარის დაბრუნებას ცალკე სტატია მიუძღვნა, სათაურით "მარკოიშვილის ღიმილი".

"შვიდმატჩიანი შესვენების შემდეგ მარკოიშვილმა თამაში განაახლა. მას ფეხის ცერი ჰქონდა მოტეხილი. მანუჩარს ჯერ "კრემონასთან" დაპირისპირებაზე ვკითხეთ.

- მთავარია, რომ ეს მატჩი მოვიგეთ. სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით ძალიან რთული ბრძოლა იყო. "კრემონა" საშინაო არენაზე ყოველთვის კარგად თამაშობს. ამასთან, ტრავმირებული გვყავდა ჯონათან ტაბუ, ხოლო მარკონატო და მარაცინო არასათანადო კონდიციებში არიან. ამის მიუხედავად, მატჩი სტაბილურად ჩავატარეთ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახეთ, რომ გუნდური კალათბურთით ბევრის მიღწევა შეგვიძლია, - თქვა მარკოიშვილმა.

მან საკუთარ ჯანმრთელობაზეც ილაპარაკა:

- ბედნიერი ვარ. მოედანზე თავისუფლად ვმოძრაობდი. თუმცა, როცა ძალას ვატან, მცირე ტკივილს მაინც ვგრძნობ. ასევე ვაცნობიერებ - ოპტიმალური ფორმისგან შორს ვარ, თუმცა მთავარია, რომ უარყოფითი უკან მოვიტოვე და ახლა კონდიციების გაუმჯობესებაზე ვიზრუნებ."

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას: "აველინოს" განაცხადში კვირასაც მოხვდა ახალგაზრდა ქართველი უკანახაზელი მერაბ ბოქოლიშვილი, თუმცა მისი იტალიური დებიუტი გადაიდო.

"აველინომ" "ვარეზესთან" სტუმრად 85:83 მოიგო. საქართველოს ნაკრების ყოფილმა და მომავალმა მეტოქემ, ბელგიელმა დიმიტრი ლაუერსმა ("აველინოშია") 23 წუთში 6 ქულა ჩააგდო.

შენგელიას "ბარსელონა" ნახევარფინალს მიუახლოვდა
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
მარკის რიდი თურქულის სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად