ფორმულა 1-ში პირველი ოფიციალური სატესტო სერია ახლოვდება და მონაწილე გუნდები ბოლიდების პრეზენტაციებს აწყობენ

ფორმულა 1-ის სამყარომ 2011 წლის სეზონისთვის განკუთვნილი ახალი მანქანები იხილა. ახლოვდება პირველი ოფიციალური სატესტო სერია და ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ბოლიდების პრეზენტაციებს აწყობენ.

კონსტრუქტორთა თასის მოქმედმა მფლობელმა "რედ ბულმა" 1 თებერვალს, ვალენსიის ტესტზე თავისი ახალი ავტომობილი წარმოადგინა. წინამორბედისგან განსხვავებით, ბოლიდი RB7 უკანა ანტიფრთის განსხვავებული კონცეფციით და გადიდებული ძრავის გარსით გამოირჩევა. 2011 წელს ახალი მოდელის "ცხვირი" უფრო მაღლაა აწეული, ვიდრე წინა სეზონში.

"გუნდ "რედ ბულის" ისტორიაში აქამდე არ გვქონია ახალი ავტომობილის ასე სწრაფად გაკეთების ამოცანა. გასული სეზონის დასრულებიდან მხოლოდ 10 კვირა გავიდა - ჩვენთვის ეს რეკორდულად მოკლე პერიოდი იყო სარბოლო მანქანის აგებისთვის", - განაცხადა "რედ ბულ რეისინგის" ხელმძღვანელმა კრისტიან ჰორნერმა.

ჰორნერის თქმით, ეს პირველ რიგში ინჟინრებისა და მექანიკოსების დამსახურებაა. "ზოგიერთ მათგანს საშობაო არდადეგებიდან ნაადრევად დაბრუნება მოუხდა", - თქვა მან.

"ლოტუს რენომ" ახალი მანქანა ვალენსიაში წარმოადგინა. გუნდის ძირითადმა პილოტებმა - რობერტ კუბიცამ და ვიტალი პეტროვმა ბოლიდს შალითა გადააძვრეს და გამოჩნდა R31-ის ისტორიული ფერები - შავი და ოქროსფერი.

სეზონებს შორის პაუზისას გუნდმა სერიოზული ცვლილებები განიცადა - ამიერიდან მასში "რენოს" მონაწილეობა მხოლოდ ძრავების მიწოდებითა და ტექნიკური დახმარებით შემოიფარგლება, სატიტულო სპონსორი კი კომპანია Group Lotus გახდა. ახალი მანქანა "ლოტუსის" ტრადიციულ ფერებშია შეღებილი, მაგრამ ხელმძღვანელობა და ტექნიკური შტაბი იგივეა, რაც შარშან "რენოს" დროს იყო.

"პროგრესის მისაღწევად ამ ზამთარს სერიოზული სამუშაო ჩავატარეთ და შედეგად, მანქანის დეტალების 92 პროცენტი თავიდან არის შექმნილი. მაგრამ ტექნიკური სიახლე მომავალი წარმატების ერთადერთი საწინდარი არ არის - შიდა რესურსებს გადავხედეთ და ეფექტურობის 15 პროცენტით ამაღლება შევძელით. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენტუნარიანები უნდა გავხდეთ როგორც ტრასაზე, ასევე ბაზაზე მუშაობისას", - ამბობს გუნდის შეფი ერიკ ბულიე.

მეორე გუნდი, რომელმაც გუშინ პრეზენტაცია მოაწყო, "ზაუბერი" გახლდათ. შვეიცარიული საჯინიბოს ახალი ბოლიდი ძირითადმა პილოტებმა - კამუი კობაიაშიმ და სერხიო პერესმა წარადგინეს. მანქანის ინდექსია - C30, მისი კონსტრუქტორი ჯეიმს კი გახლავთ, ხოლო გუნდის მიზნები მისმა ხელმძღვანელმა პეტერ ზაუბერმა გაახმოვანა:

"წელს ჩვენი ამოცანა ქულების სტაბილურად მოპოვება და კონსტრუქტორთა თასზე, რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება იქნება. გასული სეზონის მეორე ნახევარში შევძელით შექმნილი სირთულეების დაძლევა და რესტრუქტურიზაციის ჩატარება. ტექნიკურ დირექტორად ჯეიმს კის მოწვევამ უკვე 2010 წელს მოიტანა შედეგი, ახალი მანქანა კი მთლიანად მისი შექმნილია. გარდა ამისა, ჩვენ გუნდს ფინანსური გარანტიებიც შევძინეთ, ეს კი რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია."

გერმანულმა გაზეთმა "ბილდმა" "მერსედესის" პრეზენტაციამდე ორი დღით ადრე გერმანული საჯინიბოს ახალი მანქანის ფოტო გამოაქვეყნა. W02-ის ოფიციალური წარდგენა დღეს ვალენსიაში გაიმართება.

"მერსედესის" სპორტული განყოფილების შეფი ნორბერტ ჰაუგი კმაყოფილია კონსტრუქტორებისა და დიზაინერების მიერ ჩატარებული სამუშაოთი.

"ჩვენი განახლებული ბოლიდი შთამბეჭდავად გამოიყურება. შარშან ინჟინრების რამდენიმე სიახლეზე უარის თქმა მოგვიწია, მაგრამ ახლა სერიოზულად შევცვალეთ ავტომობილი და ის უფრო აგრესიული გავხადეთ", - ამბობს ჰაუგი.

გუნდის შეფმა როს ბრაუნმა ასე ჩამოაყალიბა "მერსედესის" გეგმები: "ჩვენი მიზანი - პირველივე რბოლებში კონკურენტუნარიანობა და ლიდერებთან ბრძოლა იქნება. გასულ წელს იძულებული ვიყავი უარი მეთქვა რამდენიმე საინტერესო იდეაზე, მაგრამ ახალმა მანქანამ მოგვცა ამის საშუალება. KERS-ის სისტემა მსუბუქი და კომპაქტური გამოვიდა. საერთო ჯამში, ახალი მანქანა - წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

პირველ ვერსიას ვალენსიასა და ხერესში გამოვიყენებთ და "პირელის" საბურავების მახასიათებლებს შევამოწმებთ, მესამე და მეოთხე ტესტებზე კი მანქანას გავაუმჯობესებთ."

მიხაელ შუმახერი: "გუნდის თანამშრომლებმა როს ბრაუნის ხელმძღვანელობით შესანიშნავად გაართვეს თავი სამუშაოს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. გასული წლის მსვლელობისას გადავერთვეთ ახალი მანქანის შექმნაზე - ვიცოდით პრობლემების ხასიათი და შესამჩნევ პროგრესსაც მივაღწიეთ."

ასევე ოფიციალურ პრეზენტაციამდე გამოქვეყნდა "ლოტუსის" (არ აგერიოთ "ლოტუს-რენოში") ახალი მანქანის - T182-ის ფოტო. გუნდმა თავის ოფიციალურ ვებგვერზე განათავსა ახალი ბოლიდის სურათი. მანქანა აგრესიული დიზაინითა და მკვეთრი ფერების შეხამებით გამოირჩევა.

ახალ მანქანაზე კომენტარი "ლოტუსის" ტექნიკურმა დირექტორმა მაიკ გასკოინმა გააკეთა:

"ჩემი აზრით, ეს ავტომობილი ყველა მიმართულებით დახვეწილია. უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ვაპირებთ საუკეთესო მანქანებთან კონკურენციას და ვფიქრობ, ამ ბოლიდით ეს სავსებით შესაძლებელი იქნება. მინდა მადლობა ვუთხრა მთელს გუნდს ამ რთული სამუშაოსთვის, რომელიც "ლოტუსს" წინ დიდი ნაბიჯის გადადგმაში დაეხმარება."

avtuko
107% წესი იმედია არავის არ შეეხება, ვნახოთ როგორ გაართმევენ ახალბედა გუნდები ამოცანას თავს
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ჰაკიმ ზიეში კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო - "კადისმა" "ალმერიასთან" მარცხი განიცადა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 დინამო (თბ). მე-100 და სამართალი!
[VIDEO] "არსენალის" ქამბექი - "ჩელსი" "მეთოფეებს" 5 წელია ვერ ამარცხებს
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" პირველი ქულა
"მსოფლიოს ჩემპიონატმა აშშ-ის ეკონომიკაში 18 მილიარდ დოლარზე მეტი შეიტანა" - ტრამპი კმაყოფილია
"ოქროს ბურთი"? რატომაც არა?" - ფაბიან რუისმა ჯილდოს შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი
[VIDEO] იეგოიანი აღარ ხუმრობს - გაიტანა, გაატანინა, "ექსელსიორმა" კი გაიმარჯვა და ლიდერებს მიუახლოვდა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალი" სახლში "დეპორტივოსთან" დამარცხდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" 100%-იანი შედეგით მიიწევს წინ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. ჩემპიონმა მოგების გემო გაიხსენა
[VIDEO] ლა ლიგაში წიტაიშვილის დებიუტი შედგა - "რაიო ვალეკანომ" "რასინგს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| დილა 1-0 გაგრა. ანგარიშმა არ მოგატყუოთ...
მამაგეიშვილმა და კიტეიშვილმა გაიტანეს - "შტურმი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-2 სპაერი. ...ეს გოლი ყველაფერს გადაწონიდა
გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
აბუაშვილის "მეცმა" "როდეზს" მოუგო
კარგი მუშაობა დაუფასეს - "ჰალმა" იაკორივიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
"გარკვეული ნაკლოვანებები აქვს" - საფრანგეთში საფონოვი გააკრიტიკეს