მამაკაცი სამთო მოთხილამურეები საფრანგეთის კურორტ შამონიში შეიკრიბნენ და ქალებისგან განსხვავებით, სრულფასოვანი ეტაპი ჩაატარეს

მამაკაცი სამთო მოთხილამურეები გასულ უქმეებზე საფრანგეთის კურორტ შამონიში შეიკრიბნენ და ქალებისგან განსხვავებით, სრულფასოვანი ეტაპი ჩაატარეს. ქალებმა სესტრიერში (იტალია) დიდთოვლობის გამო ერთხელაც ვერ მოახერხეს სტარტზე გასვლა, ამიტომ სწრაფდაშვება და სუპერკომბინაცია მომავლისთვის გადაიდო.

ასეთივე პროგრამა ჰქონდათ მამაკაცებს. პირველ დღეს სწრაფდაშვება პროგნოზისამებრ შვეიცარიელმა დიდიე კუშმა მოიგო. თუმცა უფრო მეტი ყურადღება 21 წლის იტალიელმა დომინიკ პარისმა მიიპყრო. სწორედ მან გახსნა სწრაფდაშვების პროგრამა (როგორც ცნობილია, ჩქაროსნულ დისციპლინებში უძლიერესთა ჯგუფი მე-16 ადგილიდან იღებს სტარტს). პარისმა იდეალური დაშვება აჩვენა, მიუხედავად ამისა, რომ არ შეეძლო მეტოქის შედეგებზე ორიენტირება. მის შემდეგ სტარტზე დიადი სპორტსმენები გადიოდნენ - აქსელ ლუნდ სვინდალი, მიხაელ ვალჰოფერი და სხვები, მაგრამ პარისი ლიდერად რჩებოდა.

იტალიელის დროის გაუმჯობესება მხოლოდ "ბებერმა" დიდიე კუშმა შეძლო. შვეიცარიელი ვარჯიშებზე ნაჩვენები კარგი ფორმის წყალობით ჯერ კიდევ სტარტამდე მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, ამიტომაც მისი შედეგი არავის გაკვირვებია.

მეორე დღეს გაიმართა სუპერკომბინაცია (სწრაფდაშვება+სლალომი), რომელსაც ასევე ჰყავდა ფავორიტი ხორვატი ივიცა კოსტელიჩის სახით და აქაც გამართლდა წინასწარი ვარაუდი. თუმცა პირველი ცდის შემდეგ მსოფლიოს თასის ლიდერის გამარჯვება აღარავის სჯეროდა. სწრაფდაშვებაზე კოსტელიჩმა ლიდერთან ორწამნახევარზე (!) მეტი წააგო და 30 საუკეთესოს შორის ვერ მოხვდა.

მაგრამ ივიცამ სასწაული მოახდინა და სლალომში არამარტო გააბათილა ეს უდიდესი ჩამორჩენა, არამედ ორი ცდის ჯამში უახლოეს მდევარს ნახევარ წამზე მეტი მოუგო! ამ ეტაპზე კოსტელიჩს ორმაგი ტრიუმფი ჰქონდა - ის მიმდინარე მსოფლიოს თასის პირველი ლაურეატი გახდა, რადგან ბროლის მცირე გლობუსი გაინაღდა სუპერკომბინაციაში.

თუმცა კიდევ უფრო მოულოდნელი იყო ამ ეტაპზე ხორვატული დუბლი. მეორე ადგილზე ნატკო ჟრნიჩ-დიმი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხილამურის კოლექციაში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალიც მოიპოვება და მსოფლიოს თასის რამდენიმე პოდიუმიც, ის არასოდეს მიიჩნეოდა ელიტის წევრად და მისი მეორე ადგილი სენსაციად მოინათლა.

ამ რბოლის მთავარ ანტიგმირად კი სვინდალი უნდა დავასახელოთ. ნორვეგიელი არც ისე ცუდი სლალომისტია და მით უფრო გასაკვირია, როგორ დათმო სწრაფდაშვებაში მოპოვებული ორნახევარწამიანი უპირატესობა კოსტელიჩთან.

შამონი (საფრანგეთი), კაცები.

სწრაფდაშვება

1. დიდიე კუში (შვეიც) - 1:58.91; 2. დომინიკ პარისი (იტა) - +0.67; 3. კლაუს კრიოლი (ავსტრია) - +0.88; 4. იოახიმ პუხნერი (ავსტრია) - +0.91; 5. მიხაელ ვალჰოფერი (ავსტრია) - +1.01; 6. იანიკ ბერტრანი (საფ) - +1.10...

კომბინაცია

1. ივიცა კოსტელიჩი (ხორ) - 2:57.12; 2. ნატკო ჟრნიჩ-დიმი (ხორ) - +0.51; 3. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - +0.53; 4. ჩიეტილ იანსრუდი (ნორ) - +0.62; 5. სილვან ცურბრიგენი (შვეიც) - +0.63; 6. ონდრეი ბანკი (ჩეხ) - +0.66...

საერთო ჩათვლა

1. ივიცა კოსტელიჩი (ხორ) - 1178; 2. სილვან ცურბრიგენი (შვეიც) - 703; 3. დიდიე კუში (შვეიცარია) - 673; 4. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 663; 5. რომედ ბაუმანი (ავსტრია) - 545; 6. მიხაელ ვალჰოფერი (ავსტრია) - 478.

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"