სუპერმენმა მაინც წასვლა გადაწყვიტა

"გოლდენ სტეიტზე" ეფექტური "სან ანტონიოა"

"გოლდენ სტეიტს" ერთადერთი მარცხი ამ სეზონში "მილუოკისგან" აქვს და გუშინ, "მეომრებს" რევანშის აღების საშუალება მიეცათ. თუმცა მასპინძლებისთვის არც ისე კარგად იწყებოდა ყველაფერი - დიდი შესვენებისთვის 12 ქულით აგებდნენ - 58:70.

ასეთი ჩამორჩენა ჩემპიონებს ამ სეზონში არასოდეს ჰქონიათ. მაგრამ შემდეგ საქმეს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი დრეიმონდ გრინმა და სტივენ კარიმ. პირველმა დაახლოებით ერთ წუთში რვა ქულა დააგროვა, მეორემ კი თავის საყვარელ საქმეს მოჰკიდა ხელი, ზედიზედ რამდენიმე შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში და "გოლდენ სტეიტმა" თამაშში გარდატეხა შეიტანა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, "გოლდენ სტეიტმა" მეთვრამეტედ მოიპოვა გამარჯვება, როცა მატჩის მსვლელობისას ორნიშნა სხვაობით აგებდა. კალიფორნიელებს ასეთი მატჩების 58 პროცენტი აქვთ მოგებული. NBA-ის დანარჩენ გუნდებს - დაახლოებით 21 პროცენტი.

გარდა ამისა, "უორიორზმა" ზედიზედ 30-ე მატჩი მოიგო შინ, რითაც მეცხრე გუნდი გახდა ისტორიაში, რომელმაც ასეთი სერია გამოაცხო. ბოლოს ასეთი სერია 1996-97 წლების სეზონში "ჩიკაგოს" ჰქონდა.

მხოლოდ "გოლდენ სტეიტი" არ არის დაუმარცხებელი საკუთარ მოედანზე. მეორეა "სან ანტონიო". ის, აგრეთვე, ერთადერთი გუნდია, რომელიც ლიგის TOP3-ში შედის დაცვაში და შეტევაში თამაშის მიხედვით. ტექსასელები 108.2 ქულას აგდებენ და მეტოქეებს მხოლოდ 93.9 ქულას აგდებინებენ. ბოლო გუნდი, რომელიც 94 ქულაზე მეტს არ აგროვებინებდა მეტოქეებს, 1974-75 წლების სეზონის "ვაშინგტონი" იყო. სხვათა შორის, თუ შევადარებთ დაცვითი და შეტევითი მოქმედებების ეფექტურობის ბალანსს, ირკვევა, რომ "სპურსი" "გოლდენ სტეიტზე" ძლიერია.

"კლიპერსთან" მატჩმა (115:107) აჩვენა, რამდენად შეიძლება სასარგებლო იყოს "სან ანტონიოსთვის" ლამარკუს ოლდრიჯი, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. შესანიშნავად ათამაშდა ტონი პარკერი, ხოლო კავაი ლეონარდი MVP-ის პრეტენდენტის დონეზე თამაშობს.

უბრალოდ, "სპურსი" საზოგადოების ნაკლებ ყურადღებას იმსახურებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტოქეები არ აქცევენ ყურადღებას გრეგ პოპოვიჩის გუნდს. "გოლდენ სტეიტს" სერიოზული ოპონენტი ჰყავ საკუთარ კონფერენციაში.

შაბათის სათამაშო დღეს, "ჩიკაგომ" და "დეტროიტმა" ამ სეზონის ყველაზე გიჟური მატჩი ჩაატარეს. გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო გახდა ოთხი ოვერტაიმი. ჯიმი ბატლერმა მატჩის 68-ე წუთზე სამქულიანი ააცილა და ანგარიში აღარ შეიცვალა. "იუნაიტედ ცენტრის" მაყურებელი სამსაათნახევრიანი უნიკალური მარათონის მოწმე გახდა. ეს იყო მხოლოდ მეცამეტე შეხვედრა ლიგის ისტორიაში, როცა მატჩის ბედი ოთხი დამატებითი დროის შემდეგ გაირკვა.

ჯიმი ბატლერმა პერსონალური რეკორდი დაამყარა ქულების რაოდენობით (43), დერიკ როუზმა კი სეზონში საუკეთესო ციფრები დააფიქსირა (34 ქულა, თუმცა 34 ტყორცნის შემდეგ). სწორედ მას შეეძლო შეხვედრა ძირითად დროში დაესრულებინა, მაგრამ ბოლო ტყორცნა გააფუჭა.

კენტავიუს კოლდუელ-პოუპის სამქულიანმა შეხვედრა მეოთხე ოვერტაიმში გადაიყვანა, რომელიც უფრო მძლავრად "პისტონზმა" დაიწყო. ანდრე დრამონდის ჩატენვამ და რეჯი ჯექსონის "ენდ-უანმა" სტუმრები წინ გაიყვანა. და დეტროიტელებმა თავიანთი შანსი არ გაუშვეს. საბოლოოდ, დრამონდი და ჯექსონი გახდნენ "დეტროიტის" მთავარი გმირები, მათ შესაბამისად, 33 და 31 ქულა დააგროვეს.

სხვათა შორის, დრამონდი "დეტროიტის" პირველი მოთამაშეა ბოლო 25 ქულის განმავლობაში, ვინც ერთ მატჩში მინიმუმ 30 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა. 1990-91 წლების სეზონში ეს გააკეთა დენის როდმანმა.

ამ ეპიკურ მატჩში "ჩიკაგოს" ქულების 75 პროცენტი დააგროვა სამმა მოთამაშემ - ბატლერმა, როუზმა და პაუ გასოლმა. თითოეულმა მინიმუმ 30 ქულა მიითვალა. 1986 წელს, ჩიკაგოელთა ლეგენდარულმა ტრიომ გააკეთა იგივე - მაიკლ ჯორდანმა, სკოტი პიპენმა და ტონი კუკოჩმა.

სუპერმენმა მაინც წასვლა გადაწყვიტა

"ჰიუსტონ როკეტსის" ცენტრი დუიატ ჰოვარდი აპირებს გამოიყენოს თავის კონტრაქტში არსებული პუნქტი კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის შესახებ და 2016 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდეს. ამის შესახებ, საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა ESPN-ის მიმომხილველმა კრის ბრუსარდმა.

კონტრაქტის გაწყვეტით დუაიტი დაკარგავს 2016-17 წლების სეზონისთვის განკუთნილ 23 მილიონ დოლარს, მაგრამ იმედოვნებს, რომ მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს სხვა კლუბთან.

როგორც უკვე ვწერდით, ჰოვარდი "როკეტსში" თავისი როლით უკმაყოფილოა და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლაც ამით არის განპირობებული.

18 დეკემბერი

ინდიანა-ბრუკლინი 104:97

23:18, 26:29, 23:30, 32:20

ი: ჯორჯი (23+10 მოხსნა), მაილზი (15), სტაკი (15), ჯორდან ჰილი (14+11 მოხსნა).

ბ: ჯეკი (26), ლოპესი (18), იანგი (14+14 მოხსნა), ბარნიანი (12), ჯონსონი (11).

ორლანდო-პორტლენდი 102:94

29:26, 20:22, 25:20, 28:26

ო: ჰარისი (25+12 მოხსნა), ვუჩევიჩი (25+11 მოხსნა), პეიტონი (19), ოლადიპო (15).

პ: მაკალუმი (27), ლილარდი (19+10 პასი), ამინუ (16), კრები (14).

ფილადელფია-ნიუ იორკი 97:107

23:30, 21:35, 24:24, 29:18

ფ: ოკაფორი (20), როტენი (15), კენანი (14).

ნ-ი: აფლალო (22), უილიამსი (17), ენტონი (16), ტომასი (12).

ბოსტონი-ატლანტა 101:109

25:19, 18:23, 30:29, 28:38

ბ: ტომასი (29), კრაუდერი (24+10 მოხსნა).

ა: შრიოდერი (22), ჰორფორდი (21+10 მოხსნა), მილსეპი (20), ბეიზმორი (15), კორვერი (11), სეფოლოშა (11).

მაიამი-ტორონტო 94:108

25:27, 30:23, 22:31, 17:27

მ: უეიდი (21), გრინი (20), დრაგიჩი (18), ბოში (11).

ტ: დეროზანი (30), ლოური (21), სკოლა (20), როსი (17), ჯონსონი (13).

ჩიკაგო-დეტროიტი 144:147 (4ო)

27:30, 25:25, 25:19, 28:31, 11:11, 7:7, 4:4, 17:20

ჩ: ბატლერი (43), როუზი (34+8 პასი), პ. გასოლი (30+15 მოხსნა+5 დაფარება), გიბსონი (14+12 მოხსნა).

დ: დრამონდი (33+21 მოხსნა), ჯექსონი (31+13 პასი), მორისი (20), ილიასოვა (18), კოლდუელ-პოუპი (17), ჯონსონი (16).

მინესოტა-საკრამენტო 99:95

31:24, 27:30, 25:23, 16:18

მ: უიგინსი (32+10 მოხსნა), მუჰამადი (16), თაუნსი (15), რუბიო (12+8 პასი).

ს: კაზინსი (24+11 მოხსნა), გეი (20), კოლისონი (15), რონდო (11+13 პასი), კასპი (11).

სან ანტონიო-კლიპერსი 115:107

26:30, 29:25, 30:33, 30:19

ს-ა: ოლდრიჯი (26+13 მოხსნა), პაკერი (21), ლეონარდი (19), დანკანი (14).

კ: პოლი (27+10 პასი), გრიფინი (25), ჯორდანი (16+17 მოხსნა), რედიკი (14).

დალასი-მემფისი 97:88

25:26, 30:23, 20:17, 22:22

დ: ნოვიცკი (20), პარსონსი (16), უილიამსი (14), ფაჩულია (10+18 მოხსნა).

მ: კონლი (20), მ. გასოლი (16), ჩელმერსი (12), ბარნსი (11).

იუტა-დენვერი 97:88

30:23, 23:26, 24:24, 20:15

ი: ჰეივორდი (26), ჰუდი (12), ბერკი (13), ბუკერი (12).

დ: ბარტონი (16), ნელსონი (15), ჰარისი (12), ლოვერნი (12+13 მოხსნა), გალინარი (11).

ფინიქსი-ნიუ ორლეანი 104:88

28:17, 25:25, 24:22, 27:24

ფ: ბლედსოუ (29+9 პასი), ლენი (19+13 მოხსნა), მორისი (13), ლოიერი (12+10 მოხსნა).

ნ-ო: დევისი (16+12 მოხსნა), გორდონი (15), ჰოლიდეი (14), ევანსი (12), სმიტი (12).

გ. სტეიტი-მილუოკი 121:112

33:36, 25:34, 27:23, 36:19

გ-ს: ტომპსონი (27), კარი (26+10 მოხსნა+9 პასი), გრინი (21+8 პასი), ეზელი (14+10 მოხსნა).

მ: კარტერ-უილიამსი (24), ანტენტოკუნმპო (20), მიდლტონი (16), პარკერი (14), პლამლი (13), მაიო (12), მონრო (10+13 მოხსნა).

19 დეკემბერი

ოკლაჰომა-ლეიკერსი 118:78

35:15, 32:26, 25:14, 26:23

ო: დურანტი (22), კანტერი (19+14 მოხსნა), უესტბრუკი (13+11 პასი), იბაკა (12), უეიტერსი (11).

ლ: უილიამსი (20), კლარკსონი (15), იანგი (14), რასელი (12).

ვაშინგტონი-შარლოტი 109:101

28:27, 31:26, 27:22, 23:26

ვ: უოლი (27+12 პასი), ტემპლი (21), დადლი (19), გორტატი (18).

შ: უოკერი (18), ლინი (15), ბატუმი (14+8 პასი), ზელერი (11),.

ნიუ იორკი-ჩიკაგო 107:91

25:18, 24:21, 28:29, 30:23

ნ-ი: ენტონი (27), აფლალო (18), ტომასი (13), პორზინგისი (10).

ჩ: ნოა (21+10 მოხსნა), პორტისი (20+11 მოხსნა), ბატლერი (12), ბრუქსი (11).

ჰიუსტონი-კლიპერსი 107:97

38:17, 19:29, 26:25, 24:26

ჰ: ჰოვარდი (22+14 მოხსნა), ჰარდენი (18+11 პასი), არიზა (17), ტორნტონი (11).

კ: გრიფინი (22), რედიკი (19), ჯორდანი (16+11 მოხსნა+4 დაფარება), პოლი (12+10 პასი+7 ჩაჭრა).

მემფისი-ინდიანა 96:84

21:16, 23:27, 26:23, 26:18

მ: კონლი (20+8 პასი), მ. გასოლი (19+12 მოხსნა), ბარნსი (15+10 მოხსნა), ჩელმერსი (12), გრინი (11).

ი: ჯორჯი (29), ელისი (13), სტაკი (11), ჯორდან ჰილი (10+13 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"