პასუხი გულშემატკივრებს - წავალ!
"პალერმოს" გულშემატკივრებმა კლუბის პრეზიდენტ მაურიციო ძამპარინის წერილით მიმართეს, სადაც უკმაყოფილება გამოთქვეს გუნდის დღევანდელი მდგომარეობით და იმ ფაქტით, რომ ბოლო წლებში კლუბის მესვეურების მთავარ საზრუნავად წამყვანი ფეხბურთელების სარფიანი გაყიდვა იქცა.

მოკლედ, სიცილიელები ძამპარინის დაუპირისპირდნენ, რაზეც პრეზიდენტის პასუხმა არ დააყოვნა:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ საპასუხო წერილით მოგმართოთ. შეგახსენებთ, რომ როდესაც 2002 წელს "პალერმო" ჩავიბარე, მაშინ კლუბი ვალებში იყო ჩაფლული და გადარჩენისთვის იბრძოდა. სწორი მენეჯმენტის წყალობით, შევძელით და ამოვედით ვალებიდან - შედეგად, დღეს სერია A-ში ვასპარეზობთ და გაკოტრების საფრთხე არ გვემუქრება.

თუმცა, აქვე ვამბობ, რომ ჩვენი ფინანსური წარმატების მთავარი იარაღი ყოველთვის იყო წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა. გასულ ზაფხულს პაულო დიბალას სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო ავიღეთ, რამაც კონკრეტული პრობლემები აგვაცილა, იქამდე კი ანდრეა ბარძალი, კარვალიო ამაური, ედისონ კავანი, ხავიერ პასტორე, აბელ ერნანდესი და სხვა მოთამაშეები გავასხვისეთ სარფიანად.

სამწუხაროდ, მე არ მაქვს იმდენი ფული, რომ წამყვანი ფეხბურთელები შევინარჩუნო და მათ კოლოსალური ხელფასი ვუხადო.

თავად განსაჯეთ, დიბალა "პალერმოში" 800 ათას ევროს იღებდა სეზონში, "იუვენტუსში" კი 5 მილიონს აიღებს. მიუხედავად სარფიანი ტრანსფერებისა, 2002 წლიდან დღემდე, 100 მილიონი ევრო ვიზარალე და ამ ფულს თვალით ვეღარ ვნახავ.

აქვე გეტყვით, რომ, "პალერმოს" ყოველწლიური შემოსავალი 50 მილიონი ევროა და ეს მაშინ, როდესაც "იუვე" 350 მილიონ ევროს იღებს, "ინტერი" კი 280 მილიონს. "პალერმო" ვალებიდან ამოვიყვანე, დღეს კი ვეძებ რუს, არაბ ან ჩინელ ინვესტორს, რომელსაც კლუბს მივყიდი და ამ პასუხისმგებლობას ის გადაიბარებს.

აქედანვე ვამბობ, რომ "პალერმოს" ახალი მფლობელი დიდი დანაკარგებისთვის უნდა იყოს მზად და იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს უახლოეს მომავალში მოვაგვარებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
ძამპარინი მონაგონია... "პალერმოს" ახალი პრეზიდენტი წინაზე ექსტრავაგანტურია
ახალი ერა "პალერმოში"? - რატომ გადგა მაურიციო ძამპარინი გვერდზე
ძამპარინიმ 15-წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვა "პალერმო"
გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" მერვედფინალში გავიდა
ცნობილი გახდა "პალერმოსთან" მატჩში "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა
კვარაცხელიას გადაცემა ლუკაკუმ ვერ გამოიყენა - "ნაპოლიმ" "პალერმო" გაანადგურა [VIDEO]
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
"პალერმოს" ყოფილი მფლობელი ძამპარინი გარდაიცვალა
მაურიციო ძამპარინი - განსაკუთრებული პრეზიდენტი, რომელმაც 15 წელში 52 მწვრთნელი გააგდო
მაურიციო ძამპარინი "პალერმოს" პრეზიდენტი აღარ არის
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა