"ემპოლის" თავკაცის პირველი საშობაო საჩუქარი საქართველოდანაა
"მჭედლიძე გვირაბის ბოლოს სინათლეს ხედავს", - ასე დაასათაურა სტატია iltirreno-მ, რომელიც "ემპოლის" ქართველ ლეგიონერ ლევან მჭედლიძეს ეხება.

"როგორც ჩანს, ცუდი დროება წარსულს ჩაბარდა და მის სახეს ღიმილი დაუბრუნდა. ლევან მჭედლიძე დაბრუნდა "კასტელანიზე" სავარჯიშოდ. მან გაიარა რეაბილიტაციისა და საქართველოში მკურნალობის ხანგრძლივი გზა, "ლურჯების" ფორვარდი თავიდან იწყებს", - წერს გამოცემა.

16 დეკემბერს მჭედლიძემ ბოლო რეზონანსული გამოკვლევა ჩაიტარა კუნთზე, რომელმაც აჩვენა, რომ დაზიანება მთლიანად მორჩენილია.

მაშინ, როცა "ემპოლის" სხვა ფეხბურთელები საშობაო არდადეგებზე გავლენ, ლევანი "კასტელანიზე" დარჩება და ივარჯიშებს. მას მხოლოდ საშობაოდ დაასვენებენ, შემდეგ კი ახალ წლამდე მთელი კვირა ინტენსიური ვარჯიში ელის.

ის რამდენიმე თვის განმავლობაში მოედანზე ვერ ბრუნდებოდა, ამიტომ უნდა აღიდგინოს ფიზიკური კონდიციები და ფორმაში შევიდეს.

მას ყოველდღიურად დააკვირდება "ემპოლის" სამედიცინო სტაფი. როდესაც გუნდი დაბრუნდება არდადეგებიდან, ლევანი მათთან ერთად გააგრძელებს ვარჯიშს. მიზანი 6 იანვარს "ინტერთან" მატჩის განაცხადში მოხვედრაა.

"თუკი ლევანი წარმატებით დაბრუნდება, ეს იქნება "ემპოლის" პირველი გაძლიერება იანვარში. მარკო ჯამპაოლოს შეუძლია გაიღიმოს, პირველი საშობაო საჩუქარი მას საქართველოდან ჩამოუვიდა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძემ სანაკრებო მატჩში მიიღო ტრავმა სექტემბერში და მას მერე არ უთამაშია. ამ სეზონში მან მხოლოდ ორჯერ ითამაშა "ემპოლის" რიგებში.

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია