სფფ-ის პრეზიდენტმა 16 დეკემბერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გენერალურ მდივანთან, დავით მუჯირთან ერთად "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში პრესკონფერენცია გამართა.

კობიაშვილმა 16 დეკემბერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.

კერძოდ კი, ზუგდიდის აკადემიაში მცხოვრები ბავშვების მშობლები სფფ-ის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს, გიორგი რევაზიშვილს აკადემიის ბაზაზე დაუპირისპირდნენ.

"მინდა გამოვეხმაურო გუშინ განვითარებულ მოვლენებს. პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო მიზანმიმართული პროვოცირება. მე არ ვსაუბრობ მშობლებზე, მათი გულისტკივილი ამ მიმართულებით გასაგებია და მისაღებია აბსოლუტურად.

სამწუხაროა, რომ იქ იყვნენ ადამიანები, ვინც პირადი ინტერესებისთვის იყენებდნენ ამ ყველაფერს და სურდათ, ზიანი მიეყენებინათ ფეხბურთის ფედერაციისთვის. ძალიან ვწუხვარ და ვემიჯნებით მსგავს ქმედებებს.

ფეხბურთის ფედერაციის აკადემია არის უეფას პროექტი, რისთვის უეფას განსაზღვრული აქვს კონკრეტული თანხა.

საქართველოში იმყოფება უეფას წარმომადგენელი ჟან ფრანსუა დომეგი, რომელიც კონკრეტულად ხელმძღვანელობს ამ პროექტს. ჩვენ მასთან ვისაუბრეთ კიდევ ერთხელ და დავრწმუნდით იმაში, თუ რას მოიცავს ეს პროექტი. სამწუხაროდ, ფეხბურთის ფედერაციას არასდროს ჰქონდა მიწოდებული არც ბავშვებისთვის, არც მშობლებისთვის და არც საზოგადოებისთვის, რას გულისხმობს ეს პროექტი.

ფეხბურთის ფედერაცია ყველას არასწორ ინფორმაციას აწვდიდა. ზუგდიდში დაიგეგმა აკადემია, რომელიც საერთოდ არ არის ამ პროექტში გათვალისწინებული და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ბატონმა დომეგიმ.

კონკრეტულად უეფას პროექტი მოიცავს ორ ასაკობრივ გუნდს, რომელიც წლებია უკვე თბილისში არსებობს და კონკრეტულად ამისთვის არის გამოყოფილი ეს კონკრეტული თანხები, ხოლო ზუგდიდის აკადემია, რომელიც ფილიალად იყო მოხსენიებული, საერთოდ არ არის გათვალისწინებული.

ბატონი დომეგი ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული და საერთოდ არ იცოდა, რა ფილიალზე იყო საუბარი.

ეს იყო პრობლემა, რომელიც დაიგეგმა კონკრეტული ადამიანებისთვის, კონკრეტული ადამიანების ინტერესებისთვის.

პრობლემა ის არის, რომ ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან იქნა მიწოდებული არასწორი ინფორმაცია.

ჩვენ, ბუნებრივია, შევასრულებთ და გავაკეთებთ იმას, რასაც კონკრეტულად მოიცავს ეს პროექტი. ჩვენ არანაირ აკადემიას არ ვშლით, პირიქით, ვაკეთებ იმ უეფას აკადემიას, რომლისთვის არის გამოყოფილი თანხები და რომელსაც ითვალისწინებს ეს პროექტი.

qutaiseli
დომენტის მიომხრეები ნახე რა ამბავში არიან ესენი ალბათ ბედნიერები არიან რაც დომენტი აფხაზეთში გადავიდა და იქ .... ან რისი წარმატებული პრეზიდენტი იყო დომენტი სიჭინავა ალბათ ... თირე ფეხბურთში რაც გააკეთა აგერაა შედეგი.სიჭინავას რო ამდენი გამპრავებელი და მოტრფიალე ეყოლება ის ქვეყანა კიარა უთავმოყვარეო ბალაგანია.
irakli apkhaidze
ჭორაობა არაფერ შუაშია, ძველი დარღვევების შესახებ საზოგადოებისათვის სიმართლის თქმა ნაწილია იმ სტრატეგიისა რომელიც ქართულ ფეხბურთს უნდა დაეხმაროს, მიჩქმალული არაფერი უნდა დარჩეს, ყველაფერი სისუფთავიდან და გამჭვირვალეობიდან უნდა დაიწყოს! კობიაშვილი ცუდს არაფერს აკეთებს ჯერ და ნუ ლანძღავთ წინასწარ, კაცი ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში იყო და სერიოზულად დაიწყო ინფრასტრუქტურების მოწესრიგების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მომდევნო წლიდან აიღებს სტარტს (თუ არ აიღებს კიდე ეგეც არ დაიმალება და ძვირის თქმა სულ მოესწრება).
gio
ვინც მომმართა - მე არავისი ფანი ვარ, მეგობარო. სხვათა შორის, არც რეზი მომწონდა როგორც ფედერაციის შესაძლო პრეზიდენტი. კობიაშვილი ხომ საერთოდ... არაკომპეტენტურობის საუკეთესო ნიმუში. ახალგაზრდა გამოუცდელი და არაკომპეტენტური კაცი, რომელსაც რასაც უბრძანებენ იმას გააკეთებს. როგორც მოიყვანეს, ისე მუშაობს! რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, დადონ მერე, ვინ დაუშალა? ასე "დებენ" დასკვნებს დღევანდელი ხელისუფლები თავიანთ წინამოდბედებზე უკვე მეოთხე წელია და ვერაფერს გახდნენ. მოგწონს თუ არა, დომენტი სიჭინავა ყველაზე წარმატებული ფედერაციის პრეზიდენტია საქართველოს უახლეს ისტორიაში - სხვებთან შედარებით ოღონდ! თორე ისე, კმაყოფილი რომ არავინ არის ჩვენი ფეხბურთის მდგომარეობით, ამაზე არ ვდაობ. მეც არ ვარ კმაყოფილი! თუმცა კობიაშვილი კი ვერ იქნება საქმის გამკეთებელი, დამიჯერე! თავად დარწმუნდები! სად არის ყაველაშვილი? რატომ გაჩუმდა? მოწონს კობიაშვილის საქმიანობის პირველი თვეები? მე ყაველაშვილი მინდოდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, იმიტომ, რომ მკაფიოდ და მაღალპროფესიონალურად დაწერილი პროგრამა ჰქონდა.
კობა
მერე დაიჭირეთ,მაგრამ ვინ მოგცათ მაგის შნო,ნუ გვაბოლებთ
Иосйб Сталин (Каладзе)
ლუკა -ს. ამხანაგო ლუკა, ძალზე დროული და საფუძვლიანია თქვენი მოწოდება ამხანაგი კობიაშვილისადმი. მინდა სრული მხარდაჭერა გამოგიცხადო პარტიის სახელით და შეგპირდე, ყველა დამნაშავე გაციმბირებული იქნება. იმედი გქონდეთ ჩემი სრული მხარდაჭერის
marsenko
ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა თუ რეალური საქმის კეთებაზე გადახვა, რაც შეიძლება მალე, მატთვიტაც კარგია და ფეხბურთის განვითარებისათვისაც. ბოლი დროს თქვენი მთავარი მესიჯები არა რაღაც ნოვაციური წამოწყების შესახებ ინფორმაციაა, არამედ წინა ხელმძღვანელების მიერ ჩადენილი "დანაშაულები". ეს კი დიდხანს ვერ იმუშავებს. ლევანს შევახსენებდი ერთ ქართულ ფრაზას -"საქმემან შენმა გამოგაჩინოს"ო. წარმატებები მისურვებია ყველა მიმართულებით და არა მარტო წინა მენეჯერთა ლანძღღვა-გინების კუთხით.
gios da shakos
ორივე უბედურები ხათ ან *რეზის* და *ზვად-დომენტას* ფანები ! ჯერ სად ხართ , აუდიდტს დასკვნა რომ დაიდება მერე ნახავთ მაგათ კონცერტს
MARADONA
გეყო რა მართლა ჭორაობა და წინების ლანძღვა. ამოვიდა ყელში ერთი და იგივე ბლაბლაბლა... ასე გავა ხუთი წელი და რა უნდა გვექნაო ჩვენო. ფუ მართლა რა...ვეთანხმები გიოს,შაკოს!!!
ლუკა
ბატონმა კობიაშვილმა აუცილებლად უნდა გადასცეს სამართალდამცავებს ყველა ინფორმაცია რაც დანაშაულის ელემენტებს შეიცავს. დამნაშავეები, იქნება ეს დომენტი სიჭინავა თუ სხვა ყოფილი მოხელე, უნდა დაისაჯოს. გაუთავებელი ტელესერიალივით არ უნდა გაგრძელდეს ეს. ისედაც სანთლით საძებნი ინვესტორის დაფრთხობა თუ გინდათ, მაშინ გაწელეთ დამნაშავეების ძიება. ინვესტორი, რომელიც მღვრიე წყალში ჩაყვინთავს თავად იქნება სიბინძურის მოყვარული და ფულის გათეთრებისთვის მოვა ფეხბურთში.
meocnebe ixvi
gio მოვიდა, ძველებზე ჭორაოს, არაფერს აკეთებს - ქოცების საუკეთესო ტრადიციების მიხედვით, საქმითაც სჩანს ვისი მოყვანილიცაა.
gio
ვეთანხმები შაკოს. კობიაშვილი რაც მოვიდა სულ ჭორაობს ფედერაციის წინა ხელმძღვანელობაზე, და იმის მაგივრად რამე გააკეთოს და, მაგალითად, ახალი სკოლებისა და აკადემიების გახსნას შეუწყოს ხელი, არსებულის დახურვა დაიწყო! ტიპი აშკარად ვიღაცის დაკვეთებს ასრულებს და არ უჩანს იმას პირი, რომ რეალურად საქმის გამკეთებელია.
tetoga
ლევან, სწორი გზა გაქვს არჩეული, არ დანებდე!
შაკო
გეყოთ ჭორაობა და მიხედეთ საქმეს
vato
ძალიან მაინტერესებს, სფფს ახალი ხელმძღვანელობა ძველი მაფიოზური დაჯგუფების ნარჩენებთან კოჰაბიტაციაში შევიდა, თუ რა ხდება? დიდი ცოცხით უნდა გახვეტოთ დამლაგებლიდან დაწყებული შენგელიებით და ყველა ძველი ფედერაციის თანამშრომლებით!
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე