კალიფორნიულმა გრანდმა იმ გუნდს მოუგო, რომელმაც "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა
ამ მომენტისთვის "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" საუკეთესო კლუბია ლიგაში. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით ნათქვამია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გუშინ "ლეიკერსმა" "მილუოკი" დაამარცხა, ეს კი ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელმაც "გოლდენ სტეიტის" ძლევა შეძლო. რა თქმა უნდა, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო კობი ბრაიანტი იყო.

მან ორივე გუნდში ყველაზე მეტი - 22 ქულა დააგროვა. სხვათა შორის, დეკემბერში ეს იყო მეხუთე მატჩში ლეგენდისთვის, რომელშიც მინიმუმ 20 ქულა მიითვალა. შედარებისთვის, ნოემბერში "შავმა მამბამ" მხოლოდ ერთი ასეთი მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება შეხვედრის მსვლელობას, "ლეიკერსის" უპირატესობა 21 ქულას აღწევდა. მართალია, "მილუოკიმ" შეძლო განადგურების თავიდან აცილება, მაგრამ თამაშის გადარჩენის შანსი არ ჰქონია.

"ლეიკერსმა" შეწყვიტა ექვსმატჩიანი წაგებათა სერია და მხოლოდ მეოთხე მატჩში მოიგო სეზონში.

ზედიზედ მეორე მატჩი წააგო "ჰიუსტონ როკეტსმა", რომელიც სტუმრად თამაშობდა "საკრამენტოს" წინააღმდეგ. იმის მიუხედავად, რომ "მეფეებს" დისკვალიფიკაციის გამო ძირითადი გამთამაშებელი რაჟონ რონდო აკლდათ, მათ მოახერხეს შესვენების შემდეგ გაქცევა და 16-ქულიანი უპირატესობის მოპოვება.

ბოლოსკენ "როკეტსმა" მოუმატა და შეეძლო თამაშის გადარჩენა, მაგრამ "საკრამენტომ" მოახერხა მატჩის მოგებამდე მიყვანა. "კინგზის" თამაშში აშკარა პროგრესი შეიმჩნევა - გუნდმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო, თუმცა პლეი ოფის ზონამდე ჯერ მაინც შორია.

ასევე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და პლეი ოფის ზონაში შევიდა "დენვერი", რომელმაც "მინესოტასთან" გასვლით მატჩში ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მოიპოვა 14-ქულიანი უპიტარესობა და არ გაჭირვებია საქმის ბოლომდე მიყვანა. "მგლებისთვის" ეს იყო ზედიზედ მესამე მარცხი და გუნდი ბოლოდან მესამე ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში.

დაბალი შედეგიანობა აჩვენეს "კლივლენდმა" და "ბოსტონმა" - ორივე გუნდმა თამაშიდან ტყორცნების სიზუსტის 40 პროცენტიც კი ვერ დააფიქსირა. საბოლოოდ, ყველაფერი ლებრონ ჯეიმსისა და კევინ ლავის დუეტმა გადაწყვიტა. ამ კალათბურთელებმა გუნდის ქულების თითქმის ნახევარი დააგროვეს - 89-დან 44.

ბოსტონი-კლივლენდი 77:89

25:23, 21:17, 15:29, 16:20

ბ: ბრედლი (17), კრაუდერი (14), ტომასი (12).

კ: ჯეიმსი (24+7 მოხსნა), ლავი (20+8 მოხსნა), მო უილიამსი (10).

მინესოტა-დენვერი 100:112

24:27, 25:36, 31:29, 20:20

მ: უიგინსი (23), ლავინი (20), თაუნსი (18), რუბიო (13+9 პასი).

დ: ფარიდი (19+10 მოხსნა), ფოიე (19), გალინარი (15), ბარტონი (14+7 მოხსნა), ლოვერნი (11+7 მოხსნა), ნელსონი (10).

საკრამენტო-ჰიუსტონი 107:97

31:31, 26:19, 25:24, 25:23

ს: კაზინსი (26+12 მოხსნა), კასპი (19+6 პასი), გეი (17+13 მოხსნა+6 ჩაჭრა), კოლისონი (14+7 მოხსნა+13 პასი).

ჰ: ჰარდენი (33+7 მოხსნა+6 პასი), ბევერლი (14), ტერი (14), არიზა (10), ბრიუერი (10).

ლეიკერსი-მილუოკი 113:95

30:25, 25:21, 31:20, 27:29

ლ: ბრაიანტი (22+6 პასი), რასელი (19+7 პასი), უილიამსი (16), რენდლი (14+14 მოხსნა), კლარკსონი (12), ჰიბერტი (12+11 მოხსნა), იანგი (10).

მ: მიდლტონი (16), ანტენტოკუნმპო (15), პარკერი (12), კარტერ-უილიამსი (19), პლამლი (10+8 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში